ორშაბათი, მარტი 31, 2025

თავდაცვის ძალები დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ერთვება

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ერთვება. შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებასა და მოსახლეობის დახმარებას სპეციალური ტექნიკით დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები უკვე ახორციელებენ.

თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რატომ ვატარებთ ამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ პროცესს? იმიტომ, რომ რეალური ოპოზიცია გაჩნდეს ჩვენს ქვეყანაში და არა ის აგენტურული ქსელი, რომელიც დღეს სულს ღაფავს – დავით...

ზუსტად ესმით ადამიანებს, რა უნდა აკეთო იმისთვის, რომ იყო ოპოზიციონერი მმართველი პარტიის და არა საკუთარი ქვეყნის და სამშობლოსი - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი  აცხადებს.დავით მათიკაშვილის თქმითვე, ყველა მმართველ პარტიას სჭირდება ოპოზიცია და ეს არის უმრავლესობის ნომერ პირველი სურვილი. მისივე თქმით, ქვეყანაში საჭიროა რეალური ოპოზიცია და არა ის აგენტურული ქსელი, რომელმაც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მრავალი დანაშაული ჩაიდინა."ქართველები არიან ძალიან ნიჭიერი ხალხი. საქართველოში ძალიან გამოცდილი და გაზრდილი ელექტორატია და ზუსტად ესმით ადამიანებს, რა უნდა აკეთო იმისთვის, რომ იყო ოპოზიციონერი მმართველი პარტიის და არა საკუთარი ქვეყნის და სამშობლოსი. სამშობლოს კი არ უდგე ოპოზიციაში, ევროპული და ამერიკული დერეფნების სირბილში კი არ გაიცვითო "ტუფლები", რომ შენს ქვეყანას სანქციები დაუწესე, არ შეიყვანო ევროკავშირში, არ მისცე კანდიდატის სტატუსი და ა.შ., არამედ მმართველ პარტიას ედგე ოპოზიციაში. ყველა მმართველ პარტიას სჭირდება ოპოზიცია და ეს არის ნომერ პირველი სურვილი ჩვენი. ჩვენ რატომ დავგეგმეთ და რატომ ვაკეთებთ ამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ პროცესს? იმიტომ, რომ რეალური ოპოზიცია გაჩნდეს ჩვენს ქვეყანაში და არა ის აგენტურული ქსელი, რომელიც სულს ღაფავს დღეს, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ იმდენი დანაშაული და სისაძაგლე ჩაიდინეს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ, რომ კი ეს ბუნებრივია სასამართლოს განსახილველი საქმეა, მაგრამ საზოგადოებამ ხომ ყველაფერი ძალიან კარგად იცის?!როდესაც უსმენს ამ უსაშინლეს ისტორიებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიიდან, ახალგაზრდებმა ეს ყველაფერი არ იციან, მაგრამ ჩვენი თაობის ადამიანებმა, ჩვენს უფროსი თაობის ხალხმა ხომ კარგად იცის, მათ ხომ ახსენდებათ, რა კატასტროფის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა და სად ცხოვრობდნენ ქართველები თუ არა 2012 წელი, თუ არა ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" და მართლა ამ სისასტიკის და სადიზმის ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურ სანაგვეზე მოცილება? ეს ყველაფერი იმის ერთადერთი გზა არის, რომ ქვეყანაში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი და მართლაც, ერთხელ და სამუდამოდ აქ გაჩნდეს რეალური ჯანსაღი ოპოზიცია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მარინ ლე პენი – მილიონობით ფრანგი აღშფოთებულია იმის ნახვით, რომ საფრანგეთში, ადამიანის უფლებათა ქვეყანაში, მოსამართლეებმა მიიღეს ზომები, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ამის შესახებ ლე პენმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ეს ლე პენის პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც საფრანგეთის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე.ლე პენის თქმით, ის გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ უდანაშაულოა.„მილიონობით ფრანგი აღშფოთებულია იმის ნახვით, რომ საფრანგეთში, ადამიანის უფლებათა ქვეყანაში, მოსამართლეებმა მიიღეს ზომები, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი“, – ამბობს ეროვნული გაერთიანების ლიდერი.ლე პენი აღნიშნავს, რომ დემოკრატია არის, როდესაც გადაწყვეტილებას ამომრჩეველი იღებს.„მილიონობით ფრანგი მენდობა. მე 30 წელია, თქვენთვის ვიბრძვი. მე არ ვარ სულიერად გატეხილი. თქვენ მსგავსად, მეც გაოგნებული ვარ, მაგრამ ეს აღშფოთება, ეს უსამართლობის განცდა, დამატებითი ბიძგია იმ ბრძოლისთვის, რომელსაც ამომრჩევლებისთვის ვაწარმოებ“, – თქვა ლე პენმა.ცნობისთვის, მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი სასჯელია, მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.უწყება აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს მოუწოდებს პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.„საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.აქციის მონაწილეებს, სრული შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში. აქციის მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო პიროტექნიკის გამოყენება, მათ შორის პარლამენტის შენობის მიმართულებითაც, რაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილე პირებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მიღებულია ზომები, რათა აღარ განმეორდეს Signal-ის ჩატის მსგავსი შემთხვევა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მიღებულია ზომები, რათა აღარ განმეორდეს Signal-ის ჩატის მსგავსი შემთხვევა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.ლევიტს არ დაუკონკრეტებია, რა სახის ზომებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ამ საქმეს დახურულად მიიჩნევს.„როგორც პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა, მაიკ უოლცი კვლავ რჩება მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მნიშვნელოვან წევრად. ეს საქმე თეთრ სახლში დახურულია. მიღებულია ზომები, რათა მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. პრეზიდენტი, მაიკ უოლცი და მისი მთელი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ძალიან კარგად მუშაობენ ერთად. თუ თქვენ დააკვირდებით, ნახავთ, რამდენად უფრო უსაფრთხოა ამერიკის შეერთებული შტატები ამ გუნდის ხელმძღვანელობით“, – თქვა ლევიტმა.შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით დაამატა ჯგუფურ ჩატში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა. მოგვიანებით ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა უოლცმა აიღო.

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სქემმონაზონი ელისაბედის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„ამა წლის 30 მარტს 104 წლის ასაკში გარდაიცვალა ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტრის წევრი, სქემმონაზონი ელისაბედი (ქაშაკაშვილი).სქემმონაზონი ელისაბედი დაიკრძალება ხვალ, 1-ელ აპრილს ამავე მონასტრის ეზოში.მწუხარებას გამოვთქვამთ სქემმონაზონ ელისაბედის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ურბნისისა და რუისის ეპარქიას, მონასტრის წევრებსა და განსვენებულის ოჯახს.უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული სქემმონაზონი ელისაბედი“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები