შაბათი, მარტი 14, 2026

თამარ ჩიბურდანიძე: კელი დეგნანის და ევროპელების „რუსული კანონი“ FARA ამერიკიდან ახალ ინფორმაციას გვაწვდის

ბუნებრივია, კეზერაშვილს არ მოეწონებოდა საკუთარი ტელევიზიის დაბალი რეიტინგი სხვა ოპოზიციურ ტელევიზიებთან შედარებით. ამიტომ გადაწყვიტა მისთვის საერთაშორისო იმიჯის შექმნა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

მისი თქმით, კეზერაშვილმა კარგად იცის, რომ ვისაც აქვს პროპაგანდის ყველაზე მძლავრი საშუალება მაღალ დონეზე, ის იგებს პროცესებს და ფაქტია, რომ იგი 2024 წლის არჩევნებისთვის სერიოზულად ემზადება.

„ამერიკაში მოქმედი კანონი FARA მიხეილ სააკაშვილის ოჯახის შემდეგ, კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ტვ “ფორმულას” და მისი მფლობელის დავით კეზერაშვილის შესახებ. რევოლუციური არჩევნებისთვის სამზადისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უკვე ერთმანეთს უწევენ კონკურენციას. ბუნებრივია, კეზერაშვილს არ მოეწონებოდა საკუთარი ტელევიზიის დაბალი რეიტინგი სხვა ოპოზიციურ ტელევიზიებთან შედარებით. ამიტომ გადაწყვიტა მისთვის საერთაშორისო იმიჯის შექმნა.

კეზერაშვილმა კარგად იცის, რომ ვისაც აქვს პროპაგანდის ყველაზე მძლავრი საშუალება მაღალ დონეზე, ის იგებს პროცესებს. საინტერესო ის ფაქტია, ეს თანხა მხოლოდ ლობიზმში გადაიხადა თუ რევოლუციური ტელესტრატეგიის ცოდნის მიღებაშიც? ფაქტია, კეზერაშვილი სერიოზულად ემზადება 2024 წლისთვის და არ ფიქრობს ოპოზიციურ ველზე პირველობა ვინმეს დაუთმოს. აქედან გამომდინარე, ცხარე ოპოზიციურ სკანდალებს უნდა ველოდოთ. ერთი კითხვა მაქვს კეზერაშვილთან, ტვ”ფორმულას” საერთაშორისო პიარს ხაბეიშვილის იმიჯით აპირებს თუ იმ პერიოდში ნაცმოძრაობის თავმჯდომარეს დროებით გადამალავენ?

ფაქტია, კელი დეგნანის და ევროპელების “რუსულმა კანონმა” FARA საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ამერიკიდან. საინტერესო იქნება თავად ლობიზმის პროცესში გამოყენებული ახალი “ინოვაციური” მიდგომებიც, რასაც უფრო ღიმილით დავაკვირდებით”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა გვარამია – არალეგიტიმურ ხელისუფლებას ვეტყვი, არ ვაპირებთ მაგიდასთან დასხდომას, რათა პოლიტპატიმრებს თავისუფლება მოვუპოვოთ, ეს მათი უფლებაა, რომელიც ისედაც ეკუთვნით

პოლიტპატიმრების საკითხი პოლიტიკური გემოვნების მიღმა უნდა დავაყენოთ, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.მისივე თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ აპირებენ.„რეზოლუცია ჩვენთვის სამწუხაროა, რადგან საქართველოზე ბოლო კვირის განმავლობაში ორი ისეთი დოკუმენტი დაიწერა, რომელიც არცერთი ხელისუფლების დროს შავ სიზმარშიც კი არ დაგვესიზმრებოდა.ევროკავშირის პერსპექტივა ჩვენ არ გვაქვს, თუ ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი იქნება ამ ქვეყანაში. რა ელენე ხოშტარია არ არის პოლიტპატიმარი? რაღაცა ქაღალდის გულისთვის არის დაპატიმრებული და თვეებია ზის. თუმცა არამხოლოდ ელენე ხოშტარია, ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი 5 წელია ზის, ამ ქვეყნის 9-წლიანი გამოცდილების პრეზიდენტი. რაც არ უნდა იდავოს და ვინც არ უნდა იდავოს, ჯერჯერობით სააკაშვილზე უფრო მნიშვნელოვანი მიღწევები ამ ქვეყანაში არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია. სხვებიც არიან ციხეში, მაგალითად ნიკა მელია, რომელიც გაუგონარი ბრალდებით არის, უფრო სწორად საერთოდ არანაირი ბრალდება არაა.ციხეში კიდევ ასზე მეტი ადამიანია, ვინც პოლიტიკოსი არ არის. ამიტომ პოლიტპატიმრების საკითხი არანაირ გადახედვას, არანაირ ვაჭრობას, არანაირ რაღაცა დამატებით შეფასებებს არ საჭიროებს. მათი რაღაცნაირად ცალკეულ ჯგუფებად დაყოფაც არ არის სწორი. ჩვენ გვყავს ბევრი პოლიტპატიმარი და ჩვენი პოლიტიკური გემოვნების მიღმა უნდა დავაყენოთ ეს საკითხი. პოლიტპატიმრები არიან პოლიტპატიმრები და კიდევ ერთი, არალეგიტიმურ ხელისუფლებას კვლავ ვეტყვი, რომ ჩვენ პოლიტპატიმრებით ვაჭრობას, მაგიდასთან დასხდომას, რათა მათ თავისუფლება მოვუპოვოთ, არ ვაპირებთ. ეს უფლებაა, რომელიც მათ ისედაც ეკუთვნით და რაც ისედაც ეკუთვნით, ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე, ისედაც უნდა მიიღონ“, – განაცხადა გვარამიამ.

„გარდიანი“ – ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა ტანკერმა ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გადაკვეთა

ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა ტანკერმა, რომლებსაც თხევადი გაზი გადაჰქონდათ, ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გადაკვეთა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს. „დღეს დილით მათ ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გადაკვეთეს და ამჟამად ინდოეთისკენ მიემართებიან“, – განაცხადა ინდოეთის პორტების, საზღვაო გადაზიდვებისა და საზღვაო გზის სამინისტროს სპეციალურმა მდივანმა, რაჯეშ კუმარ სინჰმა. „გარდიანი“ წერს, რომ ეს მნიშვნელოვანი გამონაკლისი ირანმა მას შემდეგ დაუშვა, რაც ინდოეთში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ ირანმა ინდურ გემებს გადაადგილების ნებართვა მისცა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენ მათგანზე გაიცა თანხმობა. ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი თხევადი გაზის იმპორტიორია. იგი ახლო აღმოსავლეთიდან საწვავის დაახლოებით 85%-ს და თხევადი ბუნებრივი აირის 50%-ის იმპორტირებას ახორციელებს.

„შენი გაქცევის საფასურს ამჯერად გეიჯი გადაიხდის“ – ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევს მიმართა

ილია თოფურია ისლამ მახაჩევთან არშემდგარ ბრძოლას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, იყო საუბრები, რომ მსუბუქი დივიზიონის ამჟამინდელ ქართველ ჩემპიონს თეთრ სახლში უნდა ეჩხუბა სწორედ დაღესტნელ მებრძოლთან, მაგრამ მის ნაცვლად, მოწინააღმდეგე ჯასტინ გეიჯი იქნება.„მახაჩევი კვლავ ეძებს ბრძოლისგან თავის არიდების მიზეზს, ამჯერად - ტრავმა. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ თეთრი სახლის ივენთის ნაწილი ვიქნებოდი, მაშინაც კი, როცა UFC-იმ ერთ მომენტში მითხრა, რომ აღნიშნული ღონისძიებისთვის არ განვიხილებოდი. ვიცოდი, ეს უბრალოდ მოლაპარაკების ნაწილი იყო. როდესაც ბოლოს მითხრეს, რომ თეთრი სახლის ქარდზე ვიქნებოდი, ახსენეს ისლამიც და ერთი წამითაც არ მიფიქრია - მაშინვე დავთანხმდი ჩხუბს. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ იყო, თეთრი სახლის ქარდი მე-2 დღეს უნდა გამოცხადებულიყო.დილით რომ გავიღვიძე, გავიგე, მახაჩევი ტრავმირებული აღმოჩნდა, შემდეგ გამოჩნდა გეიჯისთან ბრძოლის ვარიანტი. კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც გადაიხდის ისლამის გაქცევის საფასურს. მისი მენეჯერი ნაძირალაა და თან ძალიან მახინჯიც. ჯასტინ, შევხვდებით თეთრ სახლში. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ხალხს ამცირებს. ეს სწრაფად დასრულდება. როდესაც გამოფხიზლდები, ყველაფერი უკვე დამთავრებული იქნება“, - განაცხადა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში

დონალდ ტრამპი – აშშ-თან ერთად კიდევ ბევრი ქვეყანა გაგზავნის სამხედრო ხომალდებს, რათა ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს საზღვაო ტრანსპორტისთვის, ჩვენ მალე მივაღწევთ ამას

აშშ-თან ერთად კიდევ ბევრი ქვეყანა გააგზავნის სამხედრო ხომალდებს, რათა ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს საზღვაო ტრანსპორტისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.„ჩვენ უკვე გავანადგურეთ ირანის სამხედრო შესაძლებლობების 100%, მაგრამ მათთვის მარტივია ერთი-ორი დრონის გაშვება, ნაღმის ჩაგდება ან ახლო მანძილზე მიქმედი რაკეტის გაშვება ამ საზღვაო გზაზე ან მათ სიახლოვეს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმედ არიან დამარცხებულები,“ – წერს ტრამპი.ტრამპმის თქმით, იმედი აქვს, რომ ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და გაერთიანებული სამეფო რეგიონში სამხედრო ხომალდებს გააგზავნიან.„იმედია, ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები, რომლებიც ამ ხელოვნური შეზღუდვით ზარალდებიან, ასევე გაგზავნიან ხომალდებს რეგიონში, რათა ჰორმუზის სრუტე აღარ იყოს საფრთხე ქვეყნის მხრიდან, რომლის სამხედრო ხელმძღვანელობაც სრულად განადგურებულია. ამასობაში, შეერთებული შტატები გააგრძელებს სანაპირო ზოლის ინტენსიურ დაბომბვას და ირანულ ნავებსა და ხომალდებს ჩაძირავს. ამა თუ იმ გზით, ჩვენ მალე მივაღწევთ, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ იყოს ღია, უსაფრთხო და თავისუფალი“, – წერს ტრამპი.  

იენს სტოლტენბერგი – არ არსებობს გარანტია, რომ ნატო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება

არ არსებობს გარანტია, რომ ნატო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, არ არსებობს გარანტია, რომ ნატო გადაურჩება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას, რომელმაც საკმაოდ ღიად გამოხატა უკმაყოფილება ალიანსის მიმართ. თუმცა, სტოლტენბერგი მაინც ფიქრობს, რომ ნატო გაიმარჯვებს. „ძლიერი ნატო კარგია ევროპისთვის, კარგია კანადისთვის, მაგრამ ის ასევე კარგია შეერთებული შტატებისთვისაც. ჩვენ ვეხმარებით აშშ-ს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაში, რომელიც აუცილებელია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკა ძირითადად მიმართულია არა ნატო-ს წინააღმდეგ, არამედ იმ წევრებისადმი, რომლებიც ალიანსში საკმარის ინვესტიციას არ დებენ. კარგი ამბავია, რომ ეს მოცემულობა შეიცვალა და იცვლება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომზე და აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით, ნატო ამ კონფლიქტში არ ჩაერთვება. „ნატო-ს არასდროს უთამაშია მნიშვნელოვანი როლი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია პრევენცია, რათა ნატო კონფლიქტში არ ჩაერთოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ბოლო სიახლეები