სამშაბათი, მაისი 6, 2025

თბილისში, ავტობუსის გაჩერებასთან კაცი მოკლეს

თბილისში, სადგურის მოედანზე, ავტობუსის გაჩერებასთან კაცი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა შელაპარაკებას მოყვა, სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

🎥„არამგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის სინდისს და ხმას წარმოადგენდეს…“ – ლევან გიგინეიშვილი

„არამგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის სინდისს და ხმას წარმოადგენდეს...“ -  ამის შესახებ  ფილოსოფოსმა, ლევან გიგინეიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ჯო უილსონი – ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ კორუმპირებული ბიზნესმენის უკანონო რეჟიმმა ქვეყანა მიიყვანოს ნგრევამდე და გახადოს დამოკიდებული ჩამონგრეულ საბჭოთა კავშირზე

„მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მათი უკანონო ქმედებებისთვის, ის ასევე ითვალისწინებს უფრო ძლიერ ორმხრივ კავშირებს მას შემდეგ, რაც საქართველო მისი კონსტიტუციისადმი ერთგულებას დაუბრუნდება, მოვუწოდებ ამ კანონმდებლობის მხარდაჭერისკენ საქართველოსა და აშშ-ის ხალხის ურთიერთსასარგებლოდ, – ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ განხილვისას განაცხადა.„155 დღეზე მეტია, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავიანთი ქვეყნის მომავლისა და მათი ერის სულისკვეთების დასაცავად. ისინი გამოდიან ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით და ატარებენ ჩვენი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბანერებს, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად. მათი ნება ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიზნესმენის უკანონო რეჟიმმა, ივანიშვილმა, მიიყვანოს მათი ქვეყანა ნგრევამდე და გახადოს დამოკიდებული ჩამონგრეულ საბჭოთა კავშირზე. საქართველო შავი ზღვის სახელმწიფოა, რომელიც ყოველთვის აფასებდა რთულად მოპოვებულ თავისუფლებას. სამწუხაროდ, ხალხის ნებას ახშობს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმი, ამერიკის მოძულე მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც ცდილობს, ქვეყანა მიჰყიდოს ჩვენს მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას პრაქტიკულად უთმობს შავი ზღვის პორტს, რომელიც ქართველი ხალხისთვის უნდა იყოს; ასევე ემორჩილება თეირანის რეჟიმს, რომელმაც, როგორც ვიცით, გუშინ განახორციელა თავდასხმა ისრაელზე, და სამხედრო დამნაშავე პუტინს, რომელიც ცდილობს, დაიმორჩილოს ქართველი ხალხი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და პროამერიკული ხალხია მსოფლიოში“, – განაცხადა ჯო უილსონმა.უილსონის თქმით, მისი სამი ვაჟი ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მსახურობდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ავღანეთსა და ერაყში.„მე შესაძლებლობა მქონდა, მენახა, რამდენად მამაცები და კომპტენეტურები არიან ქართველი ჯარისკაცები. ქართველი ჯარისკაცები იბრძოდნენ ამერიკელი ჯარისკაცების გვერდით ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომში. 2020 წელს მოხარული ვიყავი, რომ ვუძღვებოდი სენატის რესპუბლიკელთა კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშს მაშინდელი თავმჯდომარის, ამჟამად სპიკერ მაიკ ჯონსონის ხელმძღვანელობით, რომელშიც მოვუწოდებდით ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. რესპუბლიკელებმა მაშინვე დაინახეს ამ ბანდიტისა და მისი თანამზრახველების მიერ შექმნილი საფრთხე. „ქართულმა ოცნებამ“ სწრაფად დაიწყო ამერიკასთან ასოცირების კრიმინალიზაცია. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მათ უარი თქვეს ამერიკული კომპანიების შემოთავაზებებზე მათი სტრატეგიული პორტის მშენებლობისთვის და პორტი გადასცეს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. ყველა მნიშვნელოვანი სამშენებლო კონტრაქტი, რომელიც 100 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, გადაეცა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ან მასთან დაკავშირებულ კომპანიებს ან ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს. ეს ბლოკავს ამერიკას შუა დერეფნიდან და ჭრის სახმელეთო წვდომას ცენტრალური აზიის კრიტიკულ მინერალებზე, რომლებსაც დამატებით სურთ, იყვნენ ამერიკისა და დასავლური ცივილიზაციის მეგობრები. რეჟიმი ყოველდღიურად ავრცელებს ანტიამერიკულ პროპაგანდას, ადანაშაულებს აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს და ძალიან დაფასებულ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ რიშს კორუფციაში და „დიფ სტეიტის“ მარიონეტად ყოფნაში“, – განაცხადა ჯო იულსონმა.მისი თქმით, გასულ კვირას საქართველოს მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი „დიფ სტეიტის“ მარიონეტი იყო.„ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა თქვა: „ქართული ოცნების მთავრობის მიერ გადადგმული ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო“. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა მიუნხენში: „შეუძლებელია, დემოკრატიული მანდატის მოპოვება თქვენი ოპონენტების ცენზურით ან დაპატიმრებით. ასევე შეუძლებელია ამის მიღწევა თქვენი ძირითადი ამომრჩევლის იგნორირებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ვის აქვს უფლება, იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი?“. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მათი უკანონო ქმედებებისთვის. ის ასევე ითვალისწინებს უფრო ძლიერ ორმხრივ კავშირებს მას შემდეგ, რაც საქართველო მისი კონსტიტუციისადმი ერთგულებას დაუბრუნდება. მე მოვუწოდებ ამ კანონმდებლობის მხარდაჭერისკენ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის ურთიერთსასარგებლოდ“, – აღნიშნა ჯო უილსონმა.

დაუდარაჯდნენ სოფლის მაცხოვრებლები და ნახეს, რომ შუაღამისას კარი თავისით ვარდებოდა, ამიტომაც უწოდეს “კარუგდებელი”

ლეგენდა წმინდა გიორგის კარუგდებელზე 6 მა­ისს ყო­ველ გა­ზა­ფხულ­ს ამ დღე­სას­წა­ულს გა­მორ­ჩე­უ­ლად იმე­რეთ­ში, სო­ფელ გოგ­ნ­ში, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ლო­ცავ "კა­რუგ­დე­ბელ­ში" აღ­ნიშ­ნა­ვენ.ყო­ველ გი­ორ­გო­ბას ტა­ძარ­ში მრევ­ლი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან ჩა­დის.თერ­ჯო­ლა-ტყი­ბუ­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ცენ­ტ­რა­ლუ­რი გზი­დან სა­ლო­ცა­ვამ­დე 4 კი­ლო­მეტ­რამ­დეა. ეს ადგილი არა მხოლოდ სილამაზითაა გამორჩეული, სალოცავი დიდი მადლის მატარებელიც ყოფილა. ტაძარში მისული მომლოცველი უდაოდ იგრძნობს ნუგეშს.ლეგენდის მიხედვით, სოფელ გოგნში ყველა მამაკაცი დაღუპულა და მიზეზი ვერავის გაუგია. სოფლის ერთ მკვიდრს სიზმრად უნახავს, თქვენი უბედურების მიზეზი მდინარეში ეძებეთო. მართლაც, მდინარიდან წმინდა გიორგის ხატი ამოუბრძანებიათ და ურემზე დაუბრძანებიათ. ხარები ყველაზე მაღალ ადგილზე ასულან და იქ გაჩერებულან. სწორედ იმ ადგილზე საყდარი აუგიათ. იმასაც ამბობენ, რომ სალოცავს კარი რამდენჯერმე დაჰკიდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩამოვარდა. სწორედ ამიტომ მას "კარუგდებელი" უწოდეს.არსებობს მეორე ლეგენდაც: სოფელში ერთი დავრდომილი მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც წმიდა გიორგი გამოეცხადა. წმინდანმა მას უთხრა, რომ მოფრინდებოდა ჩიტი, რომელიც ერთ-ერთი ქვისაკენ გაუძღვებოდა. დავრდომილი მართლაც წამოდგა და გაჰყვა ჩიტს, რომელმაც ეს ქვა აპოვნინა. მოხუცმა ქვა იმ ადგილზე მიიტანა, სადაც ჩიტი დაიღუპა. სწორედ ამ ადგილზე ააშენეს სალოცავი, თუმცა მოგვიანებით დაანგრიეს და ქვები კლდიდან გადაყარეს. სანამ დაანგრევდნენ, სალოცავს კარი ჰქონდა, რომელიც მუდამ ჩამოგდებული ხვდებოდათ. დაუდარაჯდნენ სოფლის მაცხოვრებლები და ნახეს, რომ შუაღამისას კარი თავისით ვარდებოდა, ამიტომაც უწოდეს "კარუგდებელი". მოგვიანებით სოფლის ხუთმა მკვიდრმა ქვები კლდიდან ამოიტანა და ახალი, ოდნავ უფრო დიდი სალოცავი ააშენა. როცა წმინდა ადგილს მონადირე უახლოვდებოდა, იარაღს რამდენიმე მეტრით ქვემოთ ტოვებდა და ახლომახლო ტერიტორიაზე ნადირს არასოდეს კლავდა.მოხდა ასეთი შემთხვევაც: კაცი ყავარჯნებით ამოვიდა, ილოცა და უკან ხელჯოხით გაბრუნდა. ტაძარს ბევრი მორწმუნე ცხვარსა და მამალს სწირავს, რომლებიც სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ისე დადიან, ნადირიც კი არ ჭამს, მაშინ როდესაც სოფლის მაცხოვრებლებს პირუტყვი ღამე გარეთ რომ დარჩეთ, დილით ნადირისგან დაგლეჯილი დახვდებათ. სალოცავის გვერდით დიდი ჯვარია აღმართული. იმ ჯვრის ძირში რამდენიმე ქვაა. სოფელში ერთი დავრდომილი ბიჭი ცხოვრობდა, გვარად რობაქიძე იყო, წლების განმავლობაში ვერ დადიოდა. მას წმინდა გიორგი გამოეცხადა და უთხრა, ამ ადგილზე ტაძარი უნდა აიგოსო. პირველი ლოდი თავად ამ დავრდომილმა ბიჭმა ამოიტანა და წმინდა გიორგის ძალით, სიარული შეძლო.თამარ მეფის 1188 წლით დათარიღებულ სიგელში მოხსენიებულია გოგნის ციხის-თავი. 1778 წელს მეფე სოლომონ I-ის მეუღლემ, მარიამ დედოფალმა გოგნში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია ააგო და დააფუძნა მონასტერი. სოფლის ჩრდილოეთით, 3 კილომეტრში შემორჩენილია ბერციხის ნანგრევები. ამჟამად კი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია აშენებული, რომელიც ქართული ჩუქურთმებით უნიკალურია საქართველოში.წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი VII საუკუნეში აუშენებიათ. იყო პერიოდი, როცა გელათის მონასტერს ექვემდებარებოდა. აქ არის ძველი მონასტერი, რომელ-საც ნასაყდრალს ეძახიან და განდეგილი ბერების საცხოვრებელი ადგილი იყო. ამ-ბობენ, რომ ამ სალოცავში წმინდა გიორგის თავის ქალა იყო დაბრძანებული. დავით ულუსა და დავით ნარინის მეფობის პერიოდში შემოემატა წმინდანის მენჯის ძვალი. აქ წირვა წლების განმავლობაში აღევლინებოდა. მორწმუნეებმა წინაპრებიდან გადმოცემით იცოდნენ ტაძრის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ. აქ უშვილო წყვილებს, დავრდომილებს, დასაოჯახებელ ახალგაზრდებს ხშირად შეხვდებით. სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი ძველი ურთხმელია, გარკვეულწილად ესეც ამ სალოცავის სიძველეზე მიანიშნებს. იშვიათია, ურთხმელის ტყე ასეთი სახით სადმე იყოს შემორჩენილი, რადგან ურთხმელის მასალა ძვირად ღირებულია. ამ ტერიტორიას ვერ ეხებოდნენ.სოფლის მცხოვრებლებმა მოინდომეს, ტაძრისთვის კარი დაეკიდათ, წვიმის დროს ტაძარში პირუტყვი თავშესაფარებლად რომ არ შესულიყო. კარი შეაბეს, მიუხედავად იმისა, იცოდნენ მას "კარუგდებელს" უწოდებდნენ. ერთხელ დაკიდეს, ჩამოვარდა, შემდეგ იგივე განმეორდა. დაუდარაჯდნენ, იქნებ კარს ვინმე აგდებსო, დაღლილებს წამიერად წასთვლიმათ. უეცრად, ხმა გაიგონეს, დაინახეს საყდარს კარი ჩამოვარდნოდა, გარშემო ყველგან დაიარეს და უცხო ვერავინ შენიშნეს. მოგეხსენებათ, საღამოს ლოცვის შემდეგ, ეკლესიები იკეტება. ამ სალოცავში ადამიანს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა მოვიდეს, წმინდა გიორგის შესთხოვოს მოილოცოს და გული მოიოხოს. "კარუგდებელის" დანიშნულება ეს არის.

სამი ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა ტარდება.6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.გადმოცემის თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანების დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. სხვადასხვა სატანჯველს შორის, ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს, 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ. 23 ნოემბრის აღნიშვნას ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.ლოცვები, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ:ჰოი, ყოვლადნეტარო, წმიდაო დიდო მოწამეო გიორგი, მიითუალე საგალობელი ესე ქებისა და ღმრთისა მიმართ შუამდგომელობითა შენითა გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა, რაჲთა შენ თანა ვღაღადებდეთ: ალილუია, ალილუია, ალილუია.ტყუეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.ევედრე, წმიდაო მოწამეო ქრისტესო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რათა მოგუანიჭოს მადლი და წყალობა თვისი აღურაცხელი.

16 მაისს „დინამო არენაზე“ „ლეგენდების სერიის“ მორიგი შეხვედრა გაიმართება

16 მაისს, 19:00 საათზე, „დინამო არენაზე“ „ლეგენდების სერიის“ მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც ბარსელონას ყველა დროის ვარსკვლავები საქართველოს ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდებიან.უკვე ცნობილია, რომ კატალონიის გრანდის რიგებში ითამაშებენ რონალდინიო, მაქსველი, ედგარ დავიდსი, ლუდოვიკ ჟიული და სხვები.„ვფიქრობ, სასიამოვნო თამაში იქნება. ისიამოვნებს მაყურებელი, გულშემატკივარი - საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ, თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები გაიხსენონ“, - განაცხადა ლეგენდების მატჩის მონაწილემ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები