შაბათი, აპრილი 19, 2025

თეა წულუკიანი როინ შავაძის მეუღლეს: თქვენი თავდადების შედეგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური დარღვევის ფაქტი და დამტკიცდა რისთვისაც ამდენი წელი იბრძოდით

მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ქალმა ქალს იმ დიდი ბრძოლისთვის, რაც თქვენ ყველანაირი ზეწოლის, თავდასხმის მიუხედავად აწარმოეთ იმისათვის, რომ თქვენი მეუღლის და ოჯახის ღირსება დაგეცვათ იმ დროს, როდესაც რეალურად, უფლებების დაცვა კი არა, უფლებების შელახვა იყო წესი, – განუცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს კომისიის სხდომაზე.

თეა წულუკიანის თქმით, სწორედ ციცინო შავაძის თავდადების შედეგია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა როინ შავაძის სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური დარღვევის ფაქტი, რითაც დადასტურდა, რომ საქართველოს ერთგული ჯარისკაცი სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა.

“თქვენ დაგიპირისპირდათ მთელი სახელმწიფო მანქანა მაშინ და მიუხედავად ამისა, თქვენ ღირსეულად ატარეთ ქართველი ქვრივის სახელი და მოიტანეთ ეს საქმე დღემდე.
სწორედ თქვენი თავდადების შედეგია, რომ 2020 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სტრასბურგში, დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის, ანუ სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური დარღვევის ფაქტი და ამით დამტკიცდა ის, რისთვისაც ამდენი წელი იბრძოდით, რომ თქვენ იყავით მართალი და რომ თქვენი მეუღლე, ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი, სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა. მადლობა ამ ბრძოლისთვის, სხვა მხრივ, როინ შავაძის სახელი და გვარი დავიწყებული იქნებოდა და ისე ჩააბარებდნენ წარსულს მაშინდელი ხელისუფალნი, რომ რასაკვირველია, არც კი შერცხვებოდათ.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში იგი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა. იგი ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

„კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შემზარავი ტრაგედიის დეტალები – „ავტომობილი, რომელშიც არასრულწოვნები ისხდნენ, ხიდიდან წყალში გადავარდა“

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

ფეხმძიმე ღვთისმშობლის ფრესკა ძალიან იშვიათია მართლმადიდებელ სამყაროში დირბის ღვთისმშობელი უშვილოთა შემწეა. მას ევედრებიან უშვილონი, ორსულნი, სხვადასხვა სულიერი და ფიზიკური სნეულებით შეჭირვებულნი და განსაცდელში მყოფი ადამიანები. არაერთი სასწაული მომხდარა ამ ხატის შემწეობითა და მფარველობით.დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკაზე ორსული ღვთისმშობელია გამოსახული. მსგავსი გამოსახულება ძალიან იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში.ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც ასევე მონასტერშია დაბრძანებული. დირბის ღვთისმშობელთან უწყვეტად მოედინება უშვილო წყვილთა ნაკადი, რომელთაგან მრავალი გარკვეული პერიოდის შემდეგ გაბრწყინებული თვალებითა და მადლიერებით ბრუნდება იმის გამო, რომ მათ დედაღვთისმშობელმა შვილი აჩუქა.ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი. ქარელის რაიონში სოფელი დირბში მდებარეობს.დირბის ღვთისმშობელმა არაერთი სასწაული მოახდინა, რასაც თავად მლოცველები ჰყვებიან.მიდგომილი ღვთისმშობლის (ორსული)ფრესკა XIV საუკუნეს მიეკუთვნება და ტაძრის უნიკალური მოხატულობიდან, თითქმის დაუზიანებლად შემოგვრჩაასობით შეჭირვებული ადამიანი, უშვილონი, სნეულნი, ასევე ორსულნი მიდიან დირბის დედაღვთისმშობელთან მისი დედობრივი შემწეობისა და სითბოს საძიებლად. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. მონასტერში, ასევე, მოედინება მართლმადიდებელი მრევლი სხვა ქვეყნებიდანაც. მრავალი შეტყობინება მოდის ინტერნეტითაც.სოციალურ ქსელებში მონასტრის გვერდზე ადამიანები წერენ  მოხსენიების თხოვნებს, საკუთარ ტკივილიან ამბებსა და მათ თავზე აღსრულებული სასწაულების შესახებ.მომლოცველთა ჩანაწერები დირბის დედათა მონასტერში ინახება:„გამარჯობა. ვარ 40 წლის, მეუღლე – 47-ის.  გავთხოვდი შარშან, მაისში. მის მერე არ ვრჩებოდი ორსულად. გავიგე დირბის ღვთისმშობლის შესახებ და ამ წლის 16 მაისს პირველად მოვილოცეთ. სულ ვატარებდით სარტყელს. მეორედ მოვილოცეთ 13 აგვისტოს – დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულზე. დღეს გავიგე, რომ ვარ ორსულად. მადლობა დედაღვთისმშობელს უდიდესი სასწაულისთვის. ვერ ვიჯერებ. მკურნალობაც არ დამჭირვებია, ისე დავრჩი ორსულად ამ ასაკში. მადლობა უფალს. მადლობა დედაღვთისას… მადლობა თქვენ.“„აგვისტოს 13-ში ვიყავით დირბის მონასტერში. შევიძინე, რაც საჭირო იყო. მეუღლე სამი წლის განმავლობაში მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ექიმთან სიარულს თავი დავანებეთ და ორივემ ღვთისმშობლის სარტყელი გავიკეთეთ. 3 თვეში ორსულად დავრჩი. ბარბარობას გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მინდა, ყველა უშვილო წყვილი გაახაროს დედაღვთისმშობელმა ისე, როგორც ჩვენ გაგვახარა“, – წერს ეკატერინე. წაიკითხეთ სრულად

„უფალს დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის… დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ – მეუფე...

„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკატედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ჩვენ ვდგავართ ჩვენი მაცხოვრის საფლავთან. იგი ცხოვრობდა ადამიანებთან ერთად, იყო, როგორც ყველა სხვა ადამიანი, მხოლოდ ცოდვა არ ჰქონდა. მას ყველა უყვარდა, ასწავლიდა მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს, ჭეშმარიტებას, სიწმინდეს. ყველას ეხმარებოდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.მას ჰყავდა მოწაფეები, რომლებსაც იგი უყვარდათ, მაგრამ ჰყავდა მტრებიც, რომლებსაც სძულდათ და დევნიდნენ, ცილს სწამებდნენ, ლანძღავდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას საერთოდ ვერ ამჩნევდნენ, თავიანთი ამაო საზრუნავების და საქმიანობის გამო. და აი, მისდამი გაბოროტება და მტრობა მატულობდა: მის უახლოეს მოციქულთა შორის აღმოჩნდა ერთი, რომელმაც ოცდაათ ვერცხლად გაყიდა იგი და გასცა გეთსიმანიის ბაღში, როდესაც ის ლოცულობდა რამდენიმე მოწაფესთან ერთად, ამ ღალატის ნიშნად კი აირჩია ამბორი. მაცხოვარი შეიპყრეს, სცემეს, ნერწყვეს, აბუჩად აიგდეს და ბოლოს აიძულეს, ჯვარი მიეტანა გოლგოთამდე, სადაც ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად და თან დასცინოდნენ.უფალმა სული განუტევა ჯვარზე. მისმა საიდუმლო მოწაფეებმა: იოსებმა, ნიკოდიმოსმა, წმინდა დედებმა იგი გარდამოხსნეს ჯვრიდან და დასაფლველად მოამზადეს.ეს მოხდა მაშინ, ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე. დღესაც ეხმარება იგი ადამიანებს და აღასრულებს სასწაულებს. მას დღესაც ჰყავს ერთგული და მოსიყვარულე მოწაფეები, დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ.ჩვენ მოვედით აქ, რომ გარდამოვხსნათ იგი ჯვრიდან და მოვამზადოთ დასაფლველად. მოვიტანეთ სანთლები, ყვავილები, ჩვენი ლოცვები და ფიქრები. რაზე ვფიქრობთ დღეს? მეც ხომ არ მიმიძღვის წვლილი, ბრალი მის ჯვარცმაში და ტანჯვაში? მეც ხომ არ შემიცოდავს მის წინააღმდეგ? სინდისი მკარნახობს, რომ შენც მიაყენე ტკივილი, არც შენ ხარ ბრალის გარეშე. მაშ, როგორ მივიდეთ გარდამოხსნასთან ისე, რომ ჩვენი მთხვევა არ დაემსგავსოს იუდას ამბორს და გვახსენდება მეძავი დედაკაცი სახარებიდან, რომელიც ბეთანიაში იესოს ფერხთით ტიროდა, თავისი თმებით უმშრალებდა ცრემლებს, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა, უფალმა კი ის არ გააგდო.ჩვენც, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ვემთხვიოთ წმინდა გარდამოხსნას ამ მეძავი დედაკაცის მსგავსად სინანულით, სიყვარულით და ავდგეთ იმ სურვილით და შემართებით, რომ დღეიდან გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე ვიყავით აქამდე, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

ჯეი დი ვენსი – რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის...

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის დასრულება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა იტალიაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.„მე მინდოდა, მომეყოლა იტალიის პრემიერ-მინისტრისთვის რუსეთისა და უკრაინის გარკვეული მოლაპარაკებებისა და ზოგიერთი საკითხის შესახებ, რაც ბოლო 24 საათში მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს ზოგიერთი საინტერესო საკითხი, რომლის მოყოლაც ღირს, ცხადია, პირად საუბარში“, – აღნიშნა ვენსმა.„მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, მე წინასწარ არ განვიხილავ შედეგებს, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ იმედია, ჩვენ შეგვიძლია ამ ომის, ამ ძალიან სასტიკი ომის დასრულება“, – განაცხადა ვენსმა.

უმძიმესი ტრაგედია ხონში – ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ბოლო სიახლეები