კვირა, მაისი 11, 2025

თამარ ჩიბურდანიძე: ასეთ აღვირახსნილ ქმედებას ამხელა ტრაგედიის დროს მარტო ქართული ოპოზიცია თუ ჩაიდენდა – მართლაც გააოგნეს მსოფლიო

„გაოგნებულნი არიან ჩემი უცხოელი მეგობრები. ისინი არ გამოირჩევიან არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ ღია სუბიექტური დამოკიდებულებით, მაგრამ ამ დღეებში ვერ მალავენ ოპოზიციური ლიდერების განცხადებებზე აღშფოთებას“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ოპოზიციის უღირსი ქმედება ამ მძიმე დღეებში არც უცხოელი პოლიტიკოსებისთვის დარჩა შეუმჩნეველი და ისინი აღშფოთებულნი არიან ამ ყველაფრით.

„დღეს გლოვის დღეა, უმძიმესი ტრაგედიის დღე საქართველოსთვის. მოვიხსენიებთ გარდაცვლილებს და უფალს შევთხოვთ, გვაკმაროს ტკივილი. მთელი მსოფლიო გვისამძიმრებს ამ დიდ ტრაგედიას, ვიღებთ პირად გზავნილებსაც.

თანამედროვე მსოფლიოსთვის სტიქიური უბედურება უცხო არ არის. გლობალური დათბობისა თუ სხვა კატაკლიზმების შედეგად, სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღე ვხედავთ მსგავს ფაქტებს სხვადასხვა ქვეყანაში. უკვე ისეთი  შემთხვევები გვაქვს ნანახი, რომ აღარაფერი გვაოგნებს. გამაოგნებელი არის ის, რომ ყველა ქვეყანაში, მით უმეტეს დემოკრატიულ სახელმწიფოებში,  მსგავსი შემთხვევების დროს პოლიტიკური სპექტრი სრულად ერთიანდება და არც ერთი ოპოზიციური პარტია არ კადრულობს იმას, რომ ამ დროს არსებულ ხელისუფლებას დაუპირისპირდეს, მით უმეტეს, ტყუილებითა და „ფეიკ ნიუსებით“.

გაოგნებულნი არიან ჩემი უცხოელი მეგობრები. ისინი ეცნობიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და, მათ შორის, ოპოზიციის განცხადებებსაც. რამდენიმე ამჟამად აქ იმყოფება საქართველოში და მათთვის კიდევ უფრო ცხადია, თუ რა ფსკერზე არიან ოპოზიციური პარტიები. ისინი არ გამოირჩევიან არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ ღია სუბიექტური დამოკიდებულებით, მაგრამ ამ დღეებში ვერ მალავენ ოპოზიციური ლიდერების განცხადებებზე აღშფოთებას.

ეს ტრაგედია ხომ უდიდესი ტკივილია ჩვენთვის, მაგრამ არანაკლები ტკივილია იმის გააზრება, თუ რა დონეზე დაეშვნენ ქართველები, როგორ არიან დაბრმავებულნი ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით, როგორ გამოამჟღავნეს საკუთარი სახეები ხელისუფლების ვითომდა ფაქტზე დაჭერის მიზნით, რეალურად კი ისევ დეზინფორმაციითა და ტყუილებით კვებავენ საზოგადოებას. უზნეობისა და უსინდისობის ზეიმია ქართულ ოპოზიციაში.

შესაბამისი სიტყვა კიდევ ვერ ვიპოვე ქართულ ლექსიკონში. ასეთ აღვირახსნილ ქმედებას ამხელა  ტრაგედიის დროს მარტო ქართული ოპოზიცია თუ ჩაიდენდა. მათ მართლაც  გააოგნეს მსოფლიო“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები