თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში გაიმართა.
მარშს ლოზუნგით – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა.
„მედიის თავისუფლებას აქვს არსებითი მნიშვნელობა. სადაც არ არის თავისუფალი მედია, იქ არც თავისუფლებაა, არც დემოკრატია და არც თავისუფალი საზოგადოება. ინფორმაციის გარეშე არაფერი და არავინ ვართ, ამიტომ ეს უნდა შევიგნოთ და მგონი, რომ ეს შეგნებაც ჩანს დღეს. კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვა მედიის დასაცავად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აქციის მონაწილეები ანთებული ფანრებით რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ და პარლამენტის წინ აქციას შეუერთდნენ.