თბილისში, ყაზტრანსგაზ-თბილისის მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი მცირედით, 0,012 თეთრით შემცირდა. ტარიფი პირველი იანვრიდან შევა ძალაში. ამ საკითხზე გადაწყეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო.
მოქმედი ტარიფი 39,113 თეთრია, ახალი წლიდან კი ის 39,101 თეთრი გახდება.
იმის მიუხედავად, რომ სემეკის პროექტის მიხედვით, თბილისში გაზის ტარიფი მცირდებოდა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად ტარიფების გაზრდა მარეგულირებელი კომისიის შენობასთან გააპროტესტა