პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილება სოფ. ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხი, იმჟამინდელ შს მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას კითხვით მიმართა, როდესაც ის გახდა პრემიერ-მინისტრი და ყველაფერზე პასუხისმგებელი პირი, თუ ასეთი კარგი ნაბიჯი იყო საგუშაგოების ჩადგმა რატომ არ გააგრძელა აღნიშნული პროცესი.
„სასაცილო ამბავს ვისმენ, ესე იგი თურმე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელმაც აგვისტოს ბოლოს, ისე რომ ეგონა, რომ ეფექტური კონტროლი აღარ აქვს ქვეყანას მოცემულ ტერიტორიაზე გადადგა ნაბიჯი საგუშაგოს დასადგმელად, გეგმავდა კიდევ 6 საგუშაგოს ჩადგმას და ამ დროს გადაინაცვლა პრემიერ-მინისტრის სკამზე და მან ვინც გახდა ყველაფრის ხელმძღვანელი აქვს პრეტენზია ვინმე სხვასთან, როდესაც თქვენ გახდით ყველაფერზე პასუხისმგებელი რატომ არ გააგრძელეთ თუ ეს კარგი ნაბიჯი იყო საგუშაგოების ჩადგმა?“, – მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას.
რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ გააგრძელებდა უბრალოდ დროის საკითხი იყო ეს ყოველივე.
„რა თქმა უნდა გავაგრძელებდი დროის საკითხი იყო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.