კვირა, მაისი 4, 2025

თბილისში „ერთობის მარში“ მიმდინარეობს

თბილისში, მოქალაქეები ისნის მეტროსადგურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ „ერთობის მარშს” მართავენ.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებს თან აქვთ ბანერები და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

ამასთან, ადგილზე მყოფებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, მათი ძირითადი მოთხოვნაა – აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება და “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლებიდან გადადგომა.

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ეს მარში დაორგანიზებულია “ერთობის” მიერ – სამოქალაქო აქტივისტების, მოძრაობების, ორგანიზაციების. ჩვენ პირველი ღონისძიება პროკურატურასთან წარმატებით ჩავატარეთ. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რომ პოლიციის ორგანოებთან მივიდეთ და ჩვენი სათქმელი, მიზნები ვუთხრათ. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, მათ შევახსენოთ, რომ ქვეყანას 50-მდე პოლიტპატიმარი ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქციელზე უნდა დაფიქრდეს და მათ [პოლიციელებმა] დანაშაულებრივი ბრძანებები არ უნდა შეასრულონ. მათი კანონით დადგენილი ფუნქციები აბსოლუტურად სხვაა და ის კრიმინოლოგიური სიტუაციის მოგვარებას, მართლწესრიგის უზრუნველყოფას უნდა ემსახურებოდეს და არა აქტივისტების, პროტესტის მონაწილეების დევნას…

ჩვენ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს შვილებს დანაშაული არ მიუძღვით და ეს საქმეები ჯიბის პოლიციამ, პროკურატურამ შეკერა და ახალგაზრდა, წარმატებულ ქართველებს ხანგრძლივი ციხისათვის იმეტებენ, რაც ჩვენთვის მიუღებელია”, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი პასუხს გასცემს „ჰუსიტებსა“ და ირანს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი პასუხს გასცემს „ჰუსიტებსა“ და ირანს. ეს განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას შემდეგ გააკეთა, რაც „ჰუსიტებმა“ თელ ავივის ბენ გურიონის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.„აშკარაა, რომ ჩვენ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მთელი მსოფლიო დგას „ჰუსიტების“ მხრიდან გამოწვევის წინაშე, მათ შორის იმ საზიზღარი თავდასხმის ჩათვლით, რომელიც დღეს ბენ გურიონის აეროპორტის მახლობლად განახორციელეს. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით. ჩვენ მათ წინააღმდეგ ძალიან მკაცრ ზომებს მივიღებთ. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს, რომ ისინი მოქმედებენ თავიანთი მფარველის, ირანის მითითებითა და მხარდაჭერით. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეფექტურად ვუპასუხებთ და ირანს გავაფრთხილებთ, რომ ეს ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ იერუსალიმში კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ხრისტოდულიდესთან შეხვედრისას.ცნობისთვის, Times of Israel-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თელ ავივის ბენ გურიონის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ჰუსიტების“ ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა. არიან დაშავებულებიც. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, რაკეტის განადგურება ვერ შეძლეს.

ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება, რომელიც 2 მაისით თარიღდება.ვრცლად ↓

დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს.„ქვის ცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტოგრაფი ულამაზესი ნიცა თავაძის კადრებს გვიზიარებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე ნიცა თავაძე ახალ კადრებში ულამაზესად გამოიყურება.ნიცას კადრებს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი zura.typicon-ი გვიზიარებს.  

4 მაისს წმიდა მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეა

ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული, ეს არის დღე ერთგულებისა და სიყვარულისა. ეს არის დღე დედათა სიმტკიცისა. ეს არის დღე ქალთა ბუნების სიმტკიცისა.შეგეწიოთ მარიამ მაგდალინელი, მარაიმ კლეოპასი, სალომე, იოანა, მართა, მარიამი, სუსანა და სხვათა დედათა მადლიმენელსაცხებლე დედები არიან შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორი ერთგულება უნდა გამოიჩინოს ქალმა, დედამ, ღვთის მიმართ. მაცხოვრის სიყვარულითა და ჭეშმარიტების მსახურებით ისინი არაფერს შეუშინდნენ. წამებისთვისაც კი მზად იყვნენ, ყველაფერზე მიდიოდნენ, ოღონდ არ დაშორებოდნენ მაცხოვარს და უფალმაც დააფასა მათი ერთგულება: იგი პირველად გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს – თავის დედას და მერე – მენელსაცხებლე დედებს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია კიდევ იმით, არის ხსენება წმიდისა თამარ მეფისა. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თამარ მეფე იყო მხოლოდ ისტორიული პიროვნება, დიდებული მეფე. თამარ მეფე დღესაც მეფობს და ეხმარება საქართველოს. შევთხოვთ უფალს, რომ მენელსაცხებლე დედათა ლოცვით, წმიდა თამარ მეფის, ნიკოდიმოსისა და იოსებ არიმათიელის ლოცვით ღმერთმა განამტკიცოს რწმენა, სიყვარული და იმედი, სასოება, რადგან სადაც რწმენა, სიყვარული და იმედია, იქ აუცილებლად იქნება სიხარულიც.შეგეწიოთ მათი ლოცვა-ვედრება, დაგიფაროთ და გაგაძლიეროთ მათმა მადლმა

ბოლო სიახლეები