ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი და ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს დედებზე, რომლებმაც შვილი გააშვილეს, წლების წინ გაშვილებული ბავშვების პოვნის შემდეგ კი მათზე უარეს ამბობენ.

ჟურნალისტის თქმით, ბოლო პერიოდში ორ ადამიანს აპოვნინა დედა, მათგან ერთ-ერთმა ქალმა შვილის გამოჩენა ნორმალურად მიიღო, მეორე დედის შემთხვევაში კი თამუნა მუსერიძე წარმოუდგენელ რეაქციაზე საუბრობს.

„ერთი შეკითხვა მაქვს დედებთან, რომლებმაც გაგვყიდეთ და ჩვენი გაყიდვით მიღებული ფულით ცხოვრება აიწყვეთ. გათხოვდით, დაოჯახდით, პატიოსანი ქალების სახელები გაქვთ და დღეს ჩვენ რომ გამოვჩნდით, გაქვთ პრეტენზიები, რომ როგორ ვბედავთ, რომ გამოვჩნდით… თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ ჩვენი დაბადებით რაღაც დანაშაული გვაქვს ჩადენილი და რატომ გინდათ, რომ დაბადების წუთიდან დღემდე თავი დამნაშავედვიგრძნოთ თქვენს წინაშე?“ – ამბობს თამუნა მუსერიძე გავრცელებულ ვიდეოში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის სულიერი ლიდერი – ბრძოლა იწყება

ღირსეული ჰაიდარის სახელით, ბრძოლა იწყება, – ამის შესახებ ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი სოციალურ ქსელში წერს.ირანის სულიერი ლიდერის პოსტს თან ერთვის სურათი, სადაც ნაჩვენებია კაცი ხმლით ხელში, რომელიც კარიბჭეში შედის.მანამდე, ირანმა თელ ავივისა და ჰაიფის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ხოლო ისრაელმა განაცხადა, რომ თეირანში მნიშვნელოვან სამიზნეებზე დარტყმას გეგმავდა და თეირანის იმ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, სადაც ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს განახორციელებდა, ევაკუაციისკენ მოუწოდა.

მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა თელ-ავივის, ჰაიფის, იერუსალიმისა და ზედა გალილეის მიმართულებით, იტყობინება ირანული სააგენტო IRNA.„ირანული რაკეტები გაუშვეს თელ-ავივზე, ჰაიფასა და გალილეაზე,“ — ნათქვამია განცხადებაში.მანადემ, ისრაელის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია ირანიდან რაკეტების გაშვების შესახებ და მოუწოდა მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლა, რასაც თან ახლდა შეტყობინებები მობილურ ტელეფონებზე.

NBC – დონალდ ტრამპი აშშ-ის მხრიდან ირანზე დარტყმას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე აშშ-ის დარტყმას განიხილავს.ადმინისტრაციის ამჟამინდელმა და ყოფილმა წარმომადგენლებმა ტელეარხ NBC News-ს განუცხადეს, რომ სიტუაციურ ოთახში ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის შესაძლო დარტყმას.როგორც მედია წერს, დონალდ ტრამპისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა თეთრი სახლის საგანგებო სიტუაციების ოთახში დასრულდა.შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.

„ნიუ იორკ თაიმსი“ – ირანმა მოამზადა სამხედრო აღჭურვილობა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზებზე შესაძლო დარტყმებისთვის, თუ აშშ ირანზე შეტევას განახორციელებს

ირანმა მოამზადა რაკეტები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზებზე შესაძლო დარტყმებისთვის, თუ შეერთებული შტატები ირანზე შეტევას განახორციელებს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები ახლო აღმოსავლეთში უფრო მეტ გამანადგურებელ თვითმფრინავს გზავნის.ამასთან, ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელთან ერთად ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმას განიხილავს.

დაჩი ცაგურია – მიუხედავად იმისა, როგორი სასტიკი იყო სააკაშვილი, ხალხი ქუჩაში რომ გამოდიოდა, აზრად არავის მოსვლია, პოლიციელებისთვის ასაფეთქებელი მასალები ესროლა, არავის შვილებთან მივვარდნილვართ

სააკაშვილი თავის ახალგაზრდებთან ერთად ხელისუფლებაში მოვიდა ვითომ რაღაც დემოკრატიის, თავისუფლების და ასეთი ლამაზ-ლამაზი იდეებით და ეგრევე დაიწყეს ადამიანების ჩარეცხვა, დახვრეტა და წამება, რაც ცხადია, მიუღებელი იყო საზოგადოებისთვის, მაგრამ მიუხედავად იმისა, როგორი სასტიკიც იყო სააკაშვილი და როგორი გამწარებულიც ჰყავდა მთელი ქვეყანა, ეს გამწარებული ხალხი ქუჩაში რომ გამოდიოდა, არავის თავში აზრად არ მოსვლია, პოლიციელებისთვის ასაფეთქებელი მასალები და „მოლოტოვის კოქტეილები“ სახეში ესროლა, ადამიანები ცოცხლად დაეწვა და არც შენობების დაწვა-დალეწვა მოსვლია ვინმეს აზრად, არც ცეცხლის გაჩენა, არც ხანძრის გაჩენა და არავის შვილებთან არასდროს არ მივვარდნილვართ, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„მე ძალიან ბევრჯერ მქონია შემთხვევა, რომ კაფეში, ან სადმე შევსულვარ და იქ მაშინდელი სააკაშვილის ელიტის წარმომადგენლები ყოფილან, რომლებიც სხვათაშორის, უშუალო მონაწილეები იყვნენ და პასუხისმგებლები, მაგრამ ეს აზრად არ მომსვლია“, – აღნიშნა ცაგურიამ.ყოფილმა პოლიტპატიმარმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მიმდინარე სისტემურ ძალადობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ დროს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს უსასტიკესად უსწორდებოდნენ.„15 ივნისი არის ამის ყველაზე ისეთი ტრაგიკული მაგალითი, ჩემი აზრით. სამწუხაროდ, ბევრი თარიღი იყო, მაგრამ 2009 წლის 15 ივნისი იყო ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღე, ყველაზე მოუშუშებელი და ეს დღე დღემდე ვერ მომინელებია. არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი მეგობრებიც უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგვყარეს მაშინ, სადაც საშინელი სისსტიკე გამოიჩინეს. თან, აქციის მიზანი იყო, არათუ რამე დაგვეზიანებინა, არამედ მივედით იმიტომ, რომ ჩავბარებულიყავით. მანამდე ჩემი და ჩემი მეგობრების სახლებთან დაიწყეს ჩასაფრებების მოწყობა, იქ საშინელი ცემა და დაკავება-დაპატიმრება. ვინც შეძლეს, ვიღაცები დააკავეს. მათი ხელწერა იყო ეს, რომ ვითომ გაკავებდნენ, ერთ ადამიანს დაესეოდა 50 კაცი და საშინლად სცემდა. ეს რომ ვიცოდით და თან, ვინც გადავრჩით, რომ ვერ დაგვაკავეს, მე, მიშა მესხი და კიდევ სხვა მეგობრები, ახალგაზრდებმა გადავწყვიტეთ, მივსულიყავით სამმართველოსთან და გვეთქვა, ვისი დაკავება გინდათ, აქ ვართ, ჩვენი ფეხით ჩაგბარდებით-თქო. უბრალოდ, სიას ვკითხულობდით. კადრები, რაც არის გადარჩენილი, ზუსტად ეგ ჩანს, რომ სიას ვკითხულობთ და ჩვენი ანკეტები გვქონდა მიტანილი. ასეთი არაძალადობრივი და მშვიდობიანი აქცია იყო და არავის არაფერი ცუდი განზრახვა არ ჰქონია გულში. ჩვენ არც კი ველოდით, რომ ასეთ მშვიდობიან აქციაზე ვინმეს ასეთი საშინელება შეიძლებოდა, ჩაედინა, მაგრამ უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი, ზოგი პოლიციელის ფორმაში, ზოგი ნახევრად ფორმით, კეპით და ზოგიც საერთოდ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კუნთმაგარი ხალხი ვნახეთ, რომ ბევრი იყო გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი რაოდენობა ვიყავით, თავისუფლად შეგვეძლო, ქუჩა ჩაგვეკეტა, შეგნებულად დავდექით ტროტუარზე და იმ გადარჩენილ კადრში, რომელიც ანა გოჩოშვილმა გადაარჩინა, „აი ტვ“-ს წარმომადგენელი რომ იყო მაშინ, იქაც ჩანს, რომ მანქანები თავისუფლად მოძრაობენ აქციის პერიოდში. უეცრად გამოცვივდნენ. ამათ უნდოდათ, ინსცენირება გაეკეთებინათ. ყველა სხვა გზა იყო ჩაკეტილი, სამმართველოს შენობის შესასვლელში გასაგორებელი დიდი ჭიშკარია და ის დატოვეს ღია, რომ ესენი რომ მოგვაწვებოდნენ, იქნებ შევვარდნილიყავით შიგნით, სადაც კამერებით იდგნენ, რომ გადაეღოთ, აი, როგორ შევიჭერით. რომ წამოვიდნენ, ესენი, იქ თავის ფეხით ვინ შევარდებოდა, ხომ? მივხვდით ჩვენ და პირიქით, იქით მხარეს წავედით, რომ იქნებ, მეორე მხარეს გადაგვერჩინა თავი და სადმე გავმძვრალიყავით, რადგან საშინელი აგრესიით წამოვიდნენ. იქ დაიწყო ენით აღუწერელი სისასტიკე“, – განაცხადა ცაგურიამ.გადაცემის წამყვანმა სტუმარს ერთ-ერთ ყველაზე რთულად გასახსენებელ ეპიზოდზე ჰკითხა, რაც მის დედას ეხება და, რაც მან კომისიაზე გაიხსენა, იყო ეს სისტემური დანაშაული ამ გადასახედიდან, თუ კონკრეტული თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი დანაშაული, რაზეც დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რომ იმ აქციას მთელი შს სამინისტროს ელიტა ესწრებოდა.„იქ იყვნენ ქალბატონი ზღულაძით, უტიაშვილით და სხვა დნარჩენებით დამთავრებული, ახალაიები და თუკი ვინმე ნაძირალა ჰყავდა სააკაშვილს ჩაბუდებული ამ ბოროტების მანქანაში, ყველა იქ იყო. ანუ, ეს არ იყო ვიღაც ერთი კონკრეტული ადამიანი. იქ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა ვიღაც ადამიანი. გამორიცხული იყო, სააკაშვილის გარეშე ვიღაცას გადაეწყვიტა, რომ მაგალითად, ჟურნალისტები სასტიკად ეცემათ, თუ ვინმეს გადასაღები საშუალება ჰქონდა, წაერთმიათ, დაემტვრიათ, დაელეწათ, გაენადგურებინათ, სახალხო დამცველის წარმომადგენელი სასიკვდილოდ ეცემათ და ასე გავენადგურებინეთ. წარმოიდგინეთ, დედაჩემი იმიტომ სცემეს, რომ უბრალოდ, მისი შვილი ვიყავი, მე გამაჩინა, თორემ დედაჩემს ხომ საერთოდ არაფერი არ დაუშავებია?“, – განაცხადა ცაგურიამ.დაჩი ცაგურიამ ციხეში სასტიკი მოპყრობის ეპიზოდიც გაიხსენა, სადაც მისულებს რკინის ნაჭრებით, ხელკეტებით სცემდნენ, პირდაპირ სახეში აფურთხებდნენ, საშინელი ლექსიკით აგინებდნენ და აღნიშნა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული.

ბოლო სიახლეები