მსახიობი მათე მიქაბერიძე საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიზარდა, იქვე მიიღო სამსახიობო განათლება და საკმაო გამოცდილებაც დაუგროვდა. სულ ცოტა ხნის წინ კი ქართულ პროექტში მოწვევას დათანხმდა და სერიალ “ცვალებად ნიშნებში” გამოჩნდა.
თავად ამბობს, რომ ძალიან გაუხარდა ეს შემოთავაზება, რადგან საქართველო მისი სამშობლოა და აქ მუშაობა ყველაფერს ურჩევნია.
აღსანიშნავია, რომ მათე ცნობილი ქართული ოჯახის შთამომავალია – მისი ბებია და ბაბუა ზურიკელასა და მერის ლეგენდარული შემსრულებლები არიან – ამჟამად კარდიოლოგი სერგო ორჯონიკიძე და მსახიობი და მოცეკვავე მანანა აბაზაძე.
წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს და შვილიშვილები.
ეს კი მათეს პატარა ინტერვიუ, სადაც თავის სამსახიობო გამოცდილებაზე ყვება.