სამშაბათი, ივნისი 3, 2025

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„დიდი მწუხარებითა და გულისტკივილით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა საოპერო მომზადების კათედრის უსაყვარლესი კონცერტმაისტერი ქალბატონი ნანა რუხაძე.

2022 წელს 42 წლიანი მუშაობის შემდეგ მან დაასრულა კონსერვატორიაში მოღვაწეობა.

იგი იყო სამაგალითო ადამიანი, უმაღლესი კლასის პროფესიონალი, მის ხელში საოპერო სტუდიის სცენაზე უამრავი ვარსკვლავი დაფრთიანდა.
 
კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს, საქართველოს მუსიკალურ საზოგადოებას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძის თქმით, უმაღლეს საკლუბო ტურნირებში გამარჯვებულებს – ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ. ორდენს მათ მიხეილ...

კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე არიან წარდგენილი.აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.„ჩვენ გადავამოწმეთ შემდეგი საკითხი, ჩვენ გვყავს ასევე ორი სპორტსმენი, რომლებსაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ეს არის კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ეს არის ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი NBA. ორჯერ, როგორც კალათბურთელს და ერთხელ, როგორც მენეჯერს. გადავამოწმეთ და მათ არ აქვთ ანალოგიური ჯილდოები მიღებული. ვფიქრობ, დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ანალოგიურად, კახა კალაძე და ზაზა ფაჩულიაც წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. მადლობა საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთად მიღებული ამ გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ირაკლი კობახიძემ დღესვე  განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი.

ირაკლი კობახიძემ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგინა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი.ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.„მინდა, მივულოცო ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება. ეს არის უმაღლესი მწვერვალი ფეხბურთში. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი, ეს გამარჯვება, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა. მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ასე აღიქვა თითოეულმა გულშემატკივარმა მისი გამარჯვება და გარდა იმისა, რომ ვულოცავთ, მადლობაც უნდა გადვაუხადოთ მას იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა. დარწმუნებული ვარ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ უმაღლესი მწვერვალების, რომლებსაც ის კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს. მინდა, სამომავლოდაც დიდი წარმატებები ვუსურვო.ჩვენ გვაქვს ტრადიცია. როდესაც მაღალ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი სპორტსმენები, წარვადგენთ ხოლმე მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ზუსტად ის წარმატება, რაც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მას გასულ წელს აქვს მიღებული ნაკრებთან ერთად წარმატებისთვის ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მინდა, წარვადგინოთ ის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცაგერში ქორეოგრაფიული ანსამბლების რესპუბლიკური ფესტივალი „ხომლი 2025“ გაიმართა

ცაგერში ქორეოგრაფიული ანსამბლების მეორე რესპუბლიკური ფესტივალი ,,ხომლი 2025" გაიმართა.,,მწვანე თეატრში", ცაგერის ესთეტიკური ცენტრის ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 24 ანსამბლის 800-მდე მოცეკვავემ მოიყარა თავი, მათ შორის გახლდათ ქორეოგრაფიული ანსამბლი,,ლეჩხუმი".ღონისძიებას უძღვებოდა ანსამბლ ,,ლეჩხუმის" ქორეოგრაფი, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბესარიონ ჩანქსელიანი.რესპუბლიკურ ფესტივალს ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები- ქრისტინა კობახიძე, ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-გიორგი გუგავა.

თურქეთში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ძლიერი მიწისძვრა მოხდა თურქეთში  - თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 3 ივნისს 03:17 საათზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდას შეადგენდა.მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ხმელთაშუა ზღვაში, მუგლას პროვინციის სანაპიროსთან ახლოს, დაახლოებით 68 კილომეტრის სიღრმეზე.მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, მარმარისში 7 ადამიანი დაშავდა. პანიკის და მაღალი სართულებიდან გადმოხტომის შედეგად მიღებული ტრავმების გამო სამედიცინო დახმარება 69 ადამიანს დასჭირდა.მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა მეზობელ საბერძნეთის როდოსის კუნძულზე, რომელიც ეპიცენტრიდან დაახლოებით 29 კილომეტრში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულზე შენობები ირყეოდა, არ დადასტურებულა სერიოზული დაზიანებები ან მსხვერპლი.მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 5.8 მაგნიტუდა იყო, თურქეთი განლაგებულია აქტიურ სეისმურ ზონაში, სადაც მიწისძვრები ხშირია. ამიტომ, მსგავსი მოვლენის დროს პანიკა და მსხვერპლი ხშირად დაკავშირებულია მოსახლეობის რეაგირებასთან და უსაფრთხოების ზომების ნაკლებობასთან.

“ავტობუსი მოცურდა, აალდა წინა მხარე, მოხდა ჭყლეტა, გვეგონა ცეცხლი მოგვედებოდა…”- რა მოხდა წეროვანთან

წეროვანთან მეტროს ავტობუსი მოცურდა და ბორდიურს შეეჯახა - ინფორმაციას "მოგზაურთა კლუბში" მოქალაქე ავრცელებს და წერს:"წეროვანთან ვიგრძენით რომ ავტობუსმა გააკეთა რთული მანევრი,საშიში, შევხტით გაქანდა მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ, მთელი სიჩქარით წავიდა გზიდან მარცხნივ და დაეჯახა ბორდიულებს.აალდა წინა მხარე, ფორსაჟივით განათდა ყველაფერი, აქ უკვე კივის ყველა და ვდგებით, მოხდა ჭყლეტვა, დამეცა 5 ადამიანი თავზე.კარი არ იღება. ვკივით, არ იღება. ასე სადღაც 2 წუთი. ყველა ველოდებით რომ ეს ცეცხლი მოგვედება და ცოცხლად დავიწვებით ხალხი. დავიწყეთ შუშის ჩატეხვა, ვერ ჩატყდა.საბოლოოდ წინა კარი გაიღო და გადმოვედით.მთელ გზაზე დაიღვარა ბენზინი.ბორდიულები არის შეტეხილი.ჯანმრთელობით ყველა გავხდით ცუდად, დედაჩემი დარბოდა ფეხშიშველი და ეხმარებოდა ხალხს.მე დავიწყე ტირილი, ვტირით ყველა და ვზეიმობთ გადარჩენას.მე არვიცი რა მოხდა, მაგრამ ამ ამბავს ჩვენ ესე არ დავტოვებთ.აქვე: გამცილებელი ბიჭი ადიოდა და თითოეული ნივთი მისი სიცოცხლის ფასად ვამოჰქონდა იმიტომ რომ არაფერი იყო იმ წამს უსაფრთხო, უდიდესი მადლობა ამ ადამიანს ჩემი ოჯახისგან.ჩვენ დავიბადეთ მეორედ.ხვალვე ველოდებით ამ კომპანიის პასუხისმგებლობას.მეტროს ავტობუსი მოგვიცურდა 2 საათის წინ წეროვანთან.რა გადავიტანეთ, რას გადავრჩით მაგას არ მოვყვები, ვერ გამოვდივარ ისტერიკიდანსხვები როგორ ხართ? აქ ვკითხულობ გამიზნულად, ბევრი იქნებით",-წერს ნინა ჟვანია.

ბოლო სიახლეები