შაბათი, აპრილი 12, 2025

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია ვლადიმერ პუტინითა და ვოლოდიმირ ზელენსკით

თეთრი სახლის პრეს-მდივანი ქეროლაინ ლივიტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინითა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკით იმედგაცრუებულია. ამის შესახებ ლივიტმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევიტმა აღნიშნა, ომი ძალიან დიდხანს გრძელდება, რის გამოც ორივე მხარეს ბევრი ადამიანი იღუპება.

„დონალდ ტრამპი ორივე მხარის ლიდერით იმედგაცრუებულია. მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ორივე მხარეს იღუპებიან ადამიანები და ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, გრძელდება. ჩვენი გუნდი განაგრძობს თანამშრომლობას როგორც რუსებთან, ისე უკრაინელებთან და პრეზიდენტი ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ საკითხში ყოველდღიურად“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ევროკავშირმა იმ პრინციპებს შეაქცია ზურგი, რომლებსაც ოდესღაც იცავდა“ – ეკა სეფაშვილი Eagleeyeexplore-თან ინტერვიუში

„ევროკავშირმა იმ პრინციპებს შეაქცია ზურგი, რომლებსაც ოდესღაც იცავდა“ ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Eagleeyeexplore-ი ინტერვიუს „ხალხის ძალის“ წევრთან ეკა სეფაშვილთან.ინტერვიუში საუბარი ისეთ აქტუალურ თემებს შეეხო, როგორებიცაა ევროკავშირის მხრიდან ქმედებები საქართველოს მიმართ, საპარლამენტო არჩევნების მიმართ ოპოზიციის ბოიკოტი, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა დასავლეთის მხრიდან, აშშ-თან ურთიერთობა.„რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 2022 წლის თებერვალში საქართველო მზარდ საერთაშორისო ზეწოლას შეეჯახა, რომელიც ომში ჩაბმას ითვალისწინებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზეწოლა თავიდან საზოგადოებისგან დამალული იყო, მმართველმა გუნდმა ამის შესახებ შესანიშნავად იცოდა. ამ ზეწოლის დიდი ნაწილი ოპოზიციისგან მოდიოდა, რომელიც უცხოურ ინტერესებს ემსახურება და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს“, - განაცხადა სეფაშვილმა.მისი თქმით, უცხოური მხარდაჭერის მეშვეობით ოპოზიციამ მოუწოდა საქართველოს ისეთი ნაბიჯებისკენ, რომლებიც პირდაპირ ჩააბამდა მას ომში. ეს იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესება და უკრაინაში ქართველი მეომრების გაგზავნა.„ჩვენ ამ ზომების წინააღმდეგ გამოვედით, რადგან ვთვლიდით, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფული იქნებოდა და სამხედრო კონფლიქტს რუსეთთან გარდაუვალად გააძლიერებდა. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს მხარი დაუჭირა, მათ შორის, ფინანსურსაც. რუსეთის წინააღმდეგ ორმაგი სანქციების შემოღება უფრო დააზიანებდა საქართველოს, ვიდრე რუსეთს“, - აღნიშნა სეფაშვილმა და დასძინა, რომ ზოგიერთი გამოთვლებით ერთმხრივმა სანქციებმა შესაძლოა მთლიანი შიდა პროდუქტის 18%-ით დაცემა გამოიწვიოს.სეფაშვილის თქმით, იმ დროს საზოგადოებისთვის რთული გასაგები იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები. ამის გამო, „ქართული ოცნების“ სამმა წევრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ღიად მოეყოლა საზოგადოებისთვის იმ ზეწოლის შესახებ, რომელსაც საქართველო შეეჯახა.„როდესაც ჩვენ ხალხს ჩვენი გადაწყვეტილებები დავუსაბუთეთ, მათ აღიარეს, რომ მთავრობა პასუხისმგებლობიანად მოქმედებდა“, - აღნიშნა სეფაშვილმა.მისი თქმით, მან დატოვა „ქართული ოცნება“ და 9 კოლეგასთან ერთად დააარსა პარტია „ხალხის ძალა“, რომლის მიზანიც უცხოური გავლენის გამოაშკარავებაა და ხალხისთვის სიმართლის მოყოლაა იმის შესახებ, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ კიდევ უფრო გაამძაფრონ სიტუაცია რუსეთთან.„არჩევნების შემდეგ ჩვენ დამოუკიდებელი საპარლამენტო ჯგუფი შევქმენით. ეს აუცილებელი იყო, რადგან ზოგიერთმა ბარიერგადალახულმა პარტიამ უარი თქვა თავისი ადგილის დაკავებაზე. როგორც დამოუკიდებელი ჯგუფი, ჩვენ მიზნად ვისახავთ, ვიყოთ კონსტრუქციული ოპოზიცია და მხარი დავუჭიროთ სტაბილურობას, პასუხისმგებლობას და ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა სეფაშვილმა.

ანდრეი სიბიგა – უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას, ეს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ეხება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას. ამის შესახებ ანდრეი სიბიგამ ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თემა ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას უკავშირდება.„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან. ეს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ეხება. ეს ეხება ჩვენს წვლილს. უკრაინას ახლა ჰყავს 100 ბრიგადა, რომლებსაც გააჩნიათ ყოველდღიურად ბრძოლის გამოცდილება. რა თქმა უნდა, ეს იქნება რეალური, ნამდვილი კონტრიბუცია სამომავლო ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში. სხვათა შორის, ყველაზე იაფი კონტრიბუცია“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

შალვა პაპუაშვილი ბაია პატარაიაზე: ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანისთვის ჩარიცხული თითოეული ცენტი არის ტერორიზმისთვის ჩარიცხული ცენტი. ასე უნდა შევხედოთ მასაც და მის დონორებსაც

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის შესახებ ბაია პატარაიას კომენტარს და ორგანიზაცია „საფარში“ საფრანგეთის ელჩის სტუმრობის ამსახველ ფოტოს აზიარებს და წერს, რომ პატარაიასთვის ჩარიცხული თითოეული ცენტი არის ტერორიზმისთვის ჩარიცხული ცენტი.„უკვე აღარ მგონია, მის რომელიმე უცხოელ დონორს ეს აწუხებდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანისთვის ჩარიცხული თითოეული ცენტი, არის ტერორიზმისთვის ჩარიცხული ცენტი.ასე უნდა შევხედოთ მასაც და მის დონორებსაც", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

გიორგი კახიანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებით ითელება ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ინსტიტუცია – “ეუთო”, რომელმაც, ფაქტობრივად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება არჩეულად და ლეგიტიმურად მიიჩნია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა.დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც PACE-მ საქართველოს, ბოლო დრო დაკავებული პირების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოსთხოვა, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა თბილისში.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი სვამს კითხვას, რატომ მოდის წინააღმდეგობაში PACE-ს რეზოლუცია "ეუთო-ოდირის" დასკვნასთან."ის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ეროვნული ინტერესების დაცვისაკენ, არანაირად არ შეიცვლება და ვერანაირი უსამართლო რეზოლუცია ამას ვერ შეცვლის. ამ რეზოლუციის ერთ-ერთი მოთხოვნა არის, ახალი არჩევნების ჩატარება - არ არსებობს ამის მიზეზი.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვახსოვს "ეუთო", რომელიც არის არჩევნებთან მიმართებაში ერთ-ერთი კომპეტენტური ევროპული ორგანიზაცია, არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა, უწოდა კონკურენტული. ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" ხელისუფლება არჩეულად და ლეგიტიმურად მიიჩნია.ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ინსტიტუციის გადათელვა ხდება, ისეთის, როგორიც არის "ეუთო", -განაცხადა გიორგი კახიანმა.

დავით ქართველიშვილი უკრაინაზე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოსა და უკრაინის ცალმხრივ მეგობრობას ეხმიანება.დეპუტატი იხსენებს გადადგა თუ არა უკრაინამ რაიმე ნაბიჯი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს მხარდასაჭერად.„სამხედრო აგრესიისა და გაფორმებული ოკუპაციის 9 თვის თავზე - „მეგობარმა“ უკრაინამ რუს ოკუპანტებთან ერთად მოსკოვის წითელ მოედანზე ერთობლივ საზეიმო აღლუმში მიიღო მონაწილეობა თავისი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობით...“, - წერს დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ 1 თვის თავზე შეიკრიბა უკრაინის რადა, თუმცა საქართველოს მხარდამჭერი რაიმე რეზოლუცია არც მაშინ და არც შემდგომ არ მიუღია.დავით ქართველიშვილი ასევე იხსენებს უკრაინის რადას წევრების მიერ მხარდაჭერილ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის No3083 დადგენილების პროექტს.„უკრაინასთან „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში მყოფ საქართველოში, განსაკუთრებით „2003-2012 წ.წ.“ შემსწავლელი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში, აგვისტოს ომის ამსახველ მოვლენებთან დაკავშირებით, ურიგო არ იქნებოდა ეს ფაქტებიც გაგვეხსენებინა:2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე (!) შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია;პირიქით, სექტემბერში დარეგისტრირებულ სხვადასხვა რეზოლუციებში (მათ შორის, საქართველოსადმი არამეგობრული შინაარსის) საქართველოს მხარი დაუჭირა დეპუტატთა მხოლოდ 15%-მა, საქართველოს წინააღმდეგ ხმა მისცეს დეპუტატთა 45%-მა, დანარჩენმა დეპუტატებმა საქართველოს თემატიკისადმი გამოავლინეს სრული გულგრილობა და ინდიფერენტულობა - თავი შეიკავეს ხმის მიცემისაგან (უკრაინის რადა 450 დეპუტატისგან შედგება); საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის დაგმობის შესახებ No3053 დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 65 (!) დეპუტატმა დაუჭირა (მიუხედავად იმისა, რომ რადაში თითქოსდა დემოკრატიული კოალიცია არსებობდა). არც ერთი ხმა არ მისცეს - "რეგიონების პარტიის" (რომლის ლიდერი ვ. იანუკოვიჩი, ამისთვის "მადლიერების" ნიშნად სააკაშვილმა "ბრწყინვალების ორდენით" დააჯილდოვა), კომუნისტური პარტიის და ლიტვინის ბლოკის ფრაქციებმა. БЮТ ფრაქციიდან დაფიქსირდა მხოლოდ დეპუტატ კოსივის ერთი ხმა (კირილენკომ, პაშინსკიმ, სემერაკმა - ხმა არ მისცა), НУНС ფრაქციიდან - 64 დეპუტატმა მისცა ხმა (სპიკერმა იაცენიუკმა ხმა არ მისცა(!!!));იმავე წარმატებით, დეპუტატებმა ჩაშალეს „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შესახებ“ No3054 რეზოლუციის პროექტი, რომელსაც მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა. აგრეთვე ჩაიშალა „საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის აქტის დაგმობის შესახებ“ No3082 რეზოლუციის პროექტი, რომელმაც მხოლოდ 70 ხმა მიიღო;უკრაინული პოლიტიკისთვის დამახასიათებელ ტრადიციებში: როცა გეგონა, რომ ფსკერს უკვე მიაღწიეს - ქვემოდან დააკაკუნეს.ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის No3083 დადგენილების პროექტს უკვე 167-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმათა უმრავლესობა გაიღო რეგიონების პარტიამ (140), კომუნისტურმა პარტიამ ხმა - 27 ხმა. ლიტვინის ბლოკმა, БЮТ -მა და НУНС -მა არც ერთი ხმა არ მისცეს, თუმცა იყვნენ თავშეკავებული (!!!), ანუ ინდიფერენტულები და გულგრილნი "მეგობარი" ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ;„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო აგრესიის დაგმობამ“ (No3070) კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღო - 196 ხმა (!!!)(ხოლო დეპუტატთა მაქსიმალურმა რაოდენობამ - 217 დეპუტატმა მხარი დაუჭირა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით უკრაინული სამხედრო ტექნიკის საქართველოში მიწოდების ფაქტების გადამოწმების მიზნით (No3059 );2009 წლის 9 მაისს, „მეგობარ“ საქართველოში მომხდარი ტრაგედიის, სამხედრო აგრესიისა და გაფორმებული ოკუპაციის 9 თვის თავზე - "მეგობარმა" უკრაინამ რუს ოკუპანტებთან ერთად მოსკოვის წითელ მოედანზე ერთობლივ საზეიმო აღლუმში მიიღო მონაწილეობა თავისი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობით...“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელში.

ბოლო სიახლეები