ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025

ზურაბ ჯაფარიძე: ახლა მაგიდაზე სამი სცენარი დევს და ჩემთვის სამივე მისაღებია, როცა დრო მოვა, შემდეგ გადავწყვიტოთ

ახლა მაგიდაზე სამი სცენარი დევს და ჩემთვის სამივე მისაღებია, როცა დრო მოვა, შემდეგ გადავწყვიტოთ, ვერც მაგაში ვხედავ პრობლემას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მსჯელობს ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარების ადმინისტრირების საკითხებსა და წესებზე.

„ჩვენ ვმსჯელობთ, როდესაც ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება, როგორ უნდა ჩატარდეს, როგორი უნდა იყოს ადმინისტრირება, წესები და ა.შ. ამაზე არსებობს ერთიანი ხედვა, ყველა არის შეთანხმებული. განსხვავებული ხედვები არსებობს იმაზე, როგორ შეიძლება, ეს გაკეთდეს – დასჭირდება თუ არა ამას საკანონმდებლო ცვლილებები,  თუ დასჭირდება, როგორ უნდა განხორციელდეს, თუ არ დასჭირდება, მაშინ რაღაცა სხვა გზა იყოს მოძებნილი. ამაზე მიდის დისკუსია. არანაირი შეუთანხმებლობა არ არსებობს, ხედვა არის ერთიანი, უბრალოდ დეტალებზეა საუბარი. ჩემი პოზიციაა, რომ ახლა მაგიდაზე დევს სამი სცენარი და ჩემთვის სამივე არის მისაღები. ყველა რომ დარჩეს და როცა დრო მოვა, შემდეგ გადავწყვიტოთ, ვერც მაგაში ვხედავ პრობლემას. გვინდა, თუ გამოვა, იქნებ ერთიან, საერთო სცენარზე შევთანხმდეთ. დღეს-ხვალ შეიძლება შევთანხმდეთ, ან დარჩეს სამივე სცენარი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში

საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან/თანამომხსენებლებთან საინტერესო შეხვედრა მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი მოსაზრებები და განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები. „საინტერესო შეხვედრა მქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან/თანამომხსენებლებთან საქართველოს საკითხებში: კლოდ კერნსა და ედიტ ესტრელასთან. შეხვედრაზე ერთმანეთს გავუზიარეთ მნიშვნელოვანი მოსაზრებები და განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ძირითად საკითხებზე, მათ შორის ჩვენი დემოკრატიული რეფორმის დღის წესრიგსა და ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში“, – წერს პრემიერ-მინისტრი.    

დავით მათიკაშვილი: კანონიერად ჩატარებულ არჩევნებს განმეორება არ სჭირდება

არავინ აპირებს თავს მოხვეული და ნაძალადევი განმეორებითი არჩევნების ჩატარებას, სისულელეა, ასეთ ნაბიჯს არავინ გადადგამს, ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ კანონიერად ჩატარებულ არჩევნებს განმეორება არ სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა უნდა შეეგუოს იმ შედეგებს, რა შედეგებიც დაიდო და საქართველოსთან ურთიერთობა გააგრძელოს. „ნულოვანი ღირებულება აქვს სალომე ზურაბიშვილს და ყველა იმ პერსონას, რომელიც მათთან სამომავლო მიზნებზე რაიმე ფორმით კონსულტაციას მართავს. არჩევნები, რომელიც საქართველოში მაღალი სტანდარტით ჩატარდა და ასეთად აღიარებული იყო ეუთო/ოდირის მიერ, რაზეც პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებამ შუალედური დასკვნით დაადასტურა, რომ არანაირ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, ამ არჩევნების შედეგად შედგა ლეგიტიმური პარლამენტი, ნდობა გამოეცხადა მთავრობას და პროცესი ჩვენს ქვეყანაში მაღალი დემოკრატიულობის ხარისხით მიმდინარეობს. კანონის გვერდის ავლით საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევის „ნაცური“ სურვილები ფიასკოსთვის არის განწირული. არავინ აპირებს თავს მოხვეული და ნაძალადევი განმეორებითი არჩევნების ჩატარებას, რადგან ეს სისულელეა. ასეთ ნაბიჯს, ბუნებრივია, არავინ არ გადადგამს, ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ კანონიერად ჩატარებულ არჩევნებს განმეორება ნამდვილად არ სჭირდება. ყველა შეეგუოს ამ შედეგებს, რა შედეგებიც დაიდო და საქართველოსთან ურთიერთობა გააგრძელოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პოლიტიკა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის...

„როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტმა დეპუტატმა შეიტანა ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების სანქცირება”, – განცხადებას ამის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დღეს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო აღნიშნავს იმასაც, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადი გახდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი, უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა. „ქართულ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ისტორიულად, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც ძლიერი, სუვერენული და პროგრესული სახელმწიფო, რომლის წიაღშიც განვითარდა სამართლის უზენაესობის იდეა და ადამიანის ძირითადი უფლებები. სწორედ ინგლისში წარმოიშვა საპროცესო ძირითადი უფლებები და კონკრეტულად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის თანახმად ადამიანისთვის სანქციის შეფარდებამდე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სათანადო მოსმენა და უტყუარი მტკიცებულებებით სანქციის გამყარება. გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა. ყველას გვახსოვს ხუთი უსამართლო და სამარცხვინო, ანტიქართული რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დასჯას და კრიმინალების განთავისუფლებას ითხოვდა. ყველას გვახსოვს უსამართლო და სამარცხვინო უკრაინული სანქციები ქართველი პოლიტიკოსების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომელიც არავითარი ფაქტით და მტკიცებულებით არ იყო გამყარებული. ყველას გვახსოვს ლიეტუვისა და ესტონეთის ანტიქართული გადაწყვეტილება ქართველი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების შეფარდების თაობაზე, რომელიც, ასევე, არავითარ ფაქტებს და მტკიცებულებებს არ ემყარებოდა. უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი. დღეს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, საქართველოში ადამიანების მკვლელობისა და წამების, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცებისა და არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა შეუნარჩუნა და ეკონომიკა გაუსამმაგა, დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით,გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს. სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის,როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს,ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა”, – აღნიშნულია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

ლევან ბეჟაშვილი – ჩამოვყალიბდით პოლიტიკურ გზავნილებზე, რომლებიც ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს აშშ-ში

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლების შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც ზურაბიშვილმა აშშ-ში პარტნიორებთან შეხვედრისას უნდა გააჟღეროს. როგორც ბეჟაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, საუბრის თემა ასევე შეეხებოდა ხელახალ არჩევნებს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში მიემგზავრება. ის დაესწრება ინაუგურაციის პროცესს და ეს უკვე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია, რითაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმის არჩევნებს და დაკომპლექტებულ მთავრობას, ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით. მნიშვნელოვანია, რა პოლიტიკურ გზავნილებს ჩაიტანს სალომე ზურაბიშვილი. დღევანდელი შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც უნდა გაჟღერდეს ჩვენ პარტნიორებთან საუბრის დროს. ამავე დროს არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოებას მზაობა უნდა ჰქონდეს, ამ საკითხებზე მუშაობა გაგრძელდება. საუბარია დეტალური გეგმის გაწერაზე. ძირითადად ჩამოვყალიბდით იმ გზავნილებზე, რომლებიც პოლიტიკურ გზავნილის სახით სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს აშშ-ში“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტმა დეპუტატმა შეიტანა ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების სანქცირება. ქართულ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ისტორიულად, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც ძლიერი, სუვერენული და პროგრესული სახელმწიფო, რომლის წიაღშიც განვითარდა სამართლის უზენაესობის იდეა და ადამიანის ძირითადი უფლებები. სწორედ ინგლისში წარმოიშვა საპროცესო ძირითადი უფლებები და კონკრეტულად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის თანახმად ადამიანისთვის სანქციის შეფარდებამდე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სათანადო მოსმენა და უტყუარი მტკიცებულებებით სანქციის გამყარება. გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა. ყველას გვახსოვს ხუთი უსამართლო და სამარცხვინო, ანტიქართული რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დასჯას და კრიმინალების განთავისუფლებას ითხოვდა. ყველას გვახსოვს უსამართლო და სამარცხვინო უკრაინული სანქციები ქართველი პოლიტიკოსების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომელიც არავითარი ფაქტით და მტკიცებულებით არ იყო გამყარებული. ყველას გვახსოვს ლიეტუვისა და ესტონეთის ანტიქართული გადაწყვეტილება ქართველი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების შეფარდების თაობაზე, რომელიც, ასევე, არავითარ ფაქტებს და მტკიცებულებებს არ ემყარებოდა. უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი. დღეს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, საქართველოში ადამიანების მკვლელობისა და წამების, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცებისა და არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა შეუნარჩუნა და ეკონომიკა გაუსამმაგა, დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს. სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა.

ბოლო სიახლეები