სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

თენგიზ ცერცვაძე – საქართველო ტაბლეტირებულ მედიკამენტებს ერთ-ერთი პირველი მიიღებს, რომელიც ალბათ რევოლუციას მოახდენს და პანდემიას აცრასთან ერთად დაასრულებს

საქართველო ტაბლეტირებულ მედიკამენტებს ერთ-ერთი პირველი მიიღებს, რომელიც ალბათ რევოლუციას მოახდენს და პანდემიას აცრასთან ერთად დაასრულებს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„მედიკამენტები გვაქვს უახლესი. მედიკამენტების ახალი ჩვენებები დადო ამერიკამ, იგივე „რემდესივირი“. ჩვენ რამდენი ხანია, ამ მედიკამენტს ვლობირებთ და უნიკალურ შედეგებს ვდებთ. თუ გამოიყენებენ ბინაზე დარჩენილ ავადმყოფებში, უფასოდ დარიგდება, მაგრამ ამას ლოჯისტიკა უნდა. აშშ-მა ეს შედეგები ერთი კვირის წინ დადო და ჯერ არ დაუწყიათ. 87%-ით ამცირებს დამძიმებას და სიკვდილობას.

ტაბლეტირებული მედიკამენტები ალბათ რევოლუციას მოახდენს და დაამთავრებს პანდემიას აცრასთან ერთად. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტებს მიიღებს, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. მთელი მსოფლიო რიგშია. როცა გვექნება ეს ტაბლეტირებული ფორმულა და პლუს „რემდესივირი“, რომელიც ახლაც გვაქვს, ძალიან დიდი იმედია, რომ მკვეთრად შემცირდება როგორც მძიმე შემთხვევები, ისე სიკვდილობა“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, კარდაკარის მასშტაბების გაზრდას ცდილობს.

„წლის ბოლოსთვის მინიმუმ 2/3 უნდა ყოფილიყო ვაქცინირებული და ამას მიაღწია ევროპის და ამერიკის ქვეყნებმა, საქართველოში მხოლოდ 1/3 არის ვაქცინირებული. ამას შეცდომას ვერ დავარქმევ, რადგან სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა განუსაზღვრელი რაოდენობით საუკეთესო ვაქცინა, 500 ვაქცინაციის პუნქტი, მობილური პუნქტები, ავტობუსები, სოფლებში კარდაკარ სიარული. სპეციალურად ვეკითხები ჩემს პარტნიორებს უცხოეთში და იქ მეტს არაფერს აკეთებენ, უბრალოდ მოსახლეობას აქვს მეტი პასუხისმგებლობა. ორი თვით დაგვიანდა და იქაც მოსახლეობის გარკვეული პასუხისმგებლობა იყო, რადგან ჩინური ვაქცინების შემოტანაზე კატეგორიული უარი თქვეს და აუცილებლად „ფაიზერი“ უნდოდათ. ამანაც გამოიწვია დაგვიანება. ერთი წელია, მიდის გაშლილი კამპანია ვაქცინაციის. „ფაიზერი“ რამდენი ხანია, ერთი წელია, ჩვენთან შემოტანილია საკმარისზე მეტი რაოდენობა. ორი თვის დაგვიანება არაფერ შუაშია ამ დაბალ ვაქცინაციასთან. ორი თვის კომპენსირება ერთი წლის მანძილზე შეიძლებოდა.

წინა ორი-სამი თვის მანძილზე რამდენჯერ გინახავთ ამირან გამყრელიძე და ეკატერინე ტიკარაძე კარდაკარ და ერთხელ სურათიც გადაიღეს, რომ იმ კარდაკარის შემდეგ ამირან გამყრელიძე სუფრაზე სადღეგრძელოს სვამდა. ის იყო კარდაკარი, კარდაკარ დადიოდნენ. სამინისტრო ახლა ცდილობს კარდაკარის მასშტაბების გაზრდას“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები