კვირა, მარტი 22, 2026

თავდაცვის სამინისტროში „ოჯახების მზადყოფნის პროგრამა“ იწყება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის ფარგლებში, „ოჯახების მზადყოფნის პროგრამა“ იწყება. „ოჯახების მზადყოფნის პროგრამის“ დოკუმენტზე ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდამჭერი სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიცეპოლკოვნიკმა მაიკლ ლიპერმამოაწერეს.

„ოჯახების მზადყოფნის პროგრამა“ მიზნად სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვას, მოტივაციის გაზრდას, ასევე კრიზისულ სიტუაციებში სამშვიდობო მისიაში მყოფი სამხედროების ოჯახის წევრების მხარდაჭერასა და მათი განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროგრამის ფარგლებში, სამშვიდობო მისიაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისათვის საინფორმაციო, შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და სხვა ღონისძიების გამართვა იგეგმება.

დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალამდე გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, ასევე თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჩარლზ III: ღრმა მწუხარებით შევიტყვე ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში,...

ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-ის მიმართვაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისადმი.„ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწეობას, სულიერ მეგზურობას და ქართველი ხალხის მუდმივ მსახურებას. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს.გამოვხატავ ჩემს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მორწმუნეების, ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას“, - აღნიშნულია ჩარლზ III-ის წერილში.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოში ჩამოვიდა

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია. ის საქართველოში ილია II-ის პატივის მისაგებად ჩამოვიდა. მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად წესის აგების მსახურებაში მიიღებს მონაწილეობას.დღეს პატრიარქს სამებიდან სიონისკენ ფეხით მსვლელობით გადაასვენებენ, სადაც დაკრძალვა გაიმართება.ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.

მეუფე ნიკოლოზი – პატრიარქმა ერთხელ ბიბლიაში გვაჩვენა, ეკლესიას უწერია – „ერთი კარი რომ იკეტება, მეორე კარი იღება“, ახლა ერთი დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ იმედი...

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, სიონის საკათედრო ტაძრისკენ პატრიარქის გადასვენება 15:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი სამების ტაძარში წესის აგება შესრულდება.„09:00 საათზე დაიწყება წირვა, რომელსაც შეასრულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება, 12:00 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი, მისი ყოვლად უწმინდესობა ბართლომეოსი. წესის აგება დასრულდება დაახლოებით საათ-ნახევარში, ორ საათში. ამის შემდეგ, 15:00 საათზე დაიწყება გადასვენება და დაიძვრება პროცესია სიონისკენ. მართალი გითხრათ, ვეღარ წარმომიდგენია, სიონის ტაძარში ვინ შეძლებს შესვლას და როგორ იქნება, ალბათ ყველა დელეგაციაც ვერ მოხვდება ტაძარში, ადგილი არ არის ფიზიკურად.ასე წერია ბიბლიაში, პატრიარქმა გვაჩვენა ერთხელ, მიგვითითა, რომ ეკლესიას უწერია: ერთი კარი რომ იკეტება, მეორე კარი იღება. ახლა ერთი დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დონალდ ტუსკი – ბუდაპეშტში გამართულ პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების შეხვედრაში პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა საბედისწერო შეცდომაა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყნის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) მონაწილეობის გამო აკრიტიკებს.მისივე თქმით, პოლონეთის პრეზიდენტის მხრიდან „პრორუს და ევროსკეპტიკოს პოლიტიკოსებთან“ ერთად კონფერენციაზე გამოსვლა „საბედისწერო შეცდომაა“.„პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების ბუდაპეშტის შეხვედრაში საბედისწერო შეცდომაა და ევროკავშირის დასუსტებისა და პუტინის გაძლიერების სახიფათო სტრატეგიის დადასტურებაა“, – დაწერა დონალდ ტუსკმა.

ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დღეს, 22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან, კერძოდ კახეთიდან და ქვემო-ქართლიდან ჩამოსული ავტომანქანების პარკირებისთვის განკუთვნილი იქნება შემდეგი ლოკაციები:ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ასევე კრწანისის მოედნიდან აბანოებამდე მარჯვენა სანაპიროზე.ამასთან, დასავლეთიდან წამოსული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი პარკირების ადგილი გამოყოფილი იქნება:პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და ასევე თავისუფლების მოედანზე.

ბოლო სიახლეები