ხუთშაბათი, სექტემბერი 24, 2026

თბილისის გენგეგმაზე შესაძლოა სითი ინსტიტუტმა აღარ იმუშაოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გადაწყდება, გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა “სითი ინსტიტუტთან” ერთად გაგრძელდება თუ არა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„მომართული ვართ იქითკენ, რომ დოკუმენტი შევიმუშავოთ. როგორ და ვისთან ერთად, ამ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მოგაწვდით”,- განაცხადა კახა კალაძემ დღეს პარლამენტში, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის “ქართული ოცნების” დეპუტატებთან დახურული შეხვედრის დაწყებამდე.

თბილისის მერის ინფორმაციით, ხვალ თავად “სითი ინსტიტუტი” გეგმავს თავისი ხედვები წარმოადგინოს.

“გენგეგმაზე მუშაობის პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს და უსასრულო ვერ იქნება. მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰქონდათ 18 თვე, რომ გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაემთავრებინათ, როდესაც ჩვენი გუნდი მოვიდა, 26 თვე იყო გასული. მათ შემდეგ წარმოადგინეს მეექვსე ეტაპის დოკუმენტაცია, რაც დაუხარვეზდათ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდა ამ დოკუმენტის მიღება, მაგრამ ეს უნდა იყოს გამართული დოკუმენტი, მივმართეთ დაესახელებინათ გონივრული ვადა, რა ვადაშიც შეეძლოთ ამ ყველაფრის გამოსწორება. მათ მოითხოვეს 45 დღე, რაზეც დავეთანხმეთ, თუმცა გამოსწორებული რეალურად არაფერი არ არის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის გენგეგმის შესახებ პარლამენტში მსჯელობენ. პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე აცნობს საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს, თუმცა შეხვედრას არც ოპოზიცია და არც გეგმის შემდეგი “სითი ინსტიტუტი საქართველო” არ ესწრება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

27 მარტს გენგეგმა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს სასტუმრო “ბილტმორში” გააცნეს. შეხვედრა ხმაურისა და სიტვყიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ვოლსკი: შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს

შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის ჩავარდნილ სცენარებსა და მარცხის მიზეზებზეც ილაპარაკა.“მიდიხარ სადღაც, საიდანაც ფული მოგივიდა, ინსტრუქცია მოგივიდა, დაგიწერეს სცენარი და ამბობ, რომ ვერ ვახორციელებ სცენარს. არჩევნების წინ მხოლოდ USAID-ის ხაზით 41 მლნ დახარჯეს, გამოქვეყნდა ეს. ვიღაცა პასუხს გთხოვს. „იმედია“ აქ, რომელსაც უსმენენ, იქ სხვანაირად არის, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს პროპაგანდა, რომელიც არც კი უშვებს სხვა აზრს, რომელიც შეიძლება საზოგადოებამ მოისმინოს, ახლა კიდევ „ლელომ“ დანიშნა ხელმძღვანელი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მოზარდს მარჯვენა ფილტვის მძიმე ნეკროზული პნევმონია დაუდგინდა, რის გამოც თურქეთის კლინიკაში გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს. მკურნალობის პირველი ეტაპისთვის 70 000 დოლარია საჭირო, რისი დაფარვის შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს.„მეგობრებო, ძალიან მიჭირს ამ პოსტის დაწერა, მაგრამ დღეს თქვენი დახმარება მჭირდება… ჩემი ძმისშვილი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მკურნალობას საჭიროებს თურქეთის კლინიკაში. მას დაუდასტურდა მარჯვენა ფილტვის მძიმე ნეკროზული პნევმონია, ინფექციამ დააზიანა ფილტვის ქსოვილი, ასევე ბრონხები, საგრძნობლად გაზრდილია ლიმფური ჯირკვლები და ბევრი არასასურველი ცვლილებებია ორგანიზმში, რაც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას და შემდგომ ლაბორატორიულ და მიკრობიოლოგიურ კვლევებს, მათ შორის ბიოფსიას და ბიოქიმიას.მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები ძალიან სოლიდურია, პირველი ეტაპისთვის 70000 დოლარი ჯდება, რასაც ჩვენი ოჯახი ვერ შესწვდება… როგორც ოჯახის წევრი, ყველაზე მეტად ის მაფრთხობს, რომ ფინანსური შესაძლებლობების გამო ბავშვს საჭირო მკურნალობა არ შეეზღუდოს. ამიტომ გადავწყვიტე, დახმარება თქვენთვის მეთხოვა.ნებისმიერი თანხა, თუნდაც მცირე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ფინანსურად დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, უბრალოდ გააზიაროთ ეს პოსტი - შესაძლოა, თქვენმა ერთმა გაზიარებამ ის ადამიანი მიიყვანოს ჩვენამდე, ვისაც დახმარება შეუძლია.ყველა შემოსული თანხა მოხმარდება მის მკურნალობასა და საჭირო სამედიცინო ხარჯებს. გთხოვთ, არ დაგვტოვოთ მარტო ამ რთულ გზაზე.თქვენი დახმარება ჩვენთვის მხოლოდ თანხა არ არის - ეს არის იმედი, რომ ბავშვს საჭირო მკურნალობისთვის ბრძოლაში გვერდით ადამიანები ეყოლება.დახმარების დეტალები:ანგარიშის ნომრები:  საქართველოს ბანკი #GE69BG0000000100954743 მიმღები: დედა ია ბურჭულაძეთიბისი ბანკი GE13TB7840545063300003მიმღები: დედა ია ბურჭულაძე.წინასწარ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს“.

სასტიკი მკვლელობა ყვარელში – მოკლულია 85 წლის ქალი, მკვლელმა კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს.შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა.ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა.სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა.ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.არაოფიციალურად ვრცელდება მოხუცის გაუპატიურების ვერსიაც, თუმცა არსებული ცნობით, წინასწარი დათვალიერებით, ეს ფაქტი არ დასტურდება.

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეები და ღირებულებები, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას

„ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეები და ღირებულებები, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ამომრჩეველი არ არის იუსტიციის ქაღალდი და ბეჭედი.„ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვითქვამს და მოგვიწოდებია ყველასთვის, მათ შორის გახარიას პარტიისთვისაც, რომ არ აქვს მნიშვნელობა რეჟიმს როგორ ანახებ შენს თავს. ხომ ჰქონდათ მოლოდინი 2025 წლის რუსულ სპეცოპერაციაში, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვინც შევიდნენ, ამით თავს გადაირჩენდნენ ოლიგარქიული სისტემისგან, პარლამენტში შესვლაც ხომ თავის გადარჩენის ერთ-ერთი ნაწილი იყო გახარიას მხრიდან. ერთადერთი, რაც გადაგარჩენს, არის თანმიმდევრულობა. ახლა არ ვიცი, რა არის მიზანი სარჩელში გახარიას პარტიის დამატების. როგორიც არ უნდა იყოს მათი მიზანი, ნათლად მიუთითებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ამ სარჩელით ივაჭროს, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ივაჭროს იმაზე, რომ პარტიების აკრძალვა-არააკრძალვის საკითხი დაიყვანოს ბიძინა ივანიშვილის სანქციების მოხსნა-არმოხსნაზე. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, რომ ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენი მრავალათასიანი ამომრჩევლისთვის არ არის იუსტიციის ქაღალდი და ბეჭედი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეები და ღირებულებები. მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა წითლიძემ.

კახა კახიშვილი ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობაზე – ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე – ამის შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა

მე ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე - მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალურად ინფორმაცია ამის შესახებ არ შემოსულა, - ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.კახიშვილის თქმით, მისი უფლებამოსილება იყო ყველა კორესპონდენციის შესწავლა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში შედიოდა.“კითხვა ეხებოდა იმას, იყო თუ არა შემოსული ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც მე გახლდით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ოფიციალურად ინფორმაცია ამის შესახებ არ შემოსულა, იმიტომ, რომ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც შემოდიოდა მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომაზე განსახილველად, ჩემი მეშვეობით ადიოდა პრემიერ-მინისტრთან. მე ვსწავლობდი, ვახსენებდი და შემდეგ ერთად ვადგენდით დღის წესრიგს.რაც შეეხება კონკრეტულად მინისტრის პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ცალკე კომუნიკაციაც აქვთ და შეიძლება დღეში ათჯერაც ჰქონდეთ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა არც იცის და ვერც ეცოდინება იმიტომ, რომ ასეთი ფორმატი არასდროს არ არის ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა იცის მხოლოდ ის, რაც ოფიციალურად, დოკუმენტურად შემოდის წერილის სახით ან განხილვის თხოვნით, ოღონდ წერილობით.მე ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე. ზიანი დადგა თუ არა, ამ საკითხზე მსჯელობს სასამართლო და ამიტომ მე არ მინდა დღეს შევიდე ამ საკითხის განხილვაში და ჩემი შეფასებებით დავამძიმო ან არ დავამძიმო გადაწყვეტილების მიმღები პირები. მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ იმ ფაქტებზე, რომელიც უკავშირდებოდა ჩემს უფლებამოსილებას, როგორც ადმინისტრაციის უფროსის. უფლებამოსილებაში შედიოდა ყველა იმ ოფიციალური კორესპონდენციის შესწავლა, რომელიც შემოდიოდა მთავრობის ადმინისტრაციაში განსახილველად. ოფიციალურად ასეთი საკითხები შემოსული არ იყო.უშუალოდ მინისტრსაც და პრემიერ-მინისტრებსაც ჰქონდათ უშუალო კომუნიკაცია. ბუნებრივია, შეიძლება რაღაც მოხდეს და დღეში 20-ჯერ ჰქონდეთ კონსულტაცია პრემიერს კონკრეტულ მინისტრთან, ვერც მეტყოდა, არც მეტყოდა. პრემიერი არის, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მინისტრის ხელმძღვანელი და შესაბამისად, ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის საკადრო, სტრუქტურული თუ სხვა საკითხები იქნება, რა თქმა უნდა, მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს აქვთ კონსულტაციები. ოფიციალური დოკუმენტის გარეშე კონსულტაციები, ბუნებრივია, მინისტრებს შორისაც ხდება, არა მხოლოდ პრემიერსა და მინისტრს შორის.ვერ გამოვრიცხავ, როგორ შეიძლება გამოვრიცხო ის, რაც არ ვიცი.მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, მინისტრისგან განსხვავებით, ამიტომ პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ვერ ერეოდა, თუ არ იქნებოდა, პირობითად, პრემიერ-მინისტრის თხოვნა, რომ ამ საკითხების განხილვას დავსწრებოდი. როდესაც მინისტრი ვიყავი, რა თქმა უნდა, ვიყავი პოლიტიკური თანამდებობის პირი და შესაბამისად, პოლიტიკური გადაწყვეტილების განხილვაში მონაწილეობას ვიღებდი, მაგრამ იმ პერიოდში ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი”, - განაცხადა კახი კახიშვილმა.ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბ რალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

ბოლო სიახლეები