თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვაშინგტონს არ შეუძლია, „უსასრულოდ“ უზრუნველყოს უკრაინული მხარე იარაღით. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
ლევიტის თქმით, აშშ აღარ აწვდის უკრაინას იარაღს, თუმცა ნატო-ს ქვეყნები ამერიკულ იარაღს PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) პაკეტის მეშვეობით ყიდულობენ.
„ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ უსასრულოდ. პრეზიდენტს სურს, ეს ომი დასრულდეს. ის მშვიდობიანი დროის პრეზიდენტია. ეს არის, რისკენაც ისწრაფვის. დღეს მას სურს, დარჩეს ოპტიმისტად და იმედოვნებს, რომ მოხერხდება იმ შეთანხმების მიღწევა, რომელიც ომს დაასრულებს“, – განაცხადა ლევიტმა.
ლევიტის თქმით, ტრამპი „დიდ მადლიერებას იმსახურებს უზარმაზარი დროისა და ენერგიისთვის, რომელიც ომის მოგვარებაში ჩადო“.

