შაბათი, თებერვალი 22, 2025

თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მედიას: ამ ოთახში ბევრი ადამიანი ვერ აშუქებდა იმ ფაქტს, რომ ჯო ბაიდენი მენტალურად არაკომპეტენტური იყო და ვერ მართავდა ქვეყანას

სტივენ მილერმა თეთრი სახლის პრეს-კორპუსს ჩაუტარა „მოქალაქეობრივი გაკვეთილი“ პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ, ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

თეთრი სახლის შტაბის უფროსის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში უპასუხა კითხვას, რომელიც მედიის შეშფოთებას იწვევდა იმის გამო, რომ ილონ მასკი „არარჩეული ბიუროკრატის“ ფუნქციას ასრულებს და ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების იგნორირებას ახდენს.

”თქვენ მაცდუნებთ, რომ ძალიან უხეში რამ ვთქვა მედიაში ჩვენს ზოგიერთ მეგობარზე”, – დაიწყო მან. „მართალია, რომ ამ ოთახში ბევრი ადამიანი ოთხი წლის განმავლობაში ვერ მალავდა იმ ფაქტს, რომ ჯო ბაიდენი ფსიქიკურად არაკომპეტენტური იყო და ვერ მართავდა ქვეყანას.

„ასევე მართალია, რომ ამ ოთახში ბევრ ადამიანს, ვინც გამოიყენა ეს თეზისი იმის შესახებ, რომ ელონი არ არის არჩეული, წარმოდგენა არა აქვს, როგორ მუშაობს მთავრობა. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩავატარო მოკლე გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში“, – განაგრძო მან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში მსოფლიოს თასის ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში მსოფლიოს თასის ვიცე-ჩემპიონია. სან-პაულოში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასის ტურნირი მიმდინარეობს. ქართველმა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან იაპონელ ანრი საკურაისთან ანგარიშით 14:15 დათმო. სან-პაულოს ტურნირზე ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ჩემპიონობა იზეიმეს, გვანცა ზადიშვილი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა. დღეს რაპირით ორთაბრძოლებში ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც ჩაერთვებიან.

„დიდი და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი“ – რა ვიდეოს აქვეყნებს ლაშა ბექაური

ქართველი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამჯერად ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც იგი თოვლიან ეზოში ვარჯიშობს: „დიდი და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი!“, - წერს ბექაური ვიდეოზე.

112-ი მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს: ,,გაცნობებთ, რომ 23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ ყაველაშვილი – მისასალმებელია, რომ ურთიერთობა დავამყაროთ მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან, როგორიც არის ჩინეთი, რაც სასარგებლო იქნება მთელი რეგიონის განვითარებისთვის

მისასალმებელია, რომ ჩვენ, სუვერენულმა ქვეყანამ, მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან, როგორიც არის ჩინეთი, ურთიერთობა დავამყაროთ, რაც სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი, ასევე აზერბაიჯანის და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს გზაა ევროპული იდეა, რომელიც ღირებულია და ახლოსაა ქვეყანასთან. „საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინეთ ამ ბრძოლაში და ამ პროცესში. ჩვენი სურვილია, გავხდეთ ღირსეული და ძლიერი ქვეყანა, ეკონომიკით და კეთილდღეობით, ეროვნულ ინტერესებზე, ტრადიციებზე, ოჯახურ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა. ასევე ჩვენი გზაა ევროპული იდეა, რომელიც ყველაზე მეტად ღირებულია და ახლოსაა ჩვენთან, ჩვენი მცდელობა გაგრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ ევროპაშიც შეიცვლება სიტუაცია, როგორც აშშ-ში. სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე გვაქვს შესაძლებლობები, ნებისმიერ დიდ ქვეყანასთან და იცით, რომ ჩინეთი საკმაოდ დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. ამ დერეფანში მისი ინტერესიც არსებობს. ამ პროცესში ასეთი დიდი ქვეყნის მონაწილეობა ძალიან სასარგებლოა ჩვენი, აზერბაიჯანის და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის. მისასალმებელია, რომ ჩვენ, სუვერენულმა ქვეყანამ, ასეთი მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან დავამყაროთ ურთიერთობა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი – გვჯერა, ევროკავშირშიც შეიცვლება ვითარება, ის ძალები იქნებიან წარმოდგენილი, ვინც საერთო ღირებულებებს პატივს სცემენ, სხვა შემთხვევაში, ჩვენთვის პირველი ეროვნული ინტერესია

ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მიმართ გვქონდა პრეტენზიები, პირდაპირ ყოფდნენ ხალხს და ხელისუფლებას, რომ გაზრდილიყო პოლარიზაცია, ახლა გამოჩნდა, რომ მართლები ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, სჯერა, რომ ევროკავშირშიც შეიცვლება სიტუაცია და ის ძალები იქნება წარმოდგენილი, ვინც საერთო ღირებულებებს პატივს სცემენ. „ევროკავშირთან დაახლოების პროცესი დღეს არ დაწყებულა, საკმაოდ დიდი ხანია, ჩვენი ისტორიული სურვილია, ვიყოთ ევროპის წევრი. ჩვენს ხალხს მთელი ისტორიის მანძილზე სურვილი ჰქონდა, საერთო  ღირებულების ნაწილი ვყოფილიყავით. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირშიც შეიცვლება სიტუაცია. ევროკავშირთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ორმაგმა სტანდარტებმა და არასწორმა დამოკიდებულებამ წარმოშვა. ზოგიერთი ბიუროკრატის, განსაკუთრებით, ბრიუსელის და ევროპარლამენტის წევრების, ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის, რომლებიც ორმაგი სტანდარტით და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით ევროპის იდეას ანგრევდნენ. ამაზე გვქონდა ჩვენ მუდმივად საუბარი და ახლა გამოჩნდა, რომ მართლები ვართ. მინდა, ვახსენო აშშ- ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, ზუსტად ერთი ერთში არის იგივე გზავნილი, რაზეც ჩვენ ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მიმართ გვქონდა პრეტენზიები. პირდაპირ ყოფდნენ ხალხს და ხელისუფლებას, რომ აქ გაზრდილიყო პოლარიზაცია. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ იდეას და ღირებულებებს. ჩვენ ამას წინ აღვუდექით და გამოჩნდა, რომ მართლები ვართ. ეს ბრძოლა არ გაჩერებულა, ჩვენ გვწამს ევროპის და გვინდა, მისი ნაწილი ვიყოთ. გვჯერა, გამოსწორდება იქ სიტუაცია და ის ძალები იქნება წარმოდგენილი, ვინც ამ ღირებულებებს პატივს სცემენ. სხვა შემთხვევაში, როგორც აქამდე ვაცხადებდით, ჩვენთვის პირველი ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომელიც პრინციპში გადარჩენასთან არის ასოცირებული. ჩვენ ისეთ ღირებულებებს ვიცავთ ამ ორმაგი სტანდარტისგან, რომელსაც სახელმწიფოს გაძლიერება ჰქვია. ისინი აკეთებდნენ იმას, რომ შესაძლებელი იყო, საქართველო საერთოდ განადგურებულიყო. ამ რეგიონში ყოფილიყო ცეცხლი, ომი და უბედურება. მათი დამოკიდებულების, ამ ორმაგი სტანდარტის შედეგი შეიძლება, ყოფილიყო რაც უკრაინაში ხდება, ანალოგიური მომხდარიყო კავკასიაში. ამას აღვუდექით წინ და გამოჩნდა, რომ ჩვენ მართლები ვართ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები