პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოსტი, რომელიც გამოცემა “პუბლიკას” ეხება, პოლიტიკური შეფასებების თემაა. “გახარია – საქართველოსთვის” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ეს შანტაჟი და მუქარაა.
“ინფორმაციის გავრცელება არის მედიასაშუალების ვალდებულება და როდესაც ინფორმაციის გავრცელების გამო ხდება ამ ტიპის შანტაჟი და მუქარა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათთვის სიმართლე არის საშიში,” – აცხადებს თეონა აქუბარდია.