პარტია „კანონისა და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი თამარ ჩერგოლეიშვილსა და გიგა ბოკერიას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ისინი მუდამ პოლიტიკური პროცესის დამშლელები არიან. ჩარკვიანის შეფასებით, მათ პოლიტიკური უარი უნდა გამოუცხადონ.
თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ჩერგოლეიშვილმა-ბოკერიამ ძველი პარტია დაანაწევრეს, შემდეგ კი არჩევნებში განულდნენ.
„„გაათრიეთ“ ეს ცოლ-ქმარი ბოკერია-ჩერგო პოლიტ. „სცენიდან“, მუდამ პროცესის დამშლელები, ეს მრავალწლიანი კატასტროფა ქართული პოლიტიკისა, ციხის ბუნტის დროს სროლის დაწყებაში მხილებული (პატიმრების უფლებადამცველი ე.თევდორაძის ღია ჩვენებით სასამართლოზე ), რუსებზე (გაზპრომისთვის) ბიზნესის მიმყიდველები დიდ ფულად, ს.მოლაშვილის ღია ჩვენებით პატიმრების წამებაში მხილებული ბოკერია, ყველა ოპო პროცესის დამშლელი……
გამოუცხადეთ მათ პოლიტიკური უარი, ხალხმა ისინი გაანულა არჩევნებში, მაშ ვინ „აცოცხლებს“ მათ ხელოვნურად, ნუთუ რთული მისახვედრია??? ბოკერიამ გუშინ განაცხადა აქციაზე – „ეს ჩვენი აქციაა, ჩვენ დავაანონსეთო“. ანუ ჩვენია, ყველასი არაო…. წარმოგიდგენიათ, რას ბედავს ეს უტიფარი თავხედი??!! გუშინ აქციაზე, სააკაშვილის „პლაკატის“ თემა საბაბ-მიზეზი იყო, ხელოვნურად წამოწია ამ უკვე კარიკატურად გადაქცეულმა ცოლ-ქმარმა…
სინამდვილეში კი ასეა:
ბოკერია იყო ყოფილი ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მდივანი, მასთან ამ „ოცნების ხელისუფლებას“, არც წულუკიანის კომისიაზე მიუწვევია ვინმეს, კითხვაც კი არ დაუსვამს რაიმეზე, მიუხედავათ პატიმრების, თუ მაშინდელი უფლებისდამცველის ღია ჩვენებებისა, ფაქტიურად ბრალდებისა!
ეს ხელისუფლება ანგარიშს რომ არ უწევს დასავლეთს ვხედავთ, ამიტომ იმის ფიქრი, რომ ეს ცოლ-ქმარი, ანუ ბოკერია-ჩერგო დასავლეთისგან არის დაცული, სიცრუეა – ტყუილია (ჩერგოს მოგონილი ჭორია, ხალხის შეცდომაში შესაყვანად და თავის დასაცავად, რომ გაიხანგრძლივოს პოლიტ არსებობა უკვე განულებულმა), გაზპრომისთვის ბიზნესის მიმყიდველი, რომელსაც პასუხს არაფერზე სთხოვენ (კითხვასაც კი არ უსვამენ) მაშინ, როცა ყოფილი ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მდივანი იყო ბოკერია, როგორ ფიქრობთ ვისი დაცვის ქვეშ არის ახლა??
ფაქტია, რომ ამ „ოცნების“ ხელისუფლების მიერ უარყოფილი დასავლეთის დაცვის ქვეშ არა! ეს ფაქტია! ძველი პარტია დაანაწევრეს, მერე განულდნენ, შემდეგ ახალი სახელი მოიგონეს ხალხის მიერ განულებულმა „ყვარყვარეებმა“ – პარტია „ფედერალისტები“, სახელსაც მიაქციეთ ყურადღება, შემთხვევითი არ გეგონოთ,
საქართველოს დანაწევრება სურთ „ფედერალურად“ (ეს ძველი რუსული გეგმაა, ჯერ კიდევ ჟირინოვსკის გაახმოვანებინეს ხომ გახსოვთ?!) ზუსტად ისე, როგორც პოლიტ პროცესს ანაწევრებენ და შლიან, წლებია, უკვე ამას აკეთებს ეს „ცოლ-ქმარი“!
იფიქრე, საქართველოვ!
იფიქრე, ჩემო ძვირფასო!
იფიქრე, შენ გენაცვალე“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

