კვირა, მაისი 11, 2025

თეა წულუკიანი: ვიოლა ფონ კრამონს როგორც ჩანს, საკუთარ ამომრჩეველშიც არ აქვს წონა და ცდილობს ჩვენს ქვეყანაში რაღაც ფორმით თავი დაიმკვიდროს

ქალბატონი ფონ კრამონი არამხოლოდ აგრესიული გამონათქვამებით გამოირჩევა საქართველოსა და მისი ხალხისადმი, არამედ მისი გამონათქვამები არის აცდენილი ქართულ რეალობას და მე როგორც ამ ქვეყნის შვილი, ამ მთავრობის შემადგენლობის წევრი, ასევე არჩეული ხალხის მიერ პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვფიქრობ, რომ მისი სიტყვები ყოველთვის არის თვალშისაცემი სიმჩატის მატარებელი, – ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას.

„მას როგორც ჩანს საკუთარ ამომრჩეველშიც არ აქვს წონა და ცდილობს ჩვენს ქვეყანაში დაიმკვიდროს რაღაცა ფორმით პოლიტიკურად თავი. ეს არაფერი იქნებოდა, რომ არა მისი უკვე შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი ერის წინაშე, რომელიც დასაბამიდან არის ევროპული ღირებულებების მატარებელი. უფრო მეტიც, ქართველი ერის არის ერის, რომელიც ქრისტიანულ ევროპულ ღირებულებებს საკუთარი სისხლის ფასად იცავდა, იქ სადაც გადის ევროპის გალავანი, იქ სადაც ევროპას ყველაზე მეტად სჭირდებოდა დაცვა და ჩვენ ამ ისტორიულ მისიას ყოველთვის ღირსეულად ვასრულებდით. შესაბამისად, ჩვენ საქმე რომ გვქონდეს სერიოზულ პოლიტიკოსთან, როგორიც ჩემს თვალში არ გახლავთ ქალბატონი კრამონი, დაგვჭირდებოდა ახსნა იმასთან დაკავშირებით რომ თუ შარშან ბრიუსელი ორგანოები აბსოლუტურად უსამართლოდ მოექცნენ ჩვენს ერს და არ მიანიჭეს ის სტატუსი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს, ხალხსა და მთავრობას ეკუთვნის, ახლა [რატომ] იმსახურებს კრამონის თვალში ეს ერი სტატუსს. მაგრამ, ამ ახსნას მე პირადად არ ვითხოვ, იმიტომ რომ ახსნას ითხოვენ წონიანი და სერიოზული პოლიტიკოსებისგან“, – აცხადებს წულუკიანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

14 მაისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო სიახლეები