შაბათი, იანვარი 17, 2026

თეა წულუკიანი: ასეთი სერგი კაპანაძეები დღეს უკვე შეფარვის გარეშე დაასხდნენ რუსულ ნარატივს და ქართულ ჯარს ადანაშაულებენ იმაში, რაც არასდროს ჩაუდენია

ასეთი სერგი კაპანაძეები დღეს უკვე უსირცხვილოდ და შეფარვის გარეშე დააჯდნენ რუსულ ნარატივს და ქართულ ჯარს ადანაშაულებენ იმაში, რაც არასდროს ჩაუდენია, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკას“ სერგი კაპანაძის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას უთხრა.

წულუკიანმა მისი იუსტიციის მინისტრობის 8-წლიანი პერიოდი გაიხსენა, თუ როგორ გაუჭირდათ მათ საჭირო მტკიცებულებების შეგროვება სტრასბურგში სასამართლო პროცესის მოსაგებად. მინისტრმა ასევე გაიხსენა 2008 წლის ომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებები ქართული ჯარის საწინააღმდეგოდ, კასეტური ბომბების გამოყნებასთან დაკავშირებით.

„რუსეთის ნარატივი ჩვენს წინააღმდეგ ყოველთვის იყო ის, თითქოს ჩვენმა ჯარმა კასეტური ბომბები და სხვა იარაღი გამოიყენა იმისთვის, რომ ცხინვალი დაებომბა. ჩვენ ეს ნარატივი, არსებული გეგმა რუსეთის ფედერაციას სტრასბურგის სასამართლოში მთლიანად ჩავუშალეთ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა სწორედ სერგი კაპანაძეების, ბათუ ქუთელიებისა და სხვების უპასუხისმგებლო განცხადებებსა და ტყუილს ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, ბატონის სერგი კაპანაძე, ბატონი ბოკერია და სხვები გამოდიოდნენ და არც კი რცხვენოდათ, ისე აცხადებდნენ, თითქოს, იუსტიციის სამინისტრო ჩვენი ხელმძღვანელობით ქართულ ჯარს სათანადოდ არ იცავდა. სინამდვილეში მტკიცებულებებიც კი არ შეაგროვეს იმისთვის, რომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ თავის დაცვა შეგვძლებოდა. ისკანდერიც კი გაიტანეს ქვეყნიდან 2008 წლის აგვისტოში, რომელიც ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდებოდა შემდეგ წლებში რუსეთის წინააღმდეგ. ასეთი სერგი კაპანაძეები დღეს უკვე უსირცხვილოდ და შეფარვის გარეშე დააჯდნენ რუსულ ნარატივს და ქართულ ჯარს ადანაშაულებენ იმაში, რაც არასდროს ჩაუდენია. იმას, რომ ჩვენ რუსების წინაშე მართლები ვართ, ამტკიცებს სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი. ის საბოლოოა და აღარ საჩივრდება.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის სერგი კაპანაძეა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელმაც იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, თეა ბურჯალიანთან ერთად ჰააგის ერთ-ერთ საერთაშორისო სასამართლოში, მათივე სიტყვებით, „ჩააფლავა დავა“ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სამარცხვინო სამართლებრივი საფუძვლით, როდესაც ჰააგის სასამართლომ მათ უსაყვედურა, სანამ რუსეთს უჩივლებდით, გასაჩივრების გზები უნდა ამოგეწურათო“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორ და როდის უნდა მიიღოთ სწორად ნათლისღების ნაკურთხი წყალი – ღვთის მსახურის რჩევები

ნათლისღების წყალი დიდი კურთხევის შემდეგ გროვდება, რომელიც მხოლოდ 18 და 19 იანვარს ხდება. ეს დღე უფლის იორდანეში ნათლობას უკავშირდება და ეს წყალი განსაკუთრებული წესით უნდა იქნეს გამოყენებული, - ამბობს ღვთის მსახური. ამ დღეებში ნაკურთი წყალი განსაკუთრებული რელიკვიაა. ის სპეციალურ ჭურჭელში (ბოთლში ან ქილაში) უნდა შეინახოთ, პატივისცემით მოეპყროთ და, როგორც წესი, უზმოზე დალიოთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი ნაკურთხი წყლისგან განსხვავებით, ნათლისღების წყალი მთელი დღის განმავლობაში არ შეიძლება დალიოთ.ღვთის მსახურის თქმით, ეს წყალი დიდი პატივისცემით უნდა შეინახოთ. მისი შენახვა ერთი წლის განმავლობაში შეიძლება და, როგორც წესი, არ ფუჭდება. მღვდელმა აღნიშნა, რომ ნათლისღების წყალი სულიერი ძალის გასაძლიერებლადაა განკუთვნილი.

-18 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება! – განახლებული ამინდის პროგნოზი

17  იანვარი - შაბათიდასავლეთ საქართველოში  - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ნალექი, ზოგან თოვლის სახით, შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, სანაპირო რაიონებში სამხრეთ-დასავლეთის 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -2, +3°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -9, -4°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -15, -10°, დღისით -5, 0°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან თოვლი, შესაძლებელია ნისლი, მაღალმთაში ქარბუქი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -7, -2°, დღისით 0, +5°; მთაში ღამით -14, -9°, დღისით -5, 0°; მაღალმთაში ღამით -14, -9°, ზოგან -18°-მდე, დღისით -8, -3°.18  იანვარი - კვირადასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში უმეტეს რაიონში  ნალექი,  უმეტესად თოვლის სახით,ღამით ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, სანაპირო რაიონებში ზოგან სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობშიღამით -2, +3°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -5, 0°.აღმოსავლეთ საქართველოში - ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -5, 0°, დღისით -2, +3°, მთაში ღამით -8, -3°,  დღისით -3, +2°; მაღალმთაში ღამით -13, -8°,  დღისით -7, -2°,19  იანვარი - ორშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ, დღისით სანაპირო რაიონებში ზოგან სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -2, +3°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -11, -6°, დღისით -5, 0°.აღმოსავლეთ საქართველოში - ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -5, 0°, დღისით -3, +2°, მთაში ღამით -7, -2°,ზოგან -12°-მდე, დღისით -5, 0°; მაღალმთაში ღამით -13, -8°, ზოგან -16°-მდე, დღისით -9, -4°,

მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციის გიოქსუნის რაიონში, 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი 7.01 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მიხეილ სააკაშვილი – გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, მსურს ჩავუტარო თათბირი გამოცდილების გაზიარების კუთხით და მოვამზადოთ აქედან გაქცევის ერთობლივი გეგმა

გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში უშიშროების საბჭოს სხდომაზე,-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.სააკაშვილი თავის პოსტში, 2021 წელს, მისი დაკავების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრისა და სუს-ის უფროსის მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ამახვილებს ყურადღებას.„მას შემდეგ რაც რუსებმა მიაწოდეს ამათ ინფორმაცია ჩემი ადგილსამყოფლის შესახებ და მე დამატყვევეს 2021 წლის 1 ოქტომბერს, ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და გომელაურის სამეულმა ჩაატარა საზეიმო ბრიფინგი.ხოდა ახლა გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში უშიშროების საბჭოს სხდომაზე.მსურს ჩავუტარო თათბირი გამოცდილების გაზიარების კუთხით და მოვამზადოთ აქედან გაქცევის ერთობლივი გეგმა“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

სამხრეთ აფრიკაში, მოზამბიკსა და ზიმბაბვეში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ აფრიკაში, მოზამბიკსა და ზიმბაბვეში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.ამასთან, მეტეოროლოგების პროგნოზით, აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში მომდევნო დღეებში სტიქიის გაძლიერებაა მოსალოდნელი.მსოფლიო სურსათის პროგრამის ცნობით, ცენტრალურ და სამხრეთ მოზამბიკში 200 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა, ათასობით სახლი დაზიანდა და ევაკუაცია ათიათასობით ადამიანს ესაჭიროება.ზიმბაბვეს ოფიციალური პირების განცხადებით, წყალდიდობის შედეგად მიმდინარე წელს ქვეყანაში, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა, 1 000-ზე მეტი სახლი კი განადგურდა.სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ორ ჩრდილოეთ პროვინციაში, ლიმპოპოსა და მპუმალანგაში, გასულ თვეში დაწყებული ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა.მედიის ცნობით, წყალდიდობამ ასევე მოიცვა კუნძულოვანი სახელმწიფო მადაგასკარი, მალავი და ზამბია. მადაგასკარის ხელისუფლების ცნობით, ნოემბრის ბოლოდან წყალდიდობის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო სიახლეები

მიწისძვრა მოხდა