ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

თეონა აქუბარდია – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ბრძოლას შედეგი მოჰყვება, მათ შორის იმ მხარდაჭერით, რომელიც არა მხოლოდ EPP-ს, არამედ ევროპული ქვეყნების მხრიდან ქართველ ხალხს აქვს

„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) რეზოლუცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი მარტოა, დისტანცირებული და იზოლირებული დასავლეთისგან, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

„ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ თავად დაეტოვებინა ევროპული ოჯახი, მათ შორის ევროპული პოლიტიკური გაერთიანება და მას შემდეგ ევროპაში არ არის არცერთი პოლიტიკური ოჯახი, რომელიც რეჟიმს მხარს უჭერს ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ EPP-ს წევრები არ გახლავართ, ვხედავთ იმ ორი ძირითადი მოთხოვნის გამეორებას, რომელიც საერთო სახალხო პროტესტის მთავარი გზავნილია – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიაზე დაბრუნება, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და რაც იმეორებს მათ შორის PACE-ს რეზოლუციებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი მარტოა, დისტანცირებული და იზოლირებული დასავლეთისგან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის ბრძოლას, საბოლოო ჯამში, შედეგი მოჰყვება, მათ შორის იმ მხარდაჭერით, რომელიც არა მხოლოდ EPP-ს, არამედ მთლიანად ევროპული ქვეყნების მხრიდან ქართველ ხალხს აქვს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ანა დოლიძე ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ხანძარზე – ყოველ წელს მსგავსი ხანძარი ხდება და დღემდე არც ერთი არ არის გამოძიებული

კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ხანძარი იყო.ანა დოლიძის თქმით, მსგავსი ხანძარი ყოველ წელს ხდება და დღემდე არც ერთია გამოძიებული.,,ეს წუხილი რაც აქ არის და რაც იყო, ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჩვენთან არის ე.წ. ხელისუფლება, რომელსაც აქვს ერთი ამოცანა თვითონ გამდიდრდნენ და დანარჩენი მოსახლეობა გავღარიბდეთ. ეს მაფიოზური ჯგუფი მდიდრდება და დანარჩენი მოსახლეობა ღარიბდება. ამიტომაც არ უნდათ ამათ ევროკავშირი, რადგან ევროკავშირი აგებულია სოციალურ დაცვაზე. წლებია დავდივარ მსგავს შემთხვევებზე, რამდენიმე წლის წინ ვიყავი სამგორში, როდესაც იქ ხანძარი გაჩნდა. იმის წინ ვიყავი ლილოში, თუმცა დღემდე არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. ერთი და იგივე ხდება ყოველთვის, ერთი შემთხვევა მითხარით, სადაც ხანძარი გაჩნდა, შემდგომ გამოძიება ჩატარდა და ვინმე პასუხისგებაში მიეცათ. არ არსებობს ეგ ერთი საქმე, მითხარით რომელიც გამოიძიეს. ერთი და იგივე ხდება ყოველთვის, ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ რომელიმე ხანძარი გამოძიებულიყო. რა გახდა ის, რომ აქ ამ ადამიანებს ჰქონდეთ მეტი სოციალური დაცვა, ადამიანი არ იყოს დაუცველი ასეთი უბედურებებისგან?”, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

“მამას საფლავზე მისულს, ხშირად მხვდება დანთებული სანთელი; ვერასდროს შევესწარი, ვინ ანთებს; გაირკვა, რომ… – პირველი მაისი დოდო აბაშიძის დაბადების დღეა

დოდო აბაშიძე 1 მაისს 101 წლის გახდებოდა... ადამიანების მოყვარულ არტისტზე ქვემოთ მოყვანილი ფაქტიც ბევრის მთქმელია. ისტორიას, თუ როგორ ხვდებოდა მამის საფლავზე მისულ ზაზას მუდმივად დანთებული სანთელი, დოდოს ისტორიკოსი ვაჟი ჰყვება. ზაზა აბაშიძე: დიდუბეში, მამას საფლავზე მისულს ხშირად მხვდება დანთებული სანთელი; ვერასდროს შევესწარი, ვინ ანთებს; ერთხელ ვკითხე მესაფლავეებს, ხომ არ იცით, ვინ მოდის, ან ჰკითხეთ, ვინ არის-მეთქი? ვიღაც მამაკაცი მოდის და მასთან ერთად ზოგჯერ ქალბატონიცო.გაირკვა: ამ მამაკაცს დაუნახავს დოდო ზის რესტორანში და მეგობრებთან ერთად ქეიფობს; რომ წამოიშალნენ და გარეთ გავიდნენ და ეს კაცი გაედევნა დოდოს და უთხრა, ეგებ დამეხმაროთ, ამდენი ხანია ბინის რიგში ვარ, ექვსი შვილი მყავს, ვაგონში ვცხოვრობ, ეგებ ხმა შემაწიოთო; ვისთან შეგაწიოთ ხმაო, უკითხავს დოდოს; წამოდი გურამ გაბუნიასთან მივიდეთო; მივიდნენ; რა ხდებაო, უკითხავს ბატონ გურამს; ნახე, რა ბიჭია, ექვსი შვილი ჰყავს, ორი გოგო, ოთხი ბიჭი და აუხსნია სიტუაცია.იმ წუთში გადაუწყვეტია ეს პრობლემა ბატონ გურამ გაბუნიას; მიიღეს ბინა და მისულან დოდოსთან და უკითხავთ, მადლობა რითი გადაგიხადოთო?მამას უპასუხია: რომ მოვკვდები, მოდი ჩემს საფლავზე და სანთელი დამინთეო; ასე დადიან დოდოს საფლავზე ამდენი ხნის განმავლობაში და უნთებენ სანთელს...

გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ტოვებს

გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ტოვებს.აღნიშნულის შესახებ გია ხუბუა სოციალურ ქსელში წერს.„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე. უფრო მეტი დრო მინდა, დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას. ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია. წარმატებებს ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში“, – წერს გია ხუბუა.გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად 2024 წლის ივლისში დაინიშნა.

კამალა ჰარისმა არჩევნებში დამარცხების შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში დონალდ ტრამპის პოლიტიკას ქაოსური უწოდა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქემ, კამალა ჰარისმა დამარცხების შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში ტრამპის პოლიტიკას ქაოსური უწოდა.მისი თქმით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ქმედებები ქვეყანას ცენზურითა და რეცესიით ემუქრება.ჰარისის განცხადებით, ტრამპის სატარიფო პოლიტიკა არის „უდიდესი ხელოვნური ეკონომიკური კრიზისი“.„ზოგიერთი ადამიანი აღწერს იმას, რაც ბოლო თვეებში ხდებოდა, როგორც აბსოლუტურ ქაოსს. რა თქმა უნდა, მესმის, რატომაც. ეს უდავოდ ეხება ამ ტარიფებს. ტარიფები, რომლებიც, როგორც მე ვიწინასწარმეტყველე, აშკარად იწვევს რეცესიას“, – თქვა ჰარისმა.ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა ამერიკელებს, რომლებიც ღიად გამოდიან ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც, მისი თქმით, გაზრდის ამერიკელების ყოველდღიურ ხარჯებს, გავლენას მოახდენს საპენსიო ანგარიშებზე და მცირე ბიზნესზე.არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჰარისის პირველი გამოსვლა გაიმართა სან ფრანცისკოში, ორგანიზაცია Emerge America-ს გალაღონისძიებაზე, რომელიც ეხმარება ქალებს პოლიტიკური კარიერის განვითარებაში.ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ტრამპის საპრეზიდენტო პროგრამა დაახასიათა, როგორც „ამერიკის ვიწრო, ეგოისტური ხედვა, როდესაც ტრამპის გუნდი სჯის მათ, ვინც სიმართლეს ამბობს; მხარს უჭერენ მათ მიმართ ლოიალური დამოკიდებულების მქონე პირებს, პირად სარგებელს იღებენ ძალაუფლებისგან და ყველაფერ დანარჩენს ბედის ანაბარად ტოვებენ“.მისი თქმით, აშშ-ში მოქმედი შეკავებისა და ხელისუფლების შტოთა ბალანსის სისტემა თუ დაიშლება, ქვეყანა კონსტიტუციური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.„ეს არის კრიზისი, რომელიც საბოლოოდ ყველას შეეხება, რადგან ეს ნიშნავს, რომ წესები, რომლებიც იცავს ჩვენს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული ჩვენგანის ხმის უფლებას, იმას, თუ როგორ მუშაობს ჩვენი მთავრობა, აღარ იქნება მნიშვნელოვანი“, – თქვა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.მას შემდეგ, რაც დემოკრატების ადმინისტრაციამ დატოვა თეთრი სახლი, კამალა ჰარისი იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ. მისი თქმით, სან ფრანცისკოში სიტყვით გამოსვლა შთააგონეს ამერიკელებმა, რომლებიც თამამად უპირისპირდებიან ტრამპის ქმედებებს, და მოსამართლეებმა, რომლებიც კვლავ უჭერენ მხარს კანონის უზენაესობას ქვეყანაში.„სავარაუდოდ, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, ვიდრე გაუმჯობესებას დაიწყებს. მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ჰარისმა.

გოგა ხაინდრავა: EPP-ს ყრილობის ფაშისტურმა სულისკვეთებამ დაადასტურა ჩვენი წინა ვარაუდი, რომ ჰიმლერის, გებელსის და ჰიტლერის სულები შეუერთდნენ შეკრებას!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.„EPP-ს ყრილობის ფაშისტურმა სულისკვეთებამ დაადასტურა ჩვენი წინა ვარაუდი, რომ ჰიმლერის, გებელსის და ჰიტლერის სულები შეუერთდნენ შეკრებას!გადაწყვეტილება კონცლაგერების აღდგენის შესახებ რეზოლუციებში ჯერ არ ჩანს თუმცა შერჩევა სავარაუდო ტუსაღების!პორნოლიბერალების მტრების დაიწყო! Heil!“, - წერს გოგა ხაინდრავა.  

ბოლო სიახლეები