აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი უკრაინულ ოჯახებს რუსეთ-უკრაინის ომის დროს გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში მეოთხედ დაეხმარა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ექვსი უკრაინელი არასრულწლოვანი, რომლებიც ამჟამად რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ, უკრაინაში, მალე დაბრუნდებიან.
„მსოფლიოს ამ რეგიონში ბავშვების საყვარელ ადამიანებთან გაერთიანება დღეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ საკითხად რჩება. მე იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე ერთგული რჩება მუდმივი თანამშრომლობისაკენ“, – განაცხადა მელანია ტრამპმა.
თეთრი სახლის ცნობით, პირველი ლედი მელანია ტრამპი და მისი წარმომადგენელი კვლავ ჩართულნი არიან რუსეთთან და უკრაინასთან ერთად მუშაობაში, რათა აღმოაჩინონ და გააერთიანონ ის პირები, რომლებიც მიმდინარე ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული გახდნენ.
ამასთან, 2025 წლის აგვისტოში მელანია ტრამპმა ვლადიმერ პუტინს „მშვიდობის წერილი“ მისწერა, რომელშიც მას გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. დონალდ ტრამპმა წერილი კრემლის ლიდერს ალასკის სამიტამდე გადასცა.

