კვირა, ივნისი 22, 2025

ზურიკო დავითაშვილის დამატება საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბს „რენს“ სურს

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარი „რენი“ ზურიკო დავითაშვილის დამატებას განიხილავს, — „სენტ-ეტიენის“ ქართველ თავდამსხმელზე ინფორმაციას პოპულარული ფრანგული გამოცემა L’Équipe-ი ავრცელებს.

„გასულ სეზონში „რენი“ ცხრილის შუაში აღმოჩნდა, რაც კლუბის ხელმძღვანელობისთვის იმედგაცრუების საფუძველი გახდა, თუმცა ახალი სეზონისთვის გუნდი მნიშვნელოვნად განახლდება. რამდენიმე მოთამაშეს გაუშვებენ, რადგან ბრეტონულ კლუბში არაერთი ფეხბურთელია, რომელიც სათამაშო წუთებს ვერ იღებს. ამასთან ერთად, კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ლოიკ დეზირე რამდენიმე ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობს.

ცნობილია, რომ „რენი“ გარემარბის შეძენას ცდილობს, ხოლო ერთ-ერთ სამიზნედ ზურიკო დავითაშვილი შეირჩა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურობით არ გამოირჩეოდა, წელი მაინც შედეგიანად დაასრულა — ლიგა 1-ის ეგიდით გამართულ შეხვედრებში მან 17 გოლში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„სენტ-ეტიენმა“ გასული სეზონი ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილზე დაასრულა და ლიგა 2-ში დაქვეითდა. თუმცა კლუბის მყარი ფინანსური მდგომარეობა იმას ნიშნავს, რომ, სხვა გავარდნილი გუნდებისგან განსხვავებით, მათ არ მოუწევთ მოთამაშეების იძულებით გაყიდვა. გავრცელებული ინფორმაციით, დავითაშვილით თურქული კლუბებიც ინტერესდებიან, თუმცა ამ ეტაპზე „სენტ-ეტიენს“ კონკრეტული წინადადება მიუღია“, – წერს გამოცემა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ასეთი პასუხი გამცა, რისთვის გამოვიარე ამხელა გზაო…“ – რა ვიდეო ვრცელდება ლომისას წმინდა გიორგის ტაძრიდან

ლომისას წმინდა გიორგის ტაძრიდან ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ატარებს პატარა გოგონა მძიმე ჯაჭვს.ლომისის ჯაჭვი ლომისის ხატის ატრიბუტია. ეს არის საყელურიანი, დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება ლომისას, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და აწ უკვე ქრისტიანულ ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.ვიდეოს სოციალურ ქსელში გოგონა მშობელი ავრცელებს და წერს:„რომ ვუთხარი მძიმეა ეს ჯაჭვი მისთვის, ასეთი პასუხი გამცა, რისთვის გამოვიარე ამხელა გზაო. მადლობელი ვარ  ბიჭებო, რომ არ დასწყვიტეთ გული ჩემს კუდრაჭას...“  

ზურიკო დავითაშვილით „ნანტიც“ დაინტერესდა

ზურიკო დავითაშვილით „ნანტიც“ დაინტერესდა, მაგრამ პრობლემა ქართველის კლუბის, „სენტ-ეტიენის“ მიერ წამოყენებული ფინანსური მოთხოვნაა – ინფორმაციას footboom1 ავრცელებს.„ზურიკო დავითაშვილი, „სენტ-ეტიენის“ დინამიკური ვინგერი კლუბის წარუმატებლობის შემდეგ ლიგა 2-ში თამაშს არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ის გუნდში ახალი სეზონის წინ შეკრებაზე გამოცხადდა, მისი წასვლის შესახებ ხმები უკვე ვრცელდება.თუმცა „სენტ-ეტიენი“ 15 მილიონ ევროს ითხოვს.ქართველი ფეხბურთელი რამდენიმე კლუბის ყურადღებას იპყრობს, მათ შორის არიან „სტრასბურგი“, „რენი“ და ახლა უკვე „ნანტიც“. ამასთან, მისდამი ინტერესს თურქეთის კლუბებიც იჩენენ, თუმცა „სენტ-ეტიენში“ ოფიციალური შეთავაზება არ დაფიქსირებულა.დავითაშვილს ლიგა 1 იზიდავს, რაც გასაკვირი არ არის – ქართველი თავდამსხმელი კვლავ მაღალ დონეზე ასპარეზობას ცდილობს. თუმცა „ნანტის“ ინტერესი სატრანსფერო ფასზეა დამოკიდებულია“, – წერს footboom1.ზურიკო დავითაშვილმა, „სენტ-ეტიენის” გავარდნის მიუხედავად, კარგი სეზონი ჩაატარა და ანგარიშზე 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

პაპი ლეო XIV – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელოვნური ინტელექტი ფუნქციონირებს ადამიანების საკეთილდღეოდ და არა მათ ჩასანაცვლებლად

რომის პაპმა პოლიტიკოსები ხელოვნური ინტელექტით შექმნილი გამოწვევების შესახებ გააფრთხილა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებზე ხელოვნური ინტელექტის პოტენციური ზემოქმედების შესახებ ისაუბრა.ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და 68 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები ესწრებოდნენ, რომის პაპმა ხელახლა განიხილა თემა, რომელიც მან პაპობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ წამოჭრა.„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანების საკეთილდღეოდ ფუნქციონირებს, როგორც ინსტრუმენტი – არა მათ დასაკნინებლად, არა მათ ჩასანაცვლებლად. ის, რაც ჩნდება, სინამდვილეში მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც დიდ ყურადღებას და შორსმჭვრეტელობას მოითხოვს, რათა ახალი სცენარების კონტექსტშიც კი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობების საკეთილდღეოდ, ჯანსაღი, სამართლიანი და ჯანსაღი ცხოვრების წესი შეიქმნას“, – აღნიშნა რომის პაპმა, ლეო XIV-მ.

საქართველოს საპატრიარქო 19 ივნისის სინოდალური კომისიის სხდომაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 19 ივნისის სინოდალური კომისიის სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.როგორც საპარტიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული, სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.„მიმდინარე წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის გაფართოებული სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა.სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.მოსმენილის საფუძველზე, გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, რომ, საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გველესიანმა „პერსეპოლისი“ დატოვა – მიზეზი საომარი ვითარებაა

გიორგი გევლესიანმა „პერსეპოლისი“ ირანში არსებული საომარი მდგომარეობის გამო დატოვა – ინფორმაციას ირანული გამოცემა eghtesadazad-ი ავრცელებს.„ირანული გუნდები ლეგიონერებმა დატოვეს. ამჟამად არსებულმა სამხედრო ვითარებამ უცხოელი მოთამაშეებისა და მწვრთნელების ყოფნის შესაძლებლობა თითქმის ნულამდე შეამცირა. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელმა მოთამაშემ ან მწვრთნელმა ჩვენს ქვეყანაში წასვლა მოისურვოს.ცნობილი გახდა, რომ ირანულ ფეხბურთსა და „პერსეპოლისში“ მრავალწლიანი ასპარეზობის შემდეგ ქვეყანა და გუნდი გიორგი გველესიანმა დატოვა. ის კარგად იცნობს ქვეყანაში არსებულ ცხოვრების პირობებს.ვრცელდება ხმები, რომ ზოგიერთი ლეგიონერი – და მათ შორის გველესიანი – გუნდებს დაუბრუნდებიან, როდესაც ვითარება შეიცვლება. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და ამჟამინდელ სიტუაციაში ვინ მოვა და ვინ წავა, ამის შესახებ მეტი არაფერია ცნობილი“, – წერს ირანული გამოცემა.გიორგი გველესიანმა საკლუბო კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო. შემდეგ ირანში გადავიდა, სადაც თამაშობდა „ზობ აჰანში“, „ნასაჯში“ , „სეპაჰანში“ და ბოლოს – „პერსეპოლისში“.

ბოლო სიახლეები