ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

თეა წულუკიანი – ვიღაცებს უკვირთ, როცა ვამბობ, რომ სააკაშვილი ადამიანებს წირავდა საკუთარი პიარისთვის, ირაკლი გედენიძის მონაყოლი სააკაშვილის ამორალურობის კიდევ უფრო მძიმე განაჩენია

ვიღაცებს უკვირთ, როცა მე ვიტყვი, რომ სააკაშვილი ადამიანებს სწირავდა საკუთარი პიარისთვის, ირაკლი გედენიძის მიერ მოყოლილი მთის ეპიზოდი, სააკაშვილის ამორალურობის კიდევ უფრო მძიმე განაჩენია ჩემთვის, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ფოტორეპორტიორის, ირაკლი გედენიძის შესახებ კომისიის სხდომაზე განაცხადა.

თეა წულუკიანმა ირაკლი გედენიძეს აღნიშნული წინადადებით მას შემდეგ მიმართა, რაც ფოტორეპორტიორმა გაიხსენა მაშინდელ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პირველი შეხვედრა ციხიდან გამოშვების შემდეგ.

„შემდეგ ვიღაცებს უკვირთ, როცა მე ვიტყვი, რომ ადამიანებს სწირავდა სააკაშვილი საკუთარი პიარისთვის. ეს მთის ეპიზოდი, მისი ამორალურობის კიდევ უფრო მძიმე განაჩენია ჩემთვის, ვიდრე ის, რაც მან დაგმართათ ციხეში. ყველა ზღვარს სცილდება. მსხვერპლისადმი ეს ამორალური ქმედება“, – მიმართა წულუკიანმა გედენიძეს.

ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ კომისიის სხდომაზე, მათ შორის ისაუბრა, როგორ შეხვდა მიხეილ სააკაშვილი მთაში და მასთან ფოტოს გადაღება მოისურვა.

გედენიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილმა საუბრისას ჰკითხა, „ვინ გაუჩალიჩა დაკავების ამბავი, ვანომ თუ ახალაიამ“.

„ციხიდან გამოშვებიდან ორ კვირაში შევხვდი მას. საშინლად დასტრესილი ვიყავი, ქუჩაში ვერ გავდიოდი. მეუღლემ და მეგობრებმა მირჩიეს, მთაში წასვლა. წავედით ტურით ტობა ვარჩხილზე. 4-5 დღეს იყო საჭირო ასვლა-ჩამოსვლით. მეორე დღეს ამინდი გაუარესდა და ვიკითხეთ, რატომ არ მივდიოდით, გვითხრეს, რომ ვიღაცას ელოდებოდნენ. ყველამ იცოდა თურმე, რომ სააკაშვილი უნდა ამოსულიყო. მისი პრეზიდენტობის ბოლო თვეებია, არჩევნების წინა პერიოდია უკვე. ვიღაცამ ჩუმად მითხრა, სააკაშვილს ველოდებითო. როცა ამოვიდა, ვიფიქრე, რომ არ გაჰკვირვებია ჩემი იქ დანახვა. შემდეგ ჩვენ გზა გავაგრძელეთ და ცოტა მოშორებით დავბანაკდით. მეორე დღეს დამიძახა, რომ მივსულიყავი. დაცვას უთხრა, რომ ისინი არ სჭირდებოდნენ. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. ჯანმრთელობის მოკითხვის შემდეგ, თუ როგორ გადავიტანე ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად, მკითხა, ვინ გამიჩალიჩა ეგ ამბავიო. ვის უნდა გაეჩალიჩებინა-მეთქი, კითხვა შევუბრუნე, ახალაიას ან ვანოსო. მე ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი. შიდა ინტრიგებში ჩართული და გარკვეული არ ვიყავი. გამიკვირდა ამდენი ხნის შემდეგ ეს კითხვა მისგან. ბოლოს მითხრა, გასაგებიაო. წარმატებები ვუსურვე. ჩავთვალე, რომ ეს იყო პირადი საუბარი და ამაზე არ მისაუბრია. ბოლოს კულმინაცია იყო, რომ დამიძახა, რომ მათთან ერთად გადამეღო ფოტო. ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. კაცმა ჯაშუშობისთვის დამიჭირა, სასჯელს ვიხდი, პრობაციაში დავდივარ. ამ დროს მეუბნება, რომ ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეო. ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ვთხოვე დროშა ეთხოვებინა და ჯგუფის კუთხეში დავდექი. იქვე უნდოდა, ვყოფილიყავი. მერე გავაანალიზე რა უნდოდა, არჩევნების წინა პერიოდი იყო. ეს ფოტო გადაიღო ჩემმა მეუღლემ, რომ იმ ფოტოზე არ ყოფილიყო. შემდეგ ეს ფოტო ქავერად დააყენეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე“, – განაცხადა გედენიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ქართულმა ოცნებამ“ იმდენი კარგი რამ გააკეთა პირველ პერიოდში, რასაც უზარმაზარი პროგრესი მოყვა და სწორედ მაგას მოყვაა შემდეგ მიაღწია ვიზა ლიბერალიზაციას… – დავით ჭიჭინაძე

„ქართულმა ოცნებამ“ იმდენი კარგი რამ გააკეთა პირველ პერიოდში, რასაც უზარმაზარი პროგრესი მოყვა და სწორედ მაგას, მოყვაა შემდეგ  ვიზა ლიბერალიზაციას...  ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ თავმჯდომარემ, დავით ჭიჭინაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

მიირთვი და იყავი ლამაზი ფორმებით-რჩევები იზოლდასგან

https://www.facebook.com/photo?fbid=122093000234843834&set=a.122093000204843834 ადამიანს დავუბრუნე, სილამაზე და სხეულის ჰაეროვნული შეგრძნება მოგვმართეთ და დაგეხმარები, ჯანსაღი კვებით მიიღოთ სასურველი სხეულის ფორმები!ჯანსაღი კვება არის ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიღების წესი, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, სხეულის ენერგიის დონეების გაუმჯობესებას და დაავადებების პრევენციას. სწორი და დაბალანსებული კვება ადამიანს ეხმარება ფიზიკური და გონებრივი სიჯანსაღის მიღწევაში, რაც ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.ჯანსაღი კვების დასაცავად საჭიროა გარკვეული პრინციპების დაცვა, რაც ორგანიზმს საშუალებას მისცემს მიიღოს ყველა საჭირო ნივთიერება და სწორად ფუნქციონირებდეს.

შალვა პაპუაშვილი: თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ, მხოლოდ ერთი დროშა გვაერთიანებს, ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს

გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! საქართველოს თავდაცვის ძალებს გაკისრიათ განსაკუთრებული მისია, ფხიზლად იდგეთ წინა ხაზზე და დაიცვათ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი მტრისაგან, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას შეიძლება ემუქრებოდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.მისივე თქმით, ეს მისია კიდევ უფრო აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი, ევროპაში უკვე სამი წელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, ჩვენს გარშემო კი კონფლიქტები არათუ იკლებს, მრავლდება.„კომპლექსურ დროში კომპლექსური პასუხებია საჭირო. შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულება და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს. ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც. ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ჯართან ერთად სახელმწიფოს დაცვა ევალება საზოგადოებასაც, განსაკუთრებით კი დღევანდელი ჰიბრიდული ომების ეპოქაში. ჯარისა და ხალხის, ერისა და ბერის, მთელი საზოგადოების ერთსულოვნება არის უმთავრესი საწინდარი ქვეყნის სიმტკიცის, მთლიანობის, ბრძოლისუნარიანობისა და წინააღმდეგობის გზაზე. თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ; რომ ჩვენ მხოლოდ ერთი დროშა გვაერთიანებს, ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას. დღევანდელ რთულ ვითარებაში მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნეს და მოხერხებულობას საჭიროებს.„სახელმწიფოს ძალისხმევას თავიდან აირიდოს ომის საფრთხე და პროვოკაცია, ზურგს უმაგრებს ქართული ჯარის სიმტკიცე, ურყეობა, გაბედულება, ყველგან და ყოველთვის, თავგანწირვითა და გმირობით დაიცვას საკუთარი სამშობლო, მხარდამხარ იბრძოლოს და შეასრულოს ყველა დაკისრებული მისია. ჩვენ ვგრძნობთ ამ სულისკვეთებას, ამ ზურგს და ამ მზაობას. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი ძვირფასი და მოსაფრთხილებელია. განვლილი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა, საქართველო ომის ასპარეზად ქცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაისიგრძეგანოს, ზუსტად გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიმართა.„თავდაცვის ძალების დღეს ასევე პატივს მივაგებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს. მათ თავისი გმირობით შემოავლეს ზღუდე ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის ციხესიმაგრეს. მინდა, მივმართო მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს - თქვენი შვილები, თქვენი მამები, თქვენი მეუღლეები ჩვენი საერთო სიამაყეა. ქედს ვიხრით მათი სიმამაცის და თავგანწირვის წინაშე.კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, თავდაცვის ძალების ეროვნულ დღეს და გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის, სამშობლოს და სახელმწიფოს თავდაცვა იყოს მთელი საზოგადოების საერთო საზრუნავი. საქართველოს დაცვა ჩვენი საერთო საქმეა. ვამაყობთ თქვენით და მადლობას გიხდით ღირსეული სამსახურისთვის. ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ფაინენშალ თაიმსი“ – აშშ-სა და უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმების შესახებ ბოლო მომენტში უთანხმოება წარმოიშვა

აშშ-სა და უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმების შესახებ ბოლო მომენტში უთანხმოება წარმოიშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.როგორც გამოცემა წერს, როდესაც უკრაინის ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო აშშ-ში მიფრინავდა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ის „მზად უნდა იყოს ყველა შეთანხმების ხელმოსაწერად ან სახლში დასაბრუნებლად“.როგორც გამოცემას უკრაინის ორმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, ვაშინგტონს სურს როგორც ჩარჩოშეთანხმების, ასევე საინვესტიციო ფონდის, რომელიც წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებულ შემოსავლებს განკარგავს, შეთანხმების შესახებ ერთდროული ხელმოწერა.უკრაინულმა მხარემ კი გამოცემას განუმარტა, რომ აშშ-ის ინფორმაცია არაზუსტია და კიევს არ შეუძლია ორივე დოკუმენტის ხელმოწერა ოთხშაბათს, რადგან საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმება ხელმოწერამდე უნდა იყოს რატიფიცირებული უკრაინის უმაღლესი რადას მიერ.უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ კიევი მზადაა, ხელი მოაწეროს ყველა შეთანხმებას, რომელიც საჭიროა აშშ-თან ეკონომიკური პარტნიორობის დასამყარებლად, დაწყებული ჩარჩოშეთანხმებით.დენის შმიგალმა ასევე დაადასტურა მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაფორმდეს და რომ უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო ამასთან დაკავშირებით უკვე გაემგზავრა ვაშინგტონში.

უცხოური მედიის ცნობით, იერუსალიმის შემოგარენში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო ისრაელმა დახმარება რამდენიმე ქვეყანას სთხოვა

იერუსალიმის შემოგარენში, სადაც მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან, სულ მცირე, 13 ადამიანია დაშავებული, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.დაშავებულთა შორის ორი ორსული და ორი ჩვილია, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაშავებულთა უმეტესობას დამწვრობა აღენიშნება.იერუსალიმის სახანძრო და სამაშველო სამსახურის უფროსის განცხადებით, ეს შესაძლოა ისრაელის ისტორიაში უდიდესი ტყის ხანძარი იყოს და მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი.„ჩვენ ვიმყოფებით ძალიან დიდი ტყის ხანძრის ეპიცენტრში, შესაძლოა, ეს იყოს უდიდესი, რაც კი ოდესმე ყოფილა ამ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან დიდი გზა გვაქვს წინ, სანამ კონტროლს დავამყარებთ“, – განაცხადა შმულიკ ფრიდმანმა.შმულიკ ფრიდმანის თქმით, ხანძარი ადგილობრივი დროით დილის 09:30 საათზე დაიწყო.მასშტაბური ხანძარი ეშთაოლის ტყეში გაჩნდა, რის რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობაა ევაკუირებული. გადაკეტილია იერუსალიმისა და თელ ავივის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი, ასევე სხვა რამდენიმე გზა. იერუსალიმსა და თელ ავივს შორის შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლაც.ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარმა დახმარება სთხოვა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, შვედეთის, არგენტინის, ესპანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს.ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფისის განცხადებით, გიდეონ საარი ამჟამად უკავშირდება სხვა ქვეყნების ლიდერებსაც.

ბოლო სიახლეები