თელაველებმა ერეკლე მეფის დაბადების დღე მასშტაბურად აღნიშნეს.
ქალაქის მთავარ მოედანზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოენახულებინათ კულინარიული და შემეცნებითი კუთხეები, ასევე ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა საპატიო თელაველების დაჯილდოების ცერემონია. საზეიმო ღონისძიებები კი კვარტეტი „ოთხის”, ზუკა ხუციშვილისა და ბენდის კონცერტით დასრულდა.