ორშაბათი, ივნისი 9, 2025

თბილისში დაკავებულმა 18 წლის ბრიტანელმა ქალმა შესაძლოა გამოძიება ნარკოტრაფიკის საერთაშორისო ქსელზე გაიყვანოს – როგორ ცდილობს ტაილანდური ნარკომაფია ევროპის შავ ბაზარზე შეღწევას?

ტაილანდი, ქვეყანა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, უკვე დიდი ხანია, ნარკობიზნესის ეპიცენტრად იქცა. განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, რაც კანაფით ვაჭრობა ლეგალურ ბიზნესად გამოცხადდა. თუმცა ახლა ტაილანდის მთავრობა კვლავ კანონის გამკაცრებაზე ფიქრობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი თბილისში 18 წლის ბრიტანელი გოგოს დაკავება გახდა. ის ტაილანდიდან საქართველოში ნარკოტიკებით სავსე ჩემოდნით 11 მაისს შემოვიდა. ბარგში 12 კილოგრამამდე მარიხუანა და ორი კილოგრამი ჰაშიში აღმოაჩნდა.

თბილისის აეროპორტში ახალგაზრდა ქალის, ბელა მეი კალის დაკავებამ შესაძლოა ნარკოტრაფიკის საერთაშორისო ქსელიც გამოაშკაარავოს – როგორ ცდილობს ტაილანდური ნარკომაფია ევროპის შავ ბაზარზე შეღწევას? ამ კითხვას, სავარაუდოდ, ნათელს მოჰფენს რუსთავის ქალთა ციხეში, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდა, ბრიტანელი ქალის ჩვენება. ბრალდებულის ადვოკატი “კურიერი P.S.-ს” უდასტურებს, რომ 18 წლის გოგო აპირებს გამოძიებასთან ითანამშრომლოს და კონკრეტული გვარებიც დაასახელოს.

“კურიერი P.S.-ის” ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით “ბელა მეი კალის” თვითმფრინავის ბილეთი ნარკოკარტელის წარმომადგენლებმა აუღეს და აკრძალული ნივთიერებით სავსე ჩემოდნით ბანგკოკის აეროპორტში მიიყვანეს. ის, რომ 18 წლის ბრიტანელი ქალის უკან შესაძლოა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფება იდგეს, ამას არც საქართველოს პროკურატურაში გამორიცხავენ.

თბილისში დაკავებული ბელა მეი კალი ერთადერთი ბრიტანელი ახალგაზრდა არ არის, რომელიც მესამე ქვეყანაში ტაილანდიდან ნარკოტრაფიკის ბრალდებით დააკავეს. იგივე ხელწერით, რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა ბრიტანელი ქალი შრი-ლანკას აეროპორტშიც დააპატიმრეს. 21 წლის შარლოტა მეი ლი ასევე ტაილანდიდან მოფრინავდა. მის ხელბარგში პირადი ნივთების ნაცვლად 1 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კანაფი აღმოაჩინეს.

ბოლო ორ თვეში, ბრიტანელი ახალგაზრდა ქალები დააკავეს ესპანეთში, გერმანიაში და ავსტრიაშიც. ყველა ამ ფაქტს, საერთო ხელწერა აქვს. ისინი ტაილანდიდან მოფრინავდნენ და ჩემოდნებში ზუსტად იდენტურ პაკეტებში დაფასოებული ნარკოტიკები ედოთ. ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთში დაკავებული მოქალაქეების უფლებებს იცავს, დარწმუნებულია, რომ ეს საქმეები, მათ შორის თბილისში ბელა მეი კალის დაკავება, ერთი დიდი სქემის ნაწილია.

ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს ყოფილ დირექტორს, ჯემალ ჯანაშიას სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. “კურიერი P.S.-თან” ამბობს, რომ გამოძიებამ მსგავსი ხელწერის მქონე საქმეებში საერთო კვალი უნდა ეძებოს. ჯანაშია დარწმუნებულია, რომ ტაილანდში ტურისტული მიზნით ჩასულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ადგილობრივი ნარკოკარტელი ევროპის მიმართულებით, ახალი სატრანზიტო გზების დასატესტად იყენებს.

საქართველოში დაკავებული 18 წლის ბრიტანელი გოგო ჩვენებას რამდენიმე დღეში მისცემს. შესაძლოა მან გამოძიება საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელზე გაიყვანოს, რის გამოც პროცესში, სავარაუდოდ, უცხოელი პარტნიორებიც ჩაერთვებიან. ბელა მეი კალი ამჟამად რუსთავში, ქალთა ციხეში იმყოფება და, როგორც თავად ამბობს, ორსულად არის. საქართველოში ჩამოსული მისი ოჯახის წევრები, ექსკლუზიურად, “კურიერი P.S.-ის” კამერამ მალევე დააფიქსირა, თუმცა მას შემდეგ მედიასთან აღარ გამოჩენილან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კმარა რაც იტანჯეთ-გოგა მანია 2025 წლის ზოდიაქოს ფავორიტ ნიშნებს ასახელებს

ეზოტერიკოსი გოგა მანია 2025 წლის ზოდიაქოს ფავორიტ ნიშნებს ასახელებს ↓ვრცლად ↓

6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

8 ივნისს, კოლუმბიაში, 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილით, 8:08 საათზე, დედაქალაქ ბოგოტადან დაახლოებით 116 კილომეტრის მანძილზე მოხდა.გერმანიის გეოლოგიურ მეცნიერებათა კვლევის ცენტრის (GFZ) ცნობით, მიწისძვრის სიღრმე 10 კილომეტრი იყო.

რატომ გვიჭირს წარსულთან განშორება-როგორ უშლის ჩანთაში შენახული ბეჭედი ხელს სიყვარულს

ყველა ქალს ჩანთაში აქვს ნივთები, რომლებსაც ატარებს არა იმიტომ, რომ სჭირდება, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ „უბრალოდ ასე მოხდა“. მათ შორის შეიძლება იყოს ბეჭედი - არა თითზე, არამედ კოსმეტიკურ ჩანთაში, საიდუმლო განყოფილებაში, ქვითრებსა და პატარა ნივთებს შორის. შეიძლება დაგავიწყდათ კიდეც მის შესახებ. ან იქნებ ყოველთვის უყურებ და ვერ ახერხებ მის გადაგდებას. ეს ბეჭედი უბრალოდ სამკაულზე მეტია. ეს არის სიმბოლო, რომელიც „მეტყველებს“. ბეჭედი დახურვის, დაპირებისა და დასრულების არქეტიპია. მაშინაც კი, თუ ეს ნიშნობის ბეჭედი არ არის, თუნდაც ეს უბრალოდ სუვენირი იყოს ძველი ურთიერთობიდან, სანამ მას შეინახავ, ის „გაჩერებს“ წარსულში, ურთიერთობაში, რომელიც უკვე დასრულდა, მაგრამ რომელსაც ჯერ არ უშვებ ხელიდან.რატომ არის ბეჭედი ძლიერი ენერგეტიკული ბლოკი მსოფლიოს კულტურებში ბეჭედი აღნიშნავს ფიცს, კავშირს და ვალდებულებას. მაშინაც კი, თუ თქვენი გონება დარწმუნებულია, რომ თავისუფალი ხართ, სხეული და ქვეცნობიერი ძველ ურთიერთობაში რჩება. სანამ ამ სიმბოლოს ხელში იჭერ, თითქოს მანკიერ წრეში ცხოვრობ - და არ აძლევ საკუთარ თავს მისგან გამოსვლის უფლებას.როგორ უშლის ეს ხელს ახალ ურთიერთობებს?პოტენციური პარტნიორები ქვეცნობიერად გრძნობენ, რომ თქვენ სრულიად თავისუფალი არ ხართ. შეიძლება იგრძნონ, რომ „ადგილი დაკავებულია“ და უკან დაიხიონ, მიზეზის გააზრების გარეშე. გაინტერესებს, რატომ არ აგრძელებ ურთიერთობას შესანიშნავი პაემნის შემდეგ - და მიზეზი შეიძლება შენს ჩანთაში არსებული „სდექ ნიშანი“ იყოს.რატომ ვინარჩუნებთ ძველს?რადგან გვეშინია ეტაპის დასასრულის. რადგან ეს მნიშვნელოვანი ამბავი იყო და ბეჭდის გადაგდება ღალატს ჰგავს. ან ვიმედოვნებთ, რომ ეს ოდესმე „ისევ გამოგვადგება“. მაგრამ წარსულის ბეჭედი მომავლის დეკორაცია არ შეიძლება იყოს.როგორ გავიგოთ, როდის არის დრო, რომ გაუშვათბეჭედი ექვს თვეზე მეტია არ გიტარებია.ეს სიმძიმის შეგრძნებას გიჩენს და არა ბედნიერების.ვერ ხსნი, რატომ არის ის შენთან.ეს დაუსრულებელ ურთიერთობებთან ასოცირდება.თუ ამ პუნქტებიდან სულ მცირე ორი თქვენ გეხებათ, მაშინ დროა დაემშვიდობოთ.რა უნდა გააკეთო შეხედეთ ბეჭედს, როგორც სიმბოლოს და არა უბრალოდ ნივთს. გულწრფელად ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ ინახავთ მას.თუ მზად ხართ, მოიშორეთ: აჩუქეთ, გადააგდეთ ან ჩაატარეთ სიმბოლური დამშვიდობების რიტუალი.თუ მზად არ ხართ, ამოიღეთ ბეჭედი მხედველობიდან, შექმენით დისტანცია.შეცვალეთ იგი ახალი ეტაპის სიმბოლოთი - პატარა ობიექტით, რომელიც ამბობს: „მე წინ მივდივარ“.ეს ნივთი ჩანთაში გაქვს და ამიტომაც ვერ დაქორწინდებიმთავარი ის არის, რომ ძველის ტარებისას ვერ დაიწყებ რაიმე ახალს. ეს არ არის მაგია, არამედ შინაგანი პროცესების ლოგიკა. არ არის აუცილებელი ახლავე მზად იყო, მაგრამ თუ იტყვი „ღია ვარ“, შენი ქმედებები ამას ასახავს.თითოეული რგოლი წრეა. თქვენ გაქვთ უფლება დაარღვიოთ ის არა ქორწინების გულისთვის, არამედ თავისუფლებისა და ცხოვრების ახალი ეტაპის გამო.

„Messenger-ს“ ახალი ფუნქცია დაემატა

„Messenger-ს“ ახალი ფუნქცია დაემატა. რა არის "Meta AI"?  ამის შესახებ უჩა პირმისაშვილი საუბრობს.ვრცლად ↓

რამდენი გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალის დამარცხებით

MMA-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ზე ამერიკელი მებრძოლი, შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მეორედ შეინარჩუნა.Marca.com-ის ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილმა ტიტულის დაცვით მინიმუმ 800 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა, რაც მისი კარიერის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.როგორც გამოცემა წერს, ამის საპირისპიროდ, ო’მალის შემოსავალი, სავარაუდოდ, 2.5 მლნ დოლარს მიაღწევს, რაც ნაკლებია წინა ბრძოლაში (სექტემბერში) მიღებულ 3.2 მილიონ დოლართან შედარებით, რა დროსაც მან ქამარი დაკარგა.

ბოლო სიახლეები