ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

თეთრი სახლი – ტრამპმა და პუტინმა ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთზე, ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთზე, როგორც სამომავლო კონფლიქტების პრევენციის მიზნით თანამშრომლობის პოტენციურ რეგიონზე, – ამის შესახებ აღნიშნულია თეთრი სახლის პრესმდივნის, ქეროლაინ ლივიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში.

„მათ ასევე განიხილეს სტრატეგიული იარაღის გავრცელების შეჩერების აუცილებლობა და ითანამშრომლებენ სხვებთან, რათა უზრუნველყონ ამის მაქსიმალურად ფართო გამოყენება. ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ შეთანხმებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როდესაც მშვიდობა იქნება მიღწეული“, – ნათქვამია ლევიტის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – მე ვარ ნაციონალისტი შეერთებული შტატებისთვის და არა ვინმე სხვისთვის, არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ჩემზე უფრო ხისტი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ მასზე უფრო ხისტი.ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.„მე ნაციონალისტი ვარ, მაგრამ მე ვარ ნაციონალისტი შეერთებული შტატებისთვის და არა ვინმე სხვისთვის და ეს საინტერესოა, რადგან არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ჩემზე უფრო ხისტი“, – განაცხადა ტრამპმა.

“წვიმა, ქარი, თოვლი” – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 მარტს საქართველოს უმეტეს ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი თოვლს ვარაუდობენ. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +14 გრადუსი თელავშია მოსალოდნელი. რაც შეხება დედაქალაქს, თბილისში +11 წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი.ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +9 - წვიმასოხუმი +10 - წვიმაზუგდიდი +9 - წვიმამესტია +4 - თოვლიფოთი +10 - წვიმაბათუმი +10 - წვიმაოზურგეთი +9 - წვიმაქუთაისი +9 - წვიმაამბროლაური +7 - წვიმაახალციხე +6 - წვიმაბორჯომი +2 - თოვლიბაკურიანი 0 - თოვლიგორი +8 - წვიმაცხინვალი +6 - თოვლისტეფანწმინდა +4 - თოვლიგუდაური 0 - თოვლითელავი +14 - წვიმარუსთავი +13 - წვიმათბილისი +11 - წვიმა

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთი ემზადება ევროპულ დემოკრატიებთან დაპირისპირებისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება ევროპულ დემოკრატიებთან დაპირისპირებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.„რუსეთმა მასიურად გაზარდა თავისი სამხედრო-სამრეწველო წარმოების შესაძლებლობები. ეს ინვესტიცია აძლიერებს მის აგრესიულ ომს უკრაინაში და ამზადებს მას ევროპულ დემოკრატიებთან მომავალი დაპირისპირებისთვის“, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

დავით მათიკაშვილი: რადიკალები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ პროგრესის გზით არ იაროს

რადიკალები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ პროგრესის გზით არ იაროს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ნარკოპოლიტიკისადმი გამკაცრებულ მიდგომებზე და ამ საკითხის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულებაზე საუბრისას.„ოპოზიციას არაფერი მოსწონს, რაც საზოგადოებისთვის არის კარგი. რადიკალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ პროგრესის გზით არ იაროს. თუკი ისინი არ არიან ხელისუფლებაში, წყალსაც წაუღია საქართველო“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

„ფარაზე“ გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანიამ 600 000 დოლარად აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა

„ფარაზე“ გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა 600 000 დოლარად აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy დაიქირავა.FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი უნდა გადაუხადოს.ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს რჩევები და კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე, აშშ-ის მთავრობის ცნობიერების ამაღლება აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, უზრუნველყოს რეგულარული შეხვედრები და ვიდეოზარები კლიენტთან, რათა ინფორმაცია მიაწოდონ ფირმის საქმიანობის შესახებ და დაგეგმონ მომავალი აქტივობები.„კლიენტი ვალდებულებას იღებს, გადაუხადოს კომპანიას ჯამში 600 000 დოლარი. პირველი გადახდა 200 000 დოლარის ოდენობით ავანსის სახით განხორციელდება არაუგვიანეს ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი სამუშაო დღისა. შემდგომი გადახდები განხორციელდება ინვოისის საფუძველზე, 100 000 დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად“, – ნათქვამია ხელშეკრულებაში.კონტრაქტი დათარიღებულია 2025 წლის 20 თებერვლით, FARA-ზე კი 13 მარტს გამოქვეყნდა.

ბოლო სიახლეები