თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპს სურს ცეცხლის მუდმივი და არა დროებითი შეწყვეტა, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი ქეროლაინ ლევიტი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ცეცხლი 8 მაისიდან 11 მაისამდე, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად შეწყდება.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ლევიტის თქმით, ტრამპი სულ უფრო მეტად უკმაყოფილოა როგორც პუტინით, ისე ზელენსკით და მიიჩნევს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ.