განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებული თედო აბრამოვი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე მოსამართლემ განმარტება გააკეთა.
მოსამართლის განმარტებით, სამართალდამცველები ვალდებულები იყვნენ, ჩხრეკის გადაღება უზრუნველეყოთ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო, ნეიტრალური მოწმის წარმოდგენა, რომ პირადი ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.
ამასთან, მოსამართლის თქმით, ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
როგორც თედო აბრამოვმა გათავისუფლების შემდეგ თქვა, „ქვეყანაში სასწრაფოდ არის ყველაფერი შესაცვლელი“.
„ძალიან ბევრი ადამიანი უდანაშაულოდ ჰყავთ გამოკეტილი. ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. მეგობრებო, ჩვენ დაგიხსნით თქვენ და გიშველით ყველას. თქვენთან ვარ და ვარ ბედნიერი“, – თქვა თედო აბრამოვმა.