კვირა, მაისი 11, 2025

  თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს – გიგზავნით ყვავილებს პოლიტიკაში მრავალფეროვნების შემოტანის სურვილით

სამშობლოში დაბრუნებას გისურვებთ, ოღონდ შავ-თეთრში არა, გაფერადებულ საქართველოში, – ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას,რომელშიც ის ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძის მიერ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დაარსებას ბნელ მხარეს გადასვლად აფასებს.

„ბ.ნო მიშა!!! სიკვდილზე რომ ადამიანები წავლენ და მერე იმ ადამიანებს ეტყვი ბნელ მხარეს ხარო!!!! ვერ არის კარგი საქციელი. საქართველო „შავ-თეთრი არ არის“ – შეცდომაა ასე ფიქრი და მითუმეტეს ამოთქმა, ნიჭიერ ხალხსაც მოსდით შეცდომები სამწუხაროდ, თქვენც შეცდომა დაუშვით ბ.ნო მიშა!!! ეს ყვავილები თქვენ ბ.ნ მიშა, ჩემგან პოლიტიკაში ფერის – მრავალფეროვნების შემოტანის სურვილით და ჩემი გააზრებული მიზანმიმართული სვლით! თქვენი რეფორმების პატივისმცემლად ვრჩები, პოლიტიკაში იმ შეცდომების არ დასაშვებად მოვდივარ, რომელიც იმ დიდ რეფორმებთან ერთად თქვენ დაუშვით (ვითვალისწინებ რუსეთის უშიშროების მიერ “ ჩატარებულ”იმ დროინდელ “ ტროლ-მართალ- ჭორებს” ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ) მეტი აღარ გავაგრძელებ, რადგან საკუთარ თავს, ხალხს და თქვენ პატივს გცემთ, იმ პირობებში და თქვენს გარშემო მყოფ „ტროლ დოქსოფულოების“ გარემოცვაში (ოკუპანტის მიერ ტერორს ვგულისხმობ) რომ მოახერხეთ სახელმწიფოს შენება!!! დიახ, რეფორმები და სახ.ინსტიტუციების შენება, აღვნიშნე და ყველგან ვამბობ, რომ ეს ასეა, რადგან ხომ გაგიგონიათ: „უმადური კაცი დასაკლავად გამზადებულ პირუტყვს ჰგავსო“…… ახლა კი , აღარ გავაგრძელებ ოპონირებას არ ვაპირებ, რადგან ქვეყანა „ცაიტნოტშია“, დასავლეთის მომხრეებში დაპირისპირირება ივანიშვილ- პუტინის გამარჯვებაა! მიკვირს, თქვენ არ უნდა გესწავლებოდეთ ეს! ჩემი გულწრფელი მეგობრული რჩევაა ასე არ თქვათ – „შავ-თეთრი“, არა! შეიძლება მაქედან შავ-თეთრად ჩანს ყველაფერი შორი გზიდან?! და კიდევ, ბევრი ადამიანი- პოლიტიკოსი მინახავს „ჭორების მოსმენით“ აღელვებული, ( ამას ადამიანების გასაგიჟებლად მოგეხესენებათ , რუსეთი -აკეთებს მუდმივად)რასაც არასწორი ნაბიჯები მოჰყვება როგორც წესი! არ გაიმეოროთ სხვისი შეცდომა, ქვეყნისთვის არ იქნება კარგი, მითუმეტეს არც თქვენთვის! წინ ფერადი ქვეყნის აღმშენებლობისკენ, ერთად დასავლური ღირებულებები! სამშობლოში დაბრუნებას გისურვებთ-ოღონდ შავ-თეთრში არა, გაფერადებულ საქართველოში-ჩვენ ორხმიანი არა, მრავალხმიანობის ქვეყანა ვართ“, – წერს ჩარკვიანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

დონალდ ტრამპი – ჩვენ გვსურს, როგორც ჩინეთის, ასევე აშშ-ის სასიკეთოდ, ჩინეთის ბაზრის გახსნა ამერიკული ბიზნესისთვის, შვეიცარიაში ჩინეთის წარმომადგენლებთან წარმატებული შეხვედრა შედგა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დადებითად აფასებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებს.აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მოხდა „ურთიერთობების სრული განახლება მეგობრულ, მაგრამ კონსტრუქციულ გარემოში“.„დღეს შვეიცარიაში ჩინეთთან ძალიან წარმატებული შეხვედრა შედგა. განხილულ იყო მრავალი საკითხი და მიღწეულ იქნა შეთანხმებები მრავალ სფეროში. ჩვენ გვსურს, როგორც ჩინეთის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სასიკეთოდ, ჩინეთის ბაზრის გახსნა ამერიკული ბიზნესისთვის“, – აღნიშნავს ტრამპი და დასძენს, რომ მიღწეულია „დიდი პროგრესი“.ცნობისთვის, 7 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი ჩინეთის ოფიციალურ პირებს შვეიცარიაში შეხვდებოდნენ.

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

ბოლო სიახლეები