ოთხშაბათი, თებერვალი 26, 2025

თემურ მღებრიშვილი – მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სასოფლო გზების გაწმენდა და ბურანებით მოსახლეობასთან კონტაქტი, პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომლებიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სასოფლო გზების გაწმენდა და ბურანებით მოსახლეობასთან კონტაქტი. პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომლებიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 23 თებერვლიდან იმერეთში, გურიასა და აჭარაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მუდმივად მიმდინარეობს მუშა პროცესი.

„გუშინ ჩატარდა საგანგებო თათბირი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დაიგეგმა ამოცანები, გაიწერა სამოქმედო გეგმა. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომლებიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა როგორც სასოფლო გზების გაწმენდა, ასევე მოსახლეობასთან კონტაქტი ბურანების საშუალებით. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე თავდაცვის სამინისტრო. ასე ჯგუფურად ვახდენთ თითოეულ სოფელში შესვლას, გადაადგილებას, საკვების მიწოდებას. აუცილებლობის შემთხვევაში ადამიანების გამოყვანას სოფლებიდან, თუ არის მომართვიანობა ავადმყოფების შესახებ. მუდმივ რეჟიმში ხორციელდება აღნიშნული ღონისძიებები. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სოფლებში გადაადგილება და მივყვებით გუშინ გაწერილ გეგმას. 23 თებერვლიდან გადასული ვართ საგანგებო რეჟიმზე. როგორც იმერეთში, ისე გურიასა და აჭარაში სრულად არის მობილიზებული სამსახური და მუდმივად მიმდინარეობს მუშა პროცესი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

VIDEO: ჩვენ, ოპოზიცია გვყავს პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი, ისინი მთლიანად გადასული არიან ნულოვან თამაშზე – ირაკლი ქადაგიშვილი

„ოპოზიციის დაპირისპირების ფრონტი არის, ადამიანის ტრაგედია, სტიქიური უბედურება, ნაგავის არ გატანა, მოლარის ბოიკოტი, ხანძრის გაჩენა, ეკონომიკის ჩამოქცევა, ანუ ეს არის გირლიანდი, რომელსაც აწყობს დღეს ოპოზიცია...“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ, ოპოზიცია გვყავს პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი, ისინი მთლიანად გადასული არიან ნულოვან თამაშზე, რომ ხელისუფლება ნებისმიერი გზით უნდა დაამხონ. ამ შემთხვევაში, ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერზე შეიძლება სპეკულირება, რაც კი საზოგადოებაში უკმაყოფილებას გამოიწვევს. ანუ მათი დაპირისპირების ფრონტი არის ადამიანის ტრაგედია, სტიქიური უბედურება, ნაგავის არ გატანა...“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.  

ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – გურიაში ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული – თემურ მღებრიშვილი

საბედნიეროდ გურიაში ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული. იყო გარდაცვალების სხვა ფაქტები, მაგრამ ეს სტიქიური მოვლენებით არ იყო გამოწვეული, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.„ძალიან ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ეს სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული. საბედნიეროდ გურიაში ამ დროისთვის, ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული. იყო გარდაცვალების სხვა ფაქტები, მაგრამ ეს სტიქიური მოვლენებით არ იყო გამოწვეული“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ტრამპი: უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.„შეგიძლიათ დაივიწყოთ. ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც ყველაფერი დაიწყო“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.მან დასძინა, რომ მას ძალიან კარგი საუბრები ჰქონდა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან.„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ორივე მხარისთვის საუკეთესო გარიგება მივიღოთ“, - დასძინა მან.

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტი იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„ის იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს. და ვფიქრობ, მჯერა, რომ ჩვენი არჩევის შედეგად ეს ომი დასრულდება. და ასევე მჯერა, რომ თუ ეს ადმინისტრაცია არ მოიგებდა არჩევნებს დიდი უპირატესობით, ეს ომი გაგრძელდებოდა დიდხანს, და პუტინს მოუნდებოდა ყველაფრის წაღება“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, მოუწევს თუ არა პუტინს დათმობებზე წასვლა უკრაინაში ომის დასასრულებლად.ხოლო, ჟურნალისტის კითხვაზე, რა სახის დათმობებზე მოუწევს რუსეთის პრეზიდენტს წასვლა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია.„არ მინდა, ახლა გითხრათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.„მგზავრთა საყურადღებოდ!ინტენსიური თოვის, ყინვისა და გზებზე გართულებული მოძრაობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან „შატლ ბასების“ მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება.რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ამ წუთებში ათენიდან პირდაპირი რეისი შესრულდა. ინფორმაციას აეროპორტის ოპერირებასთან დაკავშირებით პერიოდულად განვაახლებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები