ორშაბათი, ივნისი 2, 2025

თამარ ჩერგოლეიშვილი – ჩვენი უპირველესი ამოცანაა ამ რეჟიმის შეცვლა და მერე ტრამპის დამოკიდებულების შეცვლა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით

ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით რომ პრობლემებია 2008 წლიდან, ბუქარესტის სამიტიდან არის ცნობილი, ტრამპი ახალს არაფერს იძახის, მაგრამ ერთია, ტრამპი რას იძახის და მეორეა, ჩვენ რა გვაწყობს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადების კომენტირებისას თქვა.

მისი თქმით, ქვეყნის ამოცანაა ნატო-ში ინტეგრაცია, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს თავისუფალი სამყაროს ლიდერი.

„ახალი არ არის, რომ რუსეთი ჩვენი სუვერენიტეტით ვაჭრობს, სულელი არავინ არის, რუსეთში ყველამ კარგად იცის, რომ ნატო მას თავს არ დაესხმება, მაგრამ რა წუთშიც საქართველო ნატო-ში შეასწრებს რუსეთს, იმ წუთიდან საქართველოს სუვერენიტეტს რუსეთი ვეღარ წაართმევს, ვერც უკრაინას. შესაბამისად, მისი ინტერესია, ამ ქვეყნებმა სუვერენიტეტი არ განიმტკიცონ. ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით რომ პრობლემებია, 2008 წლიდან არის ცნობილი, ბუქარესტის სამიტიდან არის ცნობილი. ტრამპი ახალს არაფერს იძახის, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაწყობს. ერთია, ტრამპი რას იძახის, მეორეა ჩვენ რა გვაწყობს და ჩვენ რაზე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენი ამოცანაა ნატო-ში ინტეგრაცია, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ამაზე თავისუფალი სამყაროს ლიდერი. თავისუფალი სამყარო იმიტომაა თავისუფალი, რომ იქ ლიდერებიც იცვლებიან და შეხედულებებიც იცვლება. ძალიან ბევრი დაპირება გაცემულა საერთაშორისო პოლიტიკაში და შემდეგ ეს დაპირებები ძალიან მარტივად შეცვლილა, ასე რომ ვერანაირ პრობლემას ამ დაპირებაში ვერ ვხედავ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა „ქართული ოცნების“ რეჟიმის შეცვლა და მუშაობა ამ დაპირების შეცვლის მიმართულებით.

„არაერთი შეცვლილი დაპირება გვინახავს, მაგრამ ამ ხელისუფლებას, რომელსაც პროტოკოლური მილოცვა უხარია და ამას ასაღებს წარმატებად, არანაირი რესურსი აღარ დარჩა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების ლობირება სადმე მოახდინოს. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ამ რეჟიმის შეცვლა და მერე, ტრამპის დამოკიდებულების შეცვლა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ეს პროცესია, ტრამპი შეიძლება, ბევრ რამეს დაჰპირდეს პუტინს, მაგრამ პუტინი რას გააკეთებს, ეს ცალკე საკითხია, ამიტომ ჩვენ ყოველთვის შეიძლება, გვქონდეს პუტინის იმედი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა დაადასტურა დონალდ ტრამპის მზადყოფნა, ვლადიმერ პუტინს მისცეს დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა გახდება. მისივე ინფორმაციით, საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინისგან სამშვიდობო მემორანდუმის კიევის ვარიანტი მიიღო

რუსეთმა უკრაინისგან სამშვიდობო მემორანდუმის კიევის ვარიანტი მიიღო. ამის შესახებ მედიას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განუცხადა. მედინსკი უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობს.როგორც რუსული მედია წერს, მემორანდუმი რუსეთს უკრაინულ და ინგლისურ ენებზე გადაეცა .„რუსეთის დელეგაციამ ადრე მიიღო უკრაინისგან მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მემორანდუმის მისი ვარიანტი. ჩვენ გავუმკლავდით. ჩვენს დელეგაციაში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან განსხვავებული ენები. სხვათა შორის, ორი მათგანი თავისუფლად ფლობს იაპონურს“,- აღნიშნა მედისნკიმ.ცნობისთვის, რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ სტამბოლში უკვე ჩავიდა.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართეს. რუსული მედიის ცნობით, საუბრისას განიხილეს უკრაინაში არსებული სიტუაცია.როგორც მედია წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, „მხარეებმა განიხილეს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული სიტუაცია“.რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებით, რუბიომ თანაგრძნობა გამოხატა ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო. ამასთან, სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირისპირ მოლაპარაკებებზეც ისაუბრეს.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯერ აღნიშნული დიალოგის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.ცნობისთვის, რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ბრიანსკის ხიდი მაშინ ჩაინგრა, როდესაც მის ქვემოთ სამგზავრო მატარებელი გადიოდა. შემთხვევის შედეგად 69 ადამიანია დაშავებული.

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ეროვნულ საარჩევნო კომისიზე დაყრდნობიით ავრცელებს.ბიულეტინების 100 %-ის დათვლის შემდეგ, არჩევნების საბოლოო შედეგები ასეთია – ნავროცკიმ, რომელსაც მხარს ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს, ხმათა 50.9 პროცენტი მოიპოვა, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ 49.1 პროცენტი.როგორც პოლონური მედია წერს, ტშასკოვსკის გამარჯვებისთვის 369,452 ხმა სჭირდებოდა.მანამდე, Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, არჩევნებში ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი ლიდერობდა, ხმათა 50,3 პროცენტით.პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩატარდა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა მიიღო გასამარჯვებლად საჭირო ხმათა რაოდენობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოპერაცია, რომელმაც რუსეთის აეროდრომებზე სტრატეგიული ავიაციის 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოპერაციას, რომელმაც რუსეთის აეროდრომებზე სტრატეგიული ავიაციის 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, „ბრწყინვალე შედეგად“ აფასებს. მისივე თქმით, ეს ოპერაცია ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა.ზელენსკის განცხადებით, მან  მოისმინა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილ მალიუკის ანგარიში აღნიშნულ ოპერაციაზე.„აბსოლუტურად ბრწყინვალე შედეგი. უკრაინის დამოუკიდებელი შედეგი. ერთი წელი, ექვსი თვე და ცხრა დღე დაგეგმვიდან ეფექტური განხორციელებამდე. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ მოვყვებით ახლა, მაგრამ ეს არის უკრაინული ქმედებები, რომლებიც ზუსტად ისტორიის სახელმძღვანელოებში იქნება“, – აღნიშნავს ზელენსკი.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა დეტალებზეც და აღნიშნა, რომ ოპერაციაში სულ 117 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა გამოყენებული, ხოლო ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ოლქში, „ფეესბე“-ს სამსახურის გვერდით მდებარეობდა.„ყველაზე საინტერესო და ახლა უკვე შეიძლება, ღიად ითქვას – ჩვენი ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე, უშუალოდ რუსეთის „ფეესბე“-ს სამსახურის გვერდით მდებარეობდა, მათ ერთ-ერთ ოლქში. ოპერაციაში სულ 117 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა ჩართული. შესაბამისი რაოდენობის ოპერატორები მუშაობდნენ.  დაზიანდა სტრატეგიული კრეისერული რაკეტების მატარებელთა 34 პროცენტი, ბაზირების აეროდრომებზე. ჩვენი ხალხი მოქმედებდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში – სამ საათობრივ ზონაში. ჩვენი ადამიანები ოპერაციამდე რუსეთის ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ. ისინი, ვინც დაგვეხმარნენ, ახლა უსაფრთხოდ არიან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ავარია გორში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ავარია მოხდა გორში - სტალინისა და თამარ მეფის გამზირების გადაკვეთაზე. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.მათივე ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი და დამტვრეულია სამი მანქანა.

ბოლო სიახლეები