შაბათი, აპრილი 25, 2026

თეა წულუკიანი: სიტუაცია დამშვიდებისკენ უნდა წავიყვანოთ. მთავარი პრობლემა არის საგნობრივი დისკუსიის არარსებობა, ახალგაზრდებთან ბევრია სასაუბრო და მხოლოდ იმის ძახილი, რომ ცუდად იქცევით და ასე არ შეიძლება, მე მგონია, რომ არ კმარა

ვინაიდან ეს იყო პირველი და შემდგომ იგეგმება დიალოგის გაგრძელება, მთავარი მაინც ამ შემთხვევაში არის ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, იდეა წარმოადგინა ერთობლივი ძალისხმევის შესახებ, რომ ეს სიტუაცია დამშვიდებისკენ წავიდეს. მართლაც დამშვიდების დროა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, საჭიროა საგნობრივი დისკუსია ახალგაზრდებთან.

„მუდმივად ასეთ ფსიქოლოგიური წნეხის პირობებში ნებისმიერი ადამიანისთვის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იქნება თუ ჩვენი ამომრჩეველი, რთულია. ოჯახებშიც არის განსხვავებული აზრები, ერთმანეთს უპირისპირდებიან ოჯახის წევრები, მეგობრები გაუუცხოვდნენ ერთმანეთს, ამიტომ ჩვენ დამშვიდებისკენ უნდა წავიყვანოთ სიტუაცია. მთავარი პრობლემა არის საგნობრივი დისკუსიის არარსებობა. ქართული ოცნების ხელისუფლების უკანონო, ქუჩით ჩამოშორების ეს მცდელობა არ გულისხმობდა მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ჩართულობას. აქ იყვნენ პოლიტიკური პარტიები, ახალგაზრდები, რომლებსაც კავშირი არ აქვთ პარტიებთან, ზოგს აქვს, მაგრამ არიან ბევრი, ვისაც არ აქვთ კავშირი პარტიებთან და ასეთ ახალგაზრდებთან, მე მჯერა, რომ საგნობრივი დისკუსია საჭიროა, რადგან ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალია. საინტერესო იქნებოდა გაგვეგო რა იციან მათ იმის შესახებ თუ რის ფასად და როგორ იყო მიღწეული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან. საინტერესო იქნებოდა დისკუსიის ფარგლებში გამოგვერკვია, რაც იციან ახლა მოქმედი ხელისუფლების შესახებ. მათ აქვთ ჩვენს მიმართ ბრაზი და ამ ბრაზის საფუძველია გამოსარკვევი. ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ ქართულმა ოცნებამ ჯერჯერობით ვერ შევძელით განათლების სისტემაში ფუნდამენტური საფუძველი ღირებულებებისა გაჯდეს და დავამკვიდროთ. ამიტომ ამ ახალგაზრდებთან ბევრია სასაუბრო და მხოლოდ იმის ძახილი, რომ ცუდად იქცევით და ასე არ შეიძლება, მე მგონია, რომ არ კმარა. იმის თქმა, რომ შენ რადგან ქუჩაში ხარ, ნაცი ხარ, არ მგონია სწორი, უბრალოდ არიან ისეთებიც, რომლებმაც ვერ გაიგეს რაღაცები, ან არ ახსოვთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სწორად გაცემულ სიკეთეს, სასწაული შეუძლია…“ – მამა ნაუმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ყინწვისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწე მამა ნაუმის ჯანმრთელობის შესახებ, რომლის სახელსაც სასწაულები უკავშირდება და მას მართლმადიდებელი მრევლი კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში ახალი ინფორმაცია ვრცელდება.„სწორად გაცემულ სიკეთეს, მხოლოდ სასწაული შეუძლია; მამა ნაუმი ძალიან მკაცრ ბერულ ცხოვრებას ეწეოდა, ავადმყოფობას კი გადაწყვიტა მარტო მის ბერმონაზვნებთან ერთად მოერეოდა, მაგრამ ვერა, დაავადება დამძიმდა, მაგრამ ამ დროს ხომ მხოლოდ უფალი არის გადამწყვეტი და ამ შემთხვევაშიც; და აი საოცრებავ! მამაოს ლოცვები და სიყვარული, რაც გასცა და გამოიყენა ადამიანების დასახმარებლად, უფალმა თქვენ სიკეთით და სიყვარულით უკან დაუბრუნა.ორი წელი ვერ მივაღწიე მამაომდე, გასაგები მიზეზების გამო, ( თვალით ვერ ვნახე, ინფორმაცია მქონდა ცუდად არის ) კერძოდ ის ბერია და ბერულად მკურნალობდა, სანამ არ გართულდა დაავადება. გადაწყვეტილება უფალმა მიიღო, ის დატოვა ჩვენთან, რათა ენახა მამაოს, მისი ღვაწლი და შრომა როგორ დაფასდა კეთილი ადამიანების მხრიდან! ამით მინდა გითხრათ რომ მლოცველ ადამიანებს წმინდანებს, ბერებს, მონაზვნებს ჩვენი სიყვარული სჭირდება და მაშინ ყველა ძლიერი ვართ! ასე ვიტყოდი სიყვარული სიყვარულის წილ და ცხოვრება მშვენიერია, დედამიწაზეც სამოთხეა თუ სიყვარული არის! მამაოს ახლა სიცოცხლე ეტყობა სახეზე და ისევ მკურნალობით კარგ შედეგებს მიაღწევს მისი ჯანმრთელობა, ეტლში შეგხვდებათ, მოგეფერებათ, იტირებს, გეჩხუბებათ კიდეც, როგორც ყოველთვის! ჯანმრთელობას ვუსურვებ მამაოს და ყველა თქვენი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მამაოსთვის, ისე თქვენთვის. უფალმა გაგაძლიეროთ!“, - წერს ირმა ნატროშვილი სოციალურ ქსელში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰეზბოლა“ ზავის საბოტაჟს ცდილობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განაცხადებით, ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ზავის საბოტაჟს ცდილობს.ნეთანიაჰუს განცხადებით, მან და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს ირანთან და ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.„დაგპირდით, რომ ახლო აღმოსავლეთის სახეს შევცვლიდით და ზუსტად ამას ვაკეთებთ. შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. ის ირანზე ძალიან ძლიერ ზეწოლას ახდენს როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ სრული თანამშრომლობით ვმოქმედებთ. იგივე ეხება ლიბანსაც. დავიწყეთ ისრაელსა და ლიბანს შორის ისტორიული მშვიდობის მიღწევის პროცესი და ჩვენთვის ნათელია, რომ „ჰეზბოლა“ ცდილობს ამის საბოტაჟს. ვინარჩუნებთ მოქმედების სრულ თავისუფლებას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, მათ შორის ახალი საფრთხეების. გუშინაც და დღესაც დარტყმა განვახორციელეთ. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, აღვადგინოთ უსაფრთხოება ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების შესახებ 23 აპრილს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ლიბანსა და ისრაელს შორის ელჩების დონეზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.

ირანის დელეგაცია ისლამაბადში ჩავიდა, აბას არაღჩი პაკისტანის მაღალჩინოსნებმა მიიღეს

ირანის დელეგაცია პაკისტანში ჩავიდა.პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ისლამაბადში იმყოფება.როგორც სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, ჩასვლისთანავე ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იშაქ დარმა, შუამავალმა, ფელდმარშალმა, ასიმ მუნირმა და სხვა მაღალჩინოსნებმა მიიღეს.ვიზიტის დროს აბას არაღჩი პაკისტანის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს, რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, ასევე რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მიმართული მიმდინარე ძალისხმევის განსახილველად.ორმა სამთავრობო წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ არაღჩი პაკისტანელ კოლეგასთან შეხვედრაზე წავიდა პირდაპირ სასტუმროში, სადაც აშშ-თან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა.

დონალდ ტრამპი – ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, ვნახოთ

ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მიზნად ისახავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„ირანი შეთავაზებას აკეთებს და ვნახოთ“, – აღნიშნა ტრამპმა „როიტერთან“ საუბარში.კითხვაზე, ვისთან აწარმოებს აშშ მოლაპარაკებებს, აშშ-ის პრეზიდენტმა კონკრეტული დეტალები არ დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ აშშ „ამჟამად ირანის ხელისუფლებაში მყოფ პირებთან მუშაობს“.

საპატრიარქო – 25 აპრილს 40 დღე სრულდება ილია მეორის გარდაცვალებიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სიონის ტაძარში წირვას აღავლენს

25 აპრილს 40 დღე სრულდება ილია მეორის გარდაცვალებიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.„ხვალ, 25 აპრილს 40 დღე სრულდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გარდაცვალებიდან.ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს წირვას, რომლის შემდეგაც მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები