პარასკევი, ნოემბერი 22, 2024

თამარ ლეფსვერიძე – აბსოლუტურად არაამერიკული და არაევროპულია ადამიანებზე თავდასხმა განსხვავებული აზრის გამო, ძალადობას თუ არ გმობ და რეაქცია არ გაქვს, ესე იგი, მას ახალისებ

მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებმაც თითქოს იციან, რა არის ამერიკა და რა არის ევროპა, რომ აბსოლუტურად არაამერიკული და არაევროპულია ადამიანებზე თავდასხმა განსხვავებული აზრის გამო, – ამის შესახებ ჟურნალისტმა თამარ ლეფსვერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ასე დემოკრატია არ შენდება. იცით, რატომ საუბრობენ მუდმივად იმაზე, რომ როგორმე დავივიწყოთ ის ცხრა წელი, როცა ამბობენ, კიდევ ცხრა წელზე საუბრობთო? იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რაც მაშინ მოხდა. სტიგმების დამკვიდრებაზე მათ ძალიან დიდხანს აქტიურად იმუშავეს, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები კი არა, ვინც უბრალოდ მათ გვერდით, აქციებზე არ არის, მათთან ერთად არ იძინებს და იღვიძებს, ყველა „გოიმია“ გაცხადებულად. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ გარშემო შემოიკრიბეს ადამიანები, რომლებისთვისაც არაფერს ნიშნავს ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლის იმ ფორმით შეურაცხყოფა, რა ფორმითაც ის შეურაცხყვეს. არცერთი ლიდერი არ გამოსულა და არ დაუგმია ეს, არ შეწუხებულა და თავი უხერხულად არ უგრძვნია ამის გამო“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

მისი თქმით, თუკი ძალადობას არ გმობ, ცხადია, ამით ძალადობას ახალისებ.

„მიუხედავად იმისა, რომ თითქოს აღარაფერი დარჩა ისეთი, რასაც არ ველოდი, მაინც გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები და, განსაკუთრებით, ქალი ლიდერები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარესთვის საღებავის შესხმა, ანუ ადამიანის გამეტება იმისთვის, რომ დააბრმავო, დაასახიჩრო და ჯანმრთელობა დაუზიანო, პროტესტის ფორმა ყოფილა და ამით ამართლებდნენ ასეთ ქცევას. თუ ძალადობას არ გმობ და ამაზე რეაქცია არ გაქვს, ესე იგი, მას ახალისებ“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

თამარ ლეფსვერიძემ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერებს ასევე არ დაუგმიათ ჟუნალისტებზე თავდასხმები, რასაც საზოგადოება ამ დღეების განმავლობაში უყურებდა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ოპოზიციის ლიდერთა განცხადებებს, რომ როდესაც ხელისუფლებაში მოვლენ, დახურავენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული, თამარ ლეფსვერიძემ თქვა, რომ ისინი სწორედ ამიტომ ვეღარ მოვლენ ხელისუფლებაში.

„აი, სწორედ ამიტომ ვეღარ მოვლენ ხელისუფლებაში. ჩვენ ერთხელ უკვე გამოვლილი გვაქვს მათი ქმედებები და ის სიტუაცია, რას ნიშნავს მედიის დახურვა, რას ნიშნავს მედიაში სპეცრაზმით შეჭრა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ნიშნავს გზავნილი – გისურვებთ 7 ნოემბერს, ნიშნავს თუ არა ეს იმ ტელევიზიების თუ სხვა მედიასაშუალებების დარბევას და წართმევას, რომლებიც მათ ინტერსებს არ ატარებს, თამარ ლეფსვერიძემ აღნიშნა, რომ 7 ნოემბრის შემოქმედი ადამიანების მხარდამჭერებისგან ასეთი დამოკიდებულება და სურვილები არ უკვირს.

„მათ გააჟღერეს ის სურვილები, რასაც გააკეთებენ, თუ როდესმე რამე გზით მოახერხებენ, რომ ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება, რასაც, დარწმუნებული ვარ, ვერასდროს მოახერხებენ ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ ეს უკვე ნანახი გვაქვს, რას ნიშნავს მათ ხელში ძალაუფლება. 7 ნოემბერს გისურვებთ, ნიშნავს, რომ გისურვებენ სულხან მოლაშვილებს, ციხის ამბებს, კასრების საშინელ კადრებს, სანდრო გირგვლიანის ამბავს, რომლითაც დაიწყო ის ყველაფერი, რაც მაშინ დაიწყო. ეს სურვილი კრებსითად ნიშნავს, რომ გვისურვებენ იმ რეჟიმს, რასაც თავი დავაღწიეთ და საით მიბრუნებაც არავის უნდა. საქმე ისაა, რომ მათ ახლა ისეთი კრიზისული პერიოდი აქვთ, სიტყვებსაც ვეღარ აკონტროლებენ. უბრალოდ, ჩემთვის ძალიან გასაოცარია დღეს ამ საკითხზე იმ ჟურნალისტების დუმილი, რომლებიც 7 ნოემბერს იმ ტელევიზიაში ისხდნენ და მუშაობდნენ, რომელი ტელევიზიის წინაც ჩვენ ვიდექით იმ დღეს, როცა მისი აღება სპეცრაზმის გამოყენებით, შტურმით ხდებოდა“, – განაცხადა თამარ ლეფსვერიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ზვიად ძიძიგური: მანდატი შეიძლება გაცილებით უფრო ჭკვიანურად გამოიყენო, ვიდრე ის, რომ ცხელ გულზე მოისროლო და დარჩე ცარიელ-ტარიელი

როდესაც ოპოზიციურ პარტიას მანდატი გაქვს, ეს არის შენი ბერკეტი და ბერკეტის დათმობაც არის პოლიტიკური მექანიზმი. ამიტომ, ეს პოლიტიკური მექანიზმი შეიძლება გაცილებით უფრო ჭკვიანურად და ეფექტურად გამოიყენო, ვიდრე ის, რომ ცხელ გულზე მოისროლო და დარჩე ცარიელ-ტარიელი ყოველგვარი ბერკეტის გარეშე, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. „პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ. ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ როდის დაწერთ განცხადებას, როდის ჩახსნით სიებს ... ეს ეჭვები არის ეჭვები. როდის გავაკეთებთ ამას, დაგვიტოვეთ იმის უფლება, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებზე და საერთაშორისო საზოგადოებასთან, ვისთანაც ვართ აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში. უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ არ შევალ პარლამენტში-თქო და უკვე ერთი და იგივე შეურაცხმყოფელიც კი არის. მე დამიჭრია ეს მანდატი და გადამიყრია ხალხში, მქონდა ასეთ რამ ბიოგრაფიაში, 2008 წელს. როდესაც ოპოზიციურ პარტიას მანდატი გაქვს, ეს არის შენი ბერკეტი და ბერკეტის დათმობაც არის პოლიტიკური მექანიზმი. ამიტომ, ეს პოლიტიკური მექანიზმი შეიძლება გაცილებით უფრო ჭკვიანურად და ეფექტურად გამოიყენო, ვიდრე ის, რომ ცხელ გულზე მოისროლო და დარჩე ცარიელ-ტარიელი ყოველგვარი ბერკეტის გარეშე. წინ არის ხანგრძლივი პოლიტიკური ბრძოლის პროცესი. ვამბობთ, რომ არ შევალთ, ხელფასებს არ ავიღებთ. ნება მოგვეცით, ეს უკიდურესი ნაბიჯი გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც ჩვენ ჩავთვლით ყველაზე მიზანშეწონილად, საჭიროდ. არავინ აპირებს პოლიტიკური თვითმკვლელობის ჩადენას“,- განაცხადა ძიძიგურმა.

მამუკა მდინარაძე – შევეცდებით, დავასახელოთ პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს

შევეცდებით, დავასახელოთ პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდში ბევრი კანდიდატის შესახებ ჰქონდათ მსჯელობა. „შევეცდებით, სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბევრი კანდიდატის შესახებ უკვე გვიმსჯელია გუნდის შიგნით. პრეზიდენტის კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილება, შეიძლება, უფრო ადრე გავახმოვანოთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. შევეცდებით, თარიღის გამოცხადებასთან ძალიან ახლო და შემჭიდროვებულ ვადებშიც ვისაუბროთ პრეზიდენტობის კანდიდატზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე: პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, ათასგვარ შეძახილს არ დაიშურებენ, მაგრამ სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც ვითარდება

პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, ათასგვარ შეძახილს არ დაიშურებენ, ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამის მიუხედავად, პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარებას განაგრძობს. „ის რა „ნაცია“, პირველი სხდომის პარალელურად საკუთარი სახელი თუ სხვას არ დაუძახა. ასე იქნება, პირველი სხდომის პარალელურად ათასგვარ შეძახილს არ დაიშურებენ. ეს ჩავლილი ამბავია. ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ. უკვე იმდენად არასარიოზულია, ალბათ ამაზე რეაქციაც არ უნდა გვქონდეს. დიახ, შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, მაგრამ ქვეყანა ვითარდება, ჩვენ წინ მივდივართ. ვართ უფრო მყარად, ვიდრე 2020 წელს ვიყავით, ვართ უფრო თავისუფლები ეროვნულ, დამოუკიდებელ ქმედებებში, ვიდრე 2020 წელს ვიყავით. ამის გამხელა დღეს უკვე შეიძლება. ამიტომ არის უფრო დაბალი და გაცილებით, შეუდარებლადაც კი დაბალი მუხტი, ვიდრე 2020 წელს იყო, მაშინ 2% იყო გაყალბებული, მათთვის რომ გეკითხათ, დღეს 300 ათას ხმაზე მეტია, მათ რომ ვკითხოთ. ამ არასერიოზულ ნარატივში გვიწევს ჩვენ შეყოლა, ამიტომ არის, რომ ჩვენ ირონია შეიძლება, ხშირად არ გვსიამოვნებდეს, მაგრამ ირონიის გარეშე ამ საკითხებზე ვერ ვსაუბრობთ, რა 300 ათასი ხმა? ამის გამპროტესტებლები იქნებიან პირველი სხდომის პარალელურად. პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარებას განაგრძობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის განცხადება გადატრიალებისკენ მოწოდებაა, მშვენიერ ნომერშია, გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს

ის რა „ნაცია“, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად საკუთარი სახელი თუ სხვას არ დაუძახა. პირველი სხდომის პარალელურად შეძახილებს არ დაიშურებენ. ეს ჩავლილი ამბავია, ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. შესაბამისი განცხადებით მდინარაძე გამოეხმაურა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების შედეგების გაპროტესტებას პარლამენტის პირველის სხდომის დღეს, 25 ნოემბერს. მდინარაძის თქმით, პარლამენტის პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანას განვითარებას გააგრძელებს. „უკვე იმდენად არასერიოზულია, რომ ამაზე რეაქცია არ უნდა გვქონდეს. დიახ, შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, მაგრამ ქვეყანა ვითარდება, ჩვენ წინ მივდივართ, უფრო მყარად ვართ, ვიდრე 2020 წელს ვიყავით. ეროვნულ-დამოუკიდებელ ქმედებებში უფრო თავისუფლები ვართ, ვიდრე 2020 წელს ვიყავით. ამიტომ არის გაცილებით დაბალი მუხტი, ვიდრე 2020 წელს იყო - მაშინ 2%-ი იყო გაყალბებული მათთვის რომ გეკითხათ, დღეს 300 თასზე მეტით. ამ არასერიოზულ ნარატივში გვიწევს შეყოლა, ამიტომ არის ის, რომ ჩვენ ასეთ საკითხებზე ირონიის გარეშე ვერ ვსაუბრობთ. რა 300 ათასი ხმა? ამის გამპროტესტებლები იქნებიან პირველი სხდომის პარალელურად. პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანა განვითარებას განაგრძობს“,- განაცხადა მდინარაძემ. კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს, გაივლის თუ არა ოპოზიცია ყველა პროცედურას მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მდინარაძე პასუხობს, რომ ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებს არ დათმობს. მდინარაძის შეფასებით, ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ, მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებები შეგნებულად დაწერეს მაშინ, როდესაც დაწერილი განცხადებები არ იყო იურიდიული ძალის მქონე. „ჩემი მოლოდინია, რომ ისინი საპარლამენტო მანდატებს არ დათმობენ. უკვე დაიწყო ახალი ნარატივის შემოტანა გახარიამ, როგორც 4 პარტიიდან ჯაშუშების პიონერმა. სხვათა შორის, დღეს შეცვალა საკუთარი პოზიცია ჯაშუშობასთან დაკავშირებით. მიხვდა რომ ჯაშუშობა თავისი ხელით დაამტკიცა და სხვას მოუწერა წინა წერილზე ხელი - ახლა თქვა, არაო. ცოტა სხვანაირი განცხადებები გააკეთა, მაგრამ მაინც პიონერი აღმოჩნდა ჯაშუშებს შორის. რა „ტრიუკებსაც“ მიმართავდა შალვა ნათელაშვილი თავის დროზე, იმ „ტრიუკებზე“ დაიწყო მიმართვა და თქვა, რომ არა მანდატები შეიძლება არ დავთმოთ, მაგრამ პარლამენტში არ შევალთო. შალვა ნათელაშვილიც ამას აკეთებდა - მანდატებს არ თმობდა. ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ასეთი რამ გააკეთეს: შეგნებულად იცოდნენ, რომ იმ დროს დაწერილი განცხადებები არ იყო იურიდიული ძალის მქონე. მაშინ დაწერეს განცხადებები, რომ შემდგომ მართლა არ მოუწიოთ საპარლამენტო მანდატების დათმობა. თუ არ იციან ვასწავლით. როგორც კი ექნებათ უფლებამოსილების ცნობა, მაშინვე შეუძლიათ დაწერონ განცხადებები. ეს იქნება იურიდიული ძალის მქონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი მანდატების დატოვება. ამას არ აკეთებენ, არ აანონსებენ, რადგან მანდატებს ვერ ელევიან და თვითონაც იციან რა სისულელეს აპროტესტებენ - 300 ათასი ხმის გაყალბებას“,- განაცხადა მდინარაძემ. ამასთან, მდინარაძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!“ - გადატრიალებისკენ მოწოდება უწოდა. „ეს არის გადატრიალებისკენ მოწოდება, მშვენიერ ნომერშია სააკაშვილი, გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი ვოლსკი: საქართველოსგან რაღაც სხვა მოთხოვნა იყო და ამ მოთხოვნის აქტუალობა დღეს იცვლება

მსოფლიოში პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება, საქართველოს გარშემო ცეცხლია დანთებული და ბევრი გარემოებებია, რომლებიც მნიშვნელოვანი რესურსის მობილიზებას მოითხოვს ხელისუფლებისაგან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, პატარა კენჭების სროლა, რომელიც საქართველოში ჩანს მსოფლიო მასშტაბით ბალისტიკური რაკეტების ომის ფონზე მიმდინარეობს. „გამოყენებულია უახლოესი რაკეტები რუსეთის მხრიდან, შეჭრილები არიან უკრაინაში, სისხლშია უკრაინა დღეს, რასაკვირველია, ჩვენ პოლიტიკურად მხარს ვუჭერთ, ყოველთვის ვუჭერდით, არავინ დაგვიფასა და ეს ორმაგი სტანდარტიც უკვე იმას უნდა გვეუბნებოდეს თქვენც და ვინც გვიყურებს მთელს საზოგადოებას, რომ საქართველოსგან რაღაც სხვა მოთხოვნა იყო და ამ მოთხოვნის აქტუალობა დღეს იცვლება“, - განაცხადა ვოლსკიმ. მან აღნიშნა ის სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები, რომელშიც დღეს მსოფლიოა გახვეული. „უკრაინას მძიმე მდგომარეობა აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც მის წინააღმდეგ ისეთ რაკეტას იყენებენ, რომელსაც საჰაერო თავდაცვის სისტემა ვერ ანეიტრალებს. აი, წარმოიდგინეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესი, ჩვენ გარშემო დანთებული ცეცხლი და სრულიად უნამუსო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რა გეგმები ჰქონია თურმე ოპოზიციას, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე, ეკონომიკური ნგრევა, თურმე ისეთი განცხადებაც გააკეთეს, რომ ამ მდგომარეობას, ამ არჩევნების შედეგებს მოჰყვება ჩვენი ჩამოქცევა ეკონომიკურად და რომ გადავრჩეთ თურმე ეკონომიკური სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს და საომარი მოქმედებებიც გამოუცხადოთ თუ წავალთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ამას მე ხომ არ ვიგონებ არა? ხომ თქვენც იცით და რეალურად ყველამ იცის, რომ ეს არის მოთხოვნა ჩვენს მიმართ, რომ რუსეთის ძალების დივერსიფიცირება მოხდეს სამხრეთ კავკასიის მიმართულებით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები