პარასკევი, იანვარი 17, 2025

თამარ ჩიბურდანიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე: როდესაც ორი ქვეყნის პოლიტიკის მთავარი პრინციპი სუვერენიტეტი და იდენტობაა, ანუ ღირებულებითი თანხვედრაა, პარტნიორობა პოზიტიურად შესაძლებელი ხდება. ჩვენც სწორედ ამას ველით 20 იანვრის შემდეგ

„მარკო რუბიოს განცხადება იმედის მომცემია იმ მხრივ, რომ როდესაც ქვეყნებს შორის საუბრის ღერძი სუვერენიტეტი და იდენტობაა, საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია“ – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნებმა არ უნდა თქვან უარი სუვერენიტეტსა და იდენტობაზე. მისი თქმით, საქართველოსა და ამერიკას შორის ახალი ურთიერთობები იწყება, რომელიც უფრო კარგი იქნება ვიდრე აქამდე.

თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, რომ მარკო რუბიოს განცხადებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო, საკუთარი სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე, სტრატეგიულ თანამშრომლობას შეძლებს როგორც დასავლეთთან, ასევე აღმოსავლეთთან.

„დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა მარკო რუბიომ განაცხადა -“სახიფათო იყო იმის დაჯერება, რომ კაცობრიობა სუვერენიტეტსა და იდენტობაზე უარს იტყოდა, რათა ლიბერალიზმის სანაცვლოდ მსოფლიო მოქალაქე გამხდარიყო”.

ამ სიტყვების მიღმა დგას იმ ლიბერალიზმის წინააღმდეგ დაგეგმილი მთელი სტრატეგია, რომელსაც მივყავდით გლობალიზაციის პიკურ სუბსტანციამდე და რომელიც ერი-სახელმწიფოების იდენტობას სრულად შთანთქავდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავუპირისპირდით არა დასავლეთს, არამედ, ლიბერალიზმის ფაშისტურ გამოვლენას, რომელიც იყო შედეგი არა ნაციონალიზაციის, არამედ, უკვე გლობალიზაციის.

მარკო რუბიოს განცხადება იმედის მომცემია იმ მხრივ, რომ როდესაც ქვეყნებს შორის საუბრის ღერძი სუვერენიტეტი და იდენტობაა, საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია.

საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება და ეს იქნება ბევრად უფრო კარგი, ვიდრე აქამდე. თუმცა, არც გადამეტებული მოლოდინები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ ღირებულებათა თანხვედრა ორი ქვეყნის პარტნიორობას პოზიტიურად თანამშრომლობითს გახდის. ჩვენც სწორედ ამას ველით 20 იანვრის შემდეგ.

თუკი ბაიდენის ადმინისტრაცია დემოკრატიის დროშის ქვეშ, სუვერენულ სახელმწიფოებზე “ლიბერალურ ძალადობას” ახორციელებდა, ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქვეყნებმა უარი არ უნდა თქვან სუვერენიტეტსა და იდენტობაზე ლიბერალიზმის მიერ შეთავაზებული “მსოფლიო მოქალაქეობის გამო”.

მარკო რუბიოს ასეთი დამოკიდებულება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოს, საკუთარი სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე, შეეძლება დასავლეთთან და აღმოსავლეთთან პარტნიორული თანამშრომლობა.
ეს არის ბოლო პერიოდის ურთულეს პროცესებში საქართველოს ახალი მიღწევა და გვჯერა, არსებული ხელისუფლების პირობებში, ეს პოზიცია შენარჩუნებული იქნება,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დი ლორენცო ხვიჩა კვარაცხელიას: „წარმატებები ჩემპიონო, რაც გააკეთე სამუდამოდ დარჩება ამ ქალაქის ისტორიაში, ძალიან მიყვარხარ”

„თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ შენს გვერდით ვითამაშე" - "ნაპოლის" კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო, ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლთან გამოსამშვიდობებელ ვიდეო მიმართვაზე უკომენტარებს: „ნახვამდის ჩემო მეგობარო, რაც გააკეთე სამუდამოდ დარჩება ამ ქალაქის ისტორიაში. თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ შენს გვერდით ვითამაშე. წარმატებები ჩემპიონო, გისურვებ ყველა შენი ოცნება დააგვირგვინო, ძალიან მიყვარხარ", - წერს დი ლორენცო. ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" დაემშვიდობა. მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფის ყველა წევრს და მის გულშემატკივრებს.

ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის უფლება – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის უფლება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის მედიის ცნობით, ერდოღანმა შეშფოთება გამოთქვა ისრაელის მხრიდან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ღაზაზე თავდასხმების გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ხელი უნდა შეუშალოს ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში. „შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის მიერ შეტევებისა და ხოცვა-ჟლეტვის გაგრძელება დღეს სამართლიანად ზრდის ჩვენს შეშფოთებას. ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისა და ბოროტად გამოყენების უფლება“, – აღნიშნა ერდოღანმა. ერდოღანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, შეასრულოს ვალდებულებები ღაზის მოსახლეობის მიმართ. „მსოფლიომ უნდა შეასრულოს თავისი სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა ღაზის მოსახლეობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგეს, უმეტესად ქალები და ბავშვები, ღაზა არ დანებდა, ვერ დაიმორჩილეს და ღაზელები არ დაემორჩილნენ მჩაგვრელებს. ახლა ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი ამოცანების წინაშე, როგორიცაა ისრაელის მიერ ღაზაში გამოწვეული მასიური ნგრევის აღმოფხვრა და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

“ღმერთმა მიცხონოს შენი სული” – დეკანოზი შალვა კეკელია ძმას ემშვიდობება

"ღმერთმა მიცხონოს შენი სული" - წერს მამა შალვა კეკელია ფეისბუქზე. დეკანოზს დღეს ძმა გარდაეცვალა. მოძღვარს სამძიმრის მესიჯები და კომენტარები მთელი საქართველოდან მისდის... ზურაბ კეკელიას გარდაცვალების შესახებ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის ფეისბუქ გვერდი წერს. დეკანოზ კეკელიას ძმა მშობლიურ კუთხეში - მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში გადაასვენეს. დაკრძალვა - სამშაბათს, 21 იანვარს, 15 საათზე. "გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ზურაბი" - წერია ამ გვერდზე.

ამინდი გაუარესდება – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში 17 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 17 იანვარს +6,+8 გრადუსამდე დაიწევს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით 17 იანვარს +5,+7 გრადუსამდე დაიწევს. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ჰაერის ტემპერატურა 16-17 იანვარს +3,+5 გრადუსამდე დაიწევს. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1+3 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): შესაძლებელია წვიმა, 17 იანვარს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7,+9, გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3+5 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1,+1 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ცნობილია, რას ეძებდნენ Google-ში 2024 წელს ყველაზე ხშირად

Google-მა 2024 წელი შეაჯამა და ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნები დაასახელა. კომპანიამ ისინი კატეგორიებად დაყო, როგორებიცაა: ახალი ამბები, ფილმები, არტისტები, მსახიობები, თამაშები და ა.შ. ახალი ამბების კატეგორიაში 2024 წელს ყველაზე ხშირად აშშ-ის არჩევნებს „გუგლავდნენ“. მეორე ადგილზე გავიდა - მაღალი ტემპერატურის შესახებ ინფორმაციის ძიება, მესამეზე კი ოლიმპიადა. პოპულარული ადამიანების კატეგორიაში ყველაზე დიდი ინტერესი მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვიეს დონალდ ტრამპმა, უელსის პრინცესა კეიტ მიდლტონმა და კამალა ჰარისმა. რაც შეეხება გარდაცვლილი ცნობილი სახეების კატეგორიას, ყველაზე ხშირად Google-ში ლიამ პეინის შესახებ ეძებდნენ ინფორმაციას. მეორე ადგილზე ამ კატეგორიაში ტობი კითი გავიდა, მესამეზე კი ო ჯეი სიმფსონი. ფილმებს შორის პირველ ადგილზე მულტფილმი Inside Out 2, მეორეზე კი Deadpool & Wolverine გავიდა. ყველაზე ძიებადი პერსონა მუსიკის სამყაროში კი ფი დიდი აღმოჩნდა.

ბოლო სიახლეები