შაბათი, სექტემბერი 6, 2025

ზურაბ ქადაგიძე: ტიპს წონა აწუხებდა და კუჭის რეზექცია გაუკეთებია, შიმშილობის ფეიკ-კამპანიას თუ ვნახავდი ნამდვილად არ მეგონა

სპეცოპერაცია-„კაშკა“ – ტიპს წონა აწუხებდა და კუჭის რეზექცია გაუკეთებია, შიმშილობის “ფეიკ-კამპანიას” თუ ვნახავდი ნაღდად არ მეგონა, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა.

ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას აზიარებს, რომელიც ადასტურებს, რომ სააკაშვილი გარკვეულ საკვებს იღებს.

„სპეცოპერაცია-„კაშკა“ – ტიპს წონა აწუხებდა და კუჭის რეზექცია გაუკეთებია… ჰოდა მოიფიქრეს დაახლოებით ასეთი გეგმა,რომ პოსტოპერაციული დიეტა გამოეყენებინათ შიმშილობად… და აგერ ჩვენი “საამაყო” მიშა უბრახუნებს ფაფებს და წვენს. განა იმიტომ,რომ შიმშილობს? -უბრალოდ დიეტაზეა ბიჭი… შიმშილობის “ფეიკ-კამპანიას” თუ ვნახავდი ნაღდად არ მეგონა…
ყველაფერი მოდელირებული როგორ გაქვთ? „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
P.S
დათა თუთაშხიაში,რომ სურამელი იაკოფაა ფაფის სიყვარულისთვის,რომ „კაშკა“ შეარქვეს ხომ გახსოვთ? ნეტა მიშას რა ზედმეტსახელი მოუხდებოდა“, – წერს ანალიტიკოსი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – კანონის წინააღმდეგ აბა, გაბედოს რამე ოპოზიციამ, კანონის ფარგლებში უმკაცრესად იქნებიან დასჯილი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის დაპირებები ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით მათივე მხარდამჭერების შესაგულიანებლადაა გამიზნული.როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ვინმე თუ კანონის საწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესი სამართლებრივი პასუხი გაეცემა.„ეს განცხადებები კეთდება თავიანთი მხარდამჭერებისთვის, რომ რაღაცნაირად შეაგულიანონ. ათას სისულელეს ამბობენ. ძალიან მარტივად ვიტყვი: აბა, გაბედონ რამე კანონის წინააღმდეგ – გაეცემათ შესაბამისი პასუხი და უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი, ცხადია, კანონის ფარგლებში“, – განაცადა კახა კალაძემ.რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ურთიერთობას ერთმანეთთან, მერი ამბობს, რომ ამ პოლემიკაში ჩართვა არ სურს.„ოპოზიცია თავადაც გაურკვეველია ერთმანეთში. საერთოდ არ მინდა საუბარი მათ დაპირისპირებაზე. მე ვარ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ვხვდები მოსახლეობას, ვსაუბრობ ქალაქის მომავალზე, სამომავლო პროექტებზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის  შენარჩუნება ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი – გუშინ კვლავ ვიხილეთ ნაცი ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა, თუმცა კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან ძალადობის დაგმობა

გუშინ კვლავ ვიხილეთ ნაცი ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, კვლავ მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა, თუმცა კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან ძალადობის დაგმობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, გერმანიის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტული ჯგუფი გუშინ კვლავ თავს დაესხა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს,„გუშინ გერმანიის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტული ჯგუფი, კვლავ თავს დაესხა „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბს და იქ მყოფ პირებს.გუშინ, კვლავ ვიხილეთ სახედაკარგული ნაცი ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, კვლავ მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა. დღეს კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან, მის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ძალადობის დაგმობა“, – წერს პაპუაშვილი.

მარნეულში ავტომობილი 17 წლის ბიჭს დაეჯახა – რა ხდება ადგილზე ამ წუთებში

მარნეულში ,,ოპელის“ მარკის ავტომობილი 17 წლის ბიჭს დაეჯახა.მოზარდი მძიმე დაზიანებებით მარნეულში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სამი გენერალი აცხადებდა, რომ მერაბიშვილის და კეზერაშვილის ხელმძღვანელობით, სამხედროების წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული გეგმა დაიწუნეს, გადაწყვიტეს პასუხისმგებელი არა თავდაცვის ძალები, არამედ შს სამინისტრო ყოფილიყო –...

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიაზე მყოფმა გენერლებმა დაადასტურეს, რომ 2008 წლის აგვისტოში, ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა.წულუკიანის თქმით, იმდროინდელმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ სამხედრო პირების მიერ შეთავაზებული და ცხინვალში ქართული ჯარის მსვლელობაზე პასუხისმგებელი არა თავდაცვის შეიარაღებული ძალები, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილიყო. ამის შესახებ თეა წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, რეზო ჭიჭინაძის საავტორო გადაცემაში - "ისტორია დეტალებში" ისაუბრა."სამი გენერალი, რომელიც ჩვენ გამოვკითხეთ, საქმე ეხება ზაზა გოგავას, მამუკა ყურაშვილსა და მამია ბალახაძეს, ეს უკანასკნელი გახლდათ და მიიჩნევა, რომ არის ამ სამ გენერალს შორის ყველაზე მეტად გამოცდილი და კომპეტენტური (სახმელეთო ჯარების სარდალი გახლდათ მაშინ), ისიც და დანარჩენი ორი პირიც, კომისიის წინაშე ფაქტებით აცხადებდა, რომ თათბირზე, რომელიც შედგა ვანო მერაბიშვილის(ის ამ დროს, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო) და კეზერაშვილის (რომელიც ამ დროს, თავდაცვის მინისტრი იყო) ხელმძღვანელობით, სამხედრო პირების მიერ შეთავაზებული და მრავალი წლის განმავლობაში შემუშავებული, გადაკეთებული, ჩამოყალიბებული, გაუმჯობესებული გეგმა იქნა დაწუნებული. მასში იქნა ცვლილებები შეტანილი სწორედ ორი მინისტრის მიერ, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით და სწორედ პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ გეგმა შეცვლილიყო და ძირითად მიმართულებაზე, როგორც სამხედროები უწოდებენ ამას, ცხინვალში ქართული ჯარის მსვლელობაზე, პასუხისმგებელი არა თავდაცვის შეიარაღებული ძალები, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრო და კერძოდ, ვანო მერაბიშვილის მოადგილე, შალვა ჯანაშვილი ყოფილიყო. ეს სრულიად გაუგებარი, გაუგონარი რამ არის და ეს დაადასტურეს სამხედროებმაც", - აღნიშნა თეა წულუკიანმა გადაცემაში სტუმრობისას.ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 460-გვერდიანი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომზეც არის საუბარი.

„ბავშვი გემიდან გადავარდნილა და ზღვას გაუტაცია…“ – სასწაულმოქმედი ხატის “მანუგეშებლის” ისტორია

ხატი სახელწოდებით "ნუგეში" ანუ "მანუგეშებელი" ათონზეა დავანებული, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს აგებულ უძველეს ვატოპედის მონასტრის ხარების­ ეკლესიაში.გადმოცემით, 395 წელს გემი, რომელიც ათონის მთისკენ მიდიოდა და მასში იმპერატორ­ თეოდოსის ვაჟი, უფლი­სწული არკადი იმყოფებოდა, ქარიშხალში მოყვა.უფლისწული გემიდან გადავარდნილა და ზღვას გაუტაცია. გემმა­ გაჭირვებით მიაღწია ათონის მთის იმ ადგილს, სადაც მონასტერია აღმართული.­ ფიქრობდნენ, რომ უფლისწული დაიღუპა.­ ხანგრძლივი ძებნის შემდეგ სანაპიროზე ბუჩქნარს მიადგნენ, რომლის ჩრდილშიც ერთიანად სველი, მაგრამ მშვიდად მძინარე უფლისწული­ დაინახეს. გამოღვიძების შემდეგ ის თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამბავს მოჰყვა. აქედანვე წარმოდგა სახელწოდება ვატოპედი – "ყმაწვილის ბუჩქი".იმპერატორმა თეოდოსიმ ვაჟის გადარჩენის სახსოვრად განავრცო და დაასაჩუქრა მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლისწული იპოვეს. ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი "მანუგეშებელი" მარჯვენა კლიროსთან კედლის ნიშშია, რომელიც მის სახელზეა ნაკურთხი. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობასა და სიყვარულს, თუმცა მისი მზერა სავსეა სიმკაცრით."მეცხრე საუკუნეში, დილის ლოცვის­ შემდეგ, ამ მონასტრის იღუმენს ხატთან ლოცვისას უცებ მოესმა ღვთისმშობლის­ ხმა, რომელმაც უთხრა, ნუ გააღ­ებთ ტაძ­რის კარს, ყაჩაღების თა­ვდასხმა­ გელოდებათო. იღუმენი შეკრთა და ღვთისმშობლის­ ხატს თვალები მიაპყრო. უცებ მან სასწაული­ იხილა­ – ღვთისმშობლის სახე, ისევე როგორც სახე მის მკლავებში მყოფი ყრმისა, გაცოცხლდა. ყრმამ ხელი დედის ბაგეს ააფ­არა, სახე მისკენ მიიბრუნა და უთხრა, არა, დედაო ჩემო, ნუ ეუბნები მათ ამას, დაე, დაისაჯონო. მაგრამ ღვთისმშობელმა სცადა­ თავისი ძისა და უფლის ხელი შეეჩერებინა,­ სახე მარჯვნივ შეაბრუნა, თავი აარიდა და ორგზის კვლავ წარმოთქვა:"დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ". მართლაც, ყაჩაღების ჯგუფს განზრახული ჰქონია, გათენებისთანავე, როგორც კი ვატოპედის მონასტრის კარი გაიღებოდა, შიგ შეცვენილიყვნენ, ბერები ეცემათ და მონასტრის სიმდიდრე გაეტაცათ.ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა არ დაუშვა უღმერთ­ოთა ბოროტი ჩანაფიქრის აღსრულება… ამის შემდეგ ვატოპედის ღვთისმშობლის ხატს ეწოდება "ნუგეში" ანუ "მანუგეშებელი",­ ღვთისმშობლისა და მაცხოვრის გამომეტყვე­ლება კი დარჩა იმავე მდგომარეობაში, როგორიც­ მან მიიღო სამგზის ხმის აღმოტევების შემდეგ. მანუგეშებელ ხატთან ის ადამიანები მიდიან, რომლებსაც სათხოვნელი, სავედრებელი აქვთ."

ბოლო სიახლეები