კვირა, სექტემბერი 20, 2026

ზურაბ ქადაგიძე: ფსონის დადება ამ ოპოზიციურ სპექტრზე, რომელიც არის აბსოლუტურად განულებული, ავტომატურად ნიშნავს წაგებას

რა თქმა უნდა, ახლა ეს უკვე „ორჯერ ორი ოთხივით“ არის. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას ემსახურებოდა შარშანდელი უსამართლო დამოკიდებულება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ და რას ემსახურება ის 12 რეკომენდაცია და უკაცრავად ამ სიტყვაზე, „იწილო-ბიწილო“, რასაც ჩვენ ვხედავთ, ფოტიგა, კრამონები, კუბილუისები რას არ კადრულობენ, რეალურად ყველანაირად შეურაცხყოფას გვაყენებენ, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ისაუბრა.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დღევანდელ ოპოზიციას არ გააჩნია იმის საშუალება, რომ ხელისუფლება შეცვალოს.

„რა თქმა უნდა, ახლა ეს უკვე „ორჯერ ორი ოთხივით“ არის. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას ემსახურებოდა შარშანდელი უსამართლო დამოკიდებულება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ და რას ემსახურება ის 12 რეკომენდაცია და უკაცრავად ამ სიტყვაზე, „იწილო-ბიწილო“, რასაც ჩვენ ვხედავთ, ფოტიგა, კრამონები, კუბილუისები რას არ კადრულობენ, რეალურად ყველანაირად შეურაცხყოფას გვაყენებენ. რისთვისაა და რას ემსახურება ეს ყველაფერი? ერთადერთი საშუალება, რომ საქართველოში რევოლუციური პროცესები დაიწყოს და რადიკალიზაცია მოხდეს, ეს არის სტატუსი. მაგრამ ერთი რამ დაავიწყდათ ამ ოპოზიციურ უკაცრავად „ბაკქანალიაში“, რასაც ჩვენი ოპოზიცია წარმოადგენს, ეს ნარატივიც ვერ დაიჭირეს და თვითონ გააფუჭეს პროცესები. რეალურად, საზოგადოება მიხვდა, ვინ ემსახურება სტატუსის საბოტირებას და ვინ ემსახურება რეალურად ამ სტატუსის მოპოვების მცდელობას და აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს, რაც რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით კეთდება. 2 დღის წინ მეათე რეკომენდაციაც იქნა ჩახურული ხელისუფლების მხრიდან. გამოდიან და საუბრობენ იმაზე, რომ ახლა, როდესაც შანსი გაჩნდა, საქართველომ სტატუსი მოიპოვოს, ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, ეს სტატუსი ხალხს ეკუთვნის და ხელისუფლებამ არ მიიწეროსო. ძალიან კარგად იციან, რომ ეს სტატუტი ავტომატურად ეკუთვნის სრულიად საქართველოს, არ ეკუთვნის კონკრეტულ პიროვნებას და პოლიტიკურ ჯგუფს. მაგრამ ის ბენეფიტი და რეალურად გაკეთებული საქმე, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ დიახ, ლომი წილი აქვს გაწეული სახელმწიფოს, ხელისუფლებას. ხალხო, დღევანდელ ოპოზიციას შევხედოთ. წარმოვიდგინოთ, რა საშინელ მდგომარეობაშია დღევანდელი ოპოზიცია.

საპარლამენტო ოპოზიციიდან დავიწყოთ: ოპოზიცია, რომელიც ამბობს ჩემი პატრიარქი არის აშშ-ს ელჩი. ოპოზიცია, რომელსაც არანაირი პირი არ გააჩნია და გუშინ ვინც აგინებდა პირობითად, კეზერაშვილს, დღეს კეზერაშვილის კართან ყელმოღერებით ფულს ითხოვს. ოპოზიციას, რომელსაც არ გააჩნია არანაირი პირობა და არიან იქ ადამიანები, რომლებიც საუბრობენ თითქოს სოციალურ თემატიკაზე, არადა მეორე წუთში საპირისპიროს ამტკიცებენ. ოპოზიცია, რომელსაც აბსოლუტურად განულებული აქვს რეპუტაცია, რომელსაც საშუალება არ გააჩნია ხელისუფლება ჩაანაცვლოს. წარმოიდგინეთ, ამის პერსპექტივა არ აქვს, აი ეს ოპოზიციური სპექტრი, რომელიც არის აბსოლუტურად განულებული, ამ ოპოზიციურ სპექტრზე ფსონის დადება ავტომატურად ნიშნავს წაგებას. ახლა ერთადერთი საშუალებაა, სტატუსის დაკიდება ტრიგერის როლში, რომ რამენაირად მოხდეს საქართველოში დაძაბულობის კერის შექმნა“, – განაცხადა ქადაგიძემ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე – ნატო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის შესაძლო ესკალაციას უპასუხოს

ნატო მზადაა რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციული თავდასხმისთვის, – ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა.მისი თქმით, ნატო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის შესაძლო ესკალაციას უპასუხოს.„ალიანსი მზად არის, სტრუქტურა მზად არის, ჯარისკაცები და იარაღი მზად არის. ჩვენ მზად ვართ ესკალაციისთვის. თავდასხმის შემთხვევაში, ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა დრაგონემ.მისი თქმით, რუსეთის „უპასუხისმგებლო ქმედებები“ ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ალიანსის ერთიანობასა და მზადყოფნას „ამოწმებს” და მიზნად ისახავს ნატო-ს წევრებს შორის ნდობის შესუსტებას.„მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს მცდელობები ვერ დაგვყოფს. პირიქით, ისინი გვაიძულებს, გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები და გვხდის უფრო ერთიანსა და უფრო მტკიცეს“, – აღნიშნა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.მანამდე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მოსკოვმა შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე თვეში ნატო-ს რომელიმე წევრ ქვეყანაში დრონები ან რაკეტები გაუშვას და ამ გზით ალიანსის რეაქცია გამოსცადოს.

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამ გარკვეულ ძალებს შეუზღუდა „შავი ფულით“ სარგებლობა და, შესაბამისად, ქვეყნის ძირგამომთხრელ კამპანიას ვეღარ აწარმოებენ

ქართული FARA ბევრად მსუბუქი და დემოკრატიულია. ის მხოლოდ ადამიანის ინფორმირებას ემსახურება და თუ მოექცევი კანონის ფარგლებში, არანაირი დევნა არ გემუქრება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ. მან მედიასთან საუბრისას ახსნა, თუ რატომ დუმს რადიკალური ოპოზიცია და არ ხმაურობს იმის გამო, რომ აშშ FARA-ს გამკაცრებას აპირებს.ზურაბ ქადაგიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ქართული კანონმდებლობა ამოქმედდა, ოპოზიციას შეეზღუდა წვდომა ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიის დასაფინანსებლად გამოყოფილ „შავ ფულზე“. დაფინანსების გარეშე კი, დეპუტატის თქმით, რადიკალები არაფერს აკეთებენ.„ძალიან სწორად იმოქმედა გამჭვირვალობის კუთხით შექმნილმა ქართულმა კანონმდებლობამ, რადგან უკონტროლო „შავი ფული“ ქვეყანაში ვეღარ შემოდის. შესაბამისად, გარკვეული რადიკალი აქტივისტები ამ გზით ვეღარ ფინანსდებიან და ქვეყნის ძირგამომთხრელ კამპანიას ვერ აწარმოებენ.ამ მიმართულებით საზოგადოებისთვისაც ნათელი გახდა ბევრი რამ, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონმდებლობის მიღება იყო აუცილებელი. ჩვენ უკვე გავიარეთ იმ შავი ფულით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შექმნილი ერთგვარი ტურბულენტობის ეტაპი, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ. ახლა აშკარაა, რომ ქართულმა FARA-მ იმუშავა და კამპანიური ხასიათის აქტივიზმი ქვეყანაში აღარ არსებობს“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.მანვე აღნიშნა ისიც, რომ არასამთავრობოების საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ამოქმედდა სხვადასხვა კამპანია, რაც საფუძველს მოკლებულია. „ათასნაირი კლიშე მოიფიქრეს არასამთავრობოების საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რათა ადამიანების ცნობიერებაზე მოეხდინათ გავლენა და დეზინფორმაციული ნარატივი ჩაენერგათ მოწყვლად ჯგუფებში. ჩვენთვის მთავარია, ადამიანი იყოს ინფორმირებული და იცოდეს, რა პროცესებთან გვაქვს საქმე არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. როდესაც მიმდინარეობს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით კამპანიური პროცესი, პოლიტიკოსები ვალდებული ვართ, საზოგადოებას განვუმარტოთ საკითხი. ჩვენ უნდა მოვამზადოთ საფუძველი იმისთვის, რომ ადამიანმა, პირველ რიგში, ინფორმაცია მიიღოს და შემდეგ თავად გამოიტანოს დასკვნა, რა არის პროპაგანდა, აგიტაცია და უცხოური ინტერვენცია შიდა პოლიტიკურ პროცესებში.მტკნარი სიცრუეა იმის მტკიცება, რომ ამ კანონით საზოგადოებაზე წნეხი განხორციელდა. ამერიკისგან განსხვავებით, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ამ კანონის შესაბამისად ვინმე დაეჭირათ, დაესაჯათ, დაეხურათ ორგანიზაციები ან ვინმესთვის ხელი შეეშალათ საქმიანობის განხორციელებაში. იდეაში, ქართული კანონი ამერიკულ FARA-სთან შედარებით ბევრად მსუბუქი და დემოკრატიულია. ის მხოლოდ ადამიანის ინფორმირებას ემსახურება და, თუ მოექცევი კანონის ფარგლებში, არანაირი დევნა არ გემუქრება“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ქობულეთში მეწყერი ჩამოწვა – ბათუმი-ქუთაისის მატარებელი შეფერხდა

ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ჩაქვის სადგურში დაბრუნდა.მატარებელი ციხისძირის ტერიტორიაზე მეწყრის ჩამოწოლის გამო ნახევარ საათზე მეტხანს იყო გაჩერებული, რის შემდეგაც ჩაქვის სადგურში დაბრუნდა.მომხდარის გამო მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. 

კახა კალაძე – მძიმეა, როცა სოციალურ ქსელში მიმდინარეობს ადამიანის მიზანმიმართული ბულინგი და შეურაცხყოფა, ნახეთ, რომ გერმანიაში ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, ასეთ ფაქტებს ყველგან აქვს...

როგორც ვხედავთ, ევროპულ ქვეყანაში, გერმანიაში სოციალურ ქსელში ბულინგი და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ გერმანიაში, შეურაცხმყოფელი ფეისბუქპოსტისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.მისი თქმით, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებთან ბრძოლა დაიწყო, ეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად წარმოაჩინეს.„ზოგადად, სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია. სამწუხაროდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისევე, როგორც საქართველოში სამწუხარო რეალობად იქცა ის, რომ სოციალურ ქსელში ქვეყნდება განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტიპის განცხადებები, მესიჯები, მიმდინარეობს ბულინგი. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ როდესაც ამასთან ბრძოლა დავიწყეთ, გვახსოვს, რა განცხადებები კეთდებოდა – ეს შეაფასეს, თითქოს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ვიყავით, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია, არანაირად შეზღუდული არ არის, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერების, კანონის ფარგლებში და არა შეურაცხყოფის მიყენებითა და ბილწსიტყვაობით. თქვენ ნახეთ, რომ ევროპულ ქვეყანაში, გერმანიაში ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან ძალიან მძიმეა, როდესაც სოციალურ ქსელში მიმდინარეობს ადამიანის მიზანმიმართული ბულინგი და შეურაცხყოფა. ასეთ ფაქტებს ყველგან აქვს შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.ცნობისთვის, აქტივისტმა, ნატა ფერაძემ გერმანიაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია. მოგვიანებით, გერმანიაში მცხოვრებმა, გიორგი ჩუბინიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფერაძეს შეურაცხმყოფელი ფეისბუქპოსტისთვის მან უჩივლა.

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი გარდაიცვალა.პაატა ნაცვლიშვილი წლების განმავლობაში ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და ქართული მედიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.მის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში კოლეგები, მეგობრები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან და სამძიმარს უცხადებენ ოჯახსა და ახლობლებს.

ბოლო სიახლეები