ჩემთვის ყველაზე დიდ „ჟურნალისტს“, ნიკა გვარამიას პირდაპირ ეთერში წამოსცდა, მელაძემ რა კარგი ჩანაწერი გააკეთაო. ეს არის გაკეთებული ფაბრიკაცია უკანონო ჩანაწერების, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა იდგა ვანოზე. იმ ვანოზე, რომლისაც დღეს გრცხვენიათ, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნისას, ამ უკანონო ჩანაწერებს უსირცხვილოდ ამონტაჟებენ და ჩემთვის ყველაზე დიდ „ჟურნალისტს“ ნიკა გვარამიას პირდაპირ ეთერში წამოსცდა, მელაძემ რა კარგი ჩანაწერი გააკეთაო. ეს არის გაკეთებული ფაბრიკაცია უკანონო ჩანაწერების. ამიტომ, მე რომ ვიყო პროკურორი, გამოვიძიებდი ვინ გააკეთა ეს უკანონო ჩანაწერი, ვინ გაიტანა და სად გაიტანა, ასევე როგორ, ვინ დაამონტაჟა და რა მიზნით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.