შაბათი, დეკემბერი 27, 2025

თეა წულუკიანი: როგორც კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება გამოვალ ინიციატივით, სახელმწიფო ღალატის შესახებ მუხლი კოდექსში დაბრუნდეს

საქართველოს სახელმწიფოს ღალატი, როგორც მუხლი, ტყუილად არ იყო ჩადებული კოდექსში მაშინ, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა, 2007 წელს სისხლის სამართლის კოდექსში 307-ე მუხლის გაუქმების თაობაზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ამ მუხლის ამოღება მას შემდეგ, რაც გარკვეული ტიპის შეთანხმება მოხდა საზღვართან დაკავშირებით 2007 წლის მარტში, და აპრილში ეს მუხლი ამოიღეს, იწვევს გაკვირვებას. როგორც კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება, მე გამოვალ ინიციატივით, რომ ეს მუხლი დაბრუნდეს ჩვენს მატერიალურ კოდექსში და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, არამედ ნებისმიერი საღად და ჯანსაღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საკანონმდებლო ცვლილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2007 წლის 27 აპრილს მიიღო. 307-ე მუხლი, რომელიც კოსტიტუციიდან ამოიღეს, გულისხმობდა სახელწიფო ღალატს. ახლა კი, ეს მუხლი არ არსებობს. დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაკავებულებს ბრალი 308-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო

ღვინის ეროვნული სააგენტოს 11 თვის მონაცემებით, მსოფლიოს 70 ქვეყანაში ექსპორტირებულია 245 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 82,3 მლნ-მდე ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თანხაში – 7%-თაა შემცირებული, ხოლო რაოდენობაში – 9%.როგორც სააგენტოში საქართველოს პირველ არხს განუმარტეს, მსოფლიოს 55 ქვეყანაში ექსპორტირებულია 37,7 მლნ ლიტრი 257,5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების სპირტიანი სასმელები.ჯამურად, 11 თვეში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტით, ქვეყანაში შემოსავლის სახით მიღებულია მნიშვნელოვანი თანხა – ნახევარ მილიარდამდე (502,5 მლნ) აშშ დოლარი.

გურამ მაჭარაშვილი: 4-მა ოქტომბერმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, არავის სურს დამხობა, რევოლუციები, რადიკალური პროცესები – გადატყდა ის იდეა, რომელსაც ჰქვია დამხობის პროცესი,...

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი 4 ოქტომბრის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას დაკავებას ეხმაურება. გურამ მაჭარაშვილის თქმით, პასუხი ყველამ უნდა აგოს.„4-მა ოქტომბერმა ერთი მხრივ აჩვენა ის, რომ საქართველოს საზოგადოებაში მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, არავის აღარ სურს არც დამხობა, რევოლუციები, რადიკალური პროცესები იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურმა წარმომადგენლებმა ნახეს, რომ მხარდაჭერა არ ჰქონდათ.მეორე მხრივ, გადატყდა ის იდეა, რომელსაც ჰქვია დამხობის პროცესი და ყველამ უნდა აგოს პასუხი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წუთების სიზუსტით გამოაცხადა ის მტკიცებულებები, სადაც 4 ოქტომბერს დამხობის პროცესს, როგორც ორგანიზატორი, ხელმძღვანელობდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში იქნება განცდა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ მიდიხარ შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და მით უმეტეს დამხობის პროცესში”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავა. მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

მიხეილ სააკაშვილი: ვაშლის თლისთვის ბაჩო ახალაიას დაჭერა 2013 წელს გაატარეთ და ახლა მაინც ამოიღეთ ხმა ზოგიერთმა ამ უსამართლობაზე

აღარ დადგა დრო, საზოგადოებამ აღიაროს, რომ ახალაია სრულიად შეთითხნილი ბრალდებებით იყო გასამართლებული და აღარ უნდა დასრულდეს ამ ოჯახის მრავალწლიანი ტანჯვა?, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.სააკაშვილი ბაჩო ახალაიას დაკავებას ეხმაურება.„ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი.ძალიან ცუდად იცნობენ ესენი ბაჩოს, რომ თავის პატარა ბინძური ჭკუით ფიქრობენ, მისი მეუღლის დაჭერის მუქარით, ბაჩოსგან რამე აღიარებას მოიპოვებენ.და საერთოდ, აღარ დადგა დრო, საზოგადოებამ აღიაროს, რომ ახალაია სრულიად შეთითხნილი ბრალდებებით იყო გასამართლებული და ბოლო-ბოლო აღარ უნდა დასრულდეს ამ ოჯახის მრავალწლიანი ტანჯვა?კარგი, ვაშლის თლისთვის მისი დაჭერა 2013 წელს გაატარეთ და ახლა მაინც ამოიღეთ ხმა ზოგიერთმა ამ უსამართლობაზე!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გუშინ, 25 დეკემბერს დააკავა. ბაჩო ახალაიას დაკავება 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება

ცოტნე ივანიშვილი – ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, ჯანსაღ დისკუსიაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც

ძალიან მიხარია, რომ ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.ცოტნე ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა.ცოტნე ივანიშვილის თქმით, განათლება, შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება ძალიან უნდა ფასდებოდეს.„პირველ რიგში, მინდა, ვარლამ ლიპარტელიანს მივულოცო. პირადად მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ზოგადად, ქართველები ძალიან ნიჭიერი ვართ და მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებში განათლება, შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება, მონდომება და მომავლის მშენებლობის სურვილი, მოტივაცია ძალიან უნდა ფასდებოდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, რადგან ჯანსაღ დისკუსიაში, განსხვავებული აზრის მოსმენაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოტივირებული ახალგაზრდები ჩაუდგნენ სათავეში ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალზე ზრუნვას. ჩემ გარშემო ძალიან ბევრ მეგობარს, ახალგაზრდას, თანატოლს ვხედავ, ვინც ძალიან მოტივირებულია, ბევრს შრომობს საკუთარი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, ყველა ამ ახალგაზრდას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო. ჩემი აზრით, ამ ყველაფერს გარკვეულწილად პასუხისმგებლობაც მოსდევს, რადგან ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ ჩვენს ქვეყანაზე, სხვანაირად ნათელ მომავალზეც ვერ ვიზრუნებთ“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა და საქართველოს მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს.

კახა კალაძე – ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მოიწონონ, მაღალი ფასების მხარეს დადგნენ, ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც კარგი კეთდება, ჩვეულებრივი მოღალატეები არიან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების ინიციატივაზე პროდუქტის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ სურთ, ქვეყანაში ნორმალური ვითარება იყოს.ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.„იმის ნაცვლად, რომ სწორად შეაფასონ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ პროდუქტებზე ძალიან მაღალი ფასებია და მოიწონონ ეს გადაწყეტილება, პირიქით, დადგნენ მაღალი ფასების მხარეს. ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც კარგი კეთდება. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. არანაირი ახსნა-განმარტება არ მომისმენია, რატომ უნდა უნდოდეთ მაღალი ფასები. შედარებას როცა ვაკეთებთ, საქართველოში არის გაცილებით მაღალი ფასი მთელ რიგ პროდუქტზე, ვიდრე ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში. ეს ასე არ უნდა იყოს. ეს ხომ მოსახლეობას აწუხებს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. გვინდა, ეს ყველაფერი იყოს დარეგულირებული და შესაბამისობაში მოდიოდეს.ქვეყანა, შენი მოსახლეობა თუ გიყვარს და პატივს სცემ, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდე ამ ყველაფერს, წარმოუდგენელია. ყველამ ვიცით, ეს ადამიანები საიდან იმართებიან, ვინ არის მათი პატრონი. ვიცით, რომ დავალებებს პირდაპირ გარედან იღებენ და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებენ. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რომ უნდა მოხდეს მოკვლევა და არ ყველაფრის დარეგულირება, ვხედავთ, როგორი აგრესიული განცხადებები მოდის მათი მხრიდან. მათი კრიტიკული განცხადებები მეტყველებს, რომ ეს ადამიანები ამ ქვეყანას არ ეკუთვნიან და საერთოდ არ აქვთ სურვილი, ქვეყანაში გვქონდეს ნორმალური მდგომარეობა, დარეგულირებუილი იყოს ის გამოწვევები და პრობლემები, რაც აქვს მოსახლეობას. ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ამას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები