ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: რას წკმუტუნებენ პარტიების გაუქმებაზე? თავად ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა სხვა გზა არ აქვთ და რა ჯანდაბად უნდათ ფურცელზე რეგისტრირებული პარტია?

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ოპოზიციური პარტიების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე ოპოზიციური სპექტრის რეაქციას, სოციალურ ქსელში აფასებს.

ქადაგიძის თქმით, ოპოზიციამ
არც საპარლამენტო არჩევნები აღიარა, ბოიკოტი გამოუცხადა თვითმმართველობის არჩვენებსაც და პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაიტანა. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება ოპოზიციას მხოლოდ ფურცელზე რეგისტრირებული პარტიები მაშინ, როცა თავადვე აცხადებენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა, სხვა გზა არ აქვთ.

“2024 წლის არჩევნების შედეგები არ აღიარეს;
მანდატები გადაყარეს;
ეუთო/ოდირის დასკვნა ფეხზე დაიკიდეს;
პარლამენტის ლეგიტიმაცია არ სცნეს;
სახელმწიფო ინსტიტუციებს არ აღიარებენ;
2025 წლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს;
პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაიტანეს;
ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ გზად რევოლუცია მიაჩნიათ.

ამ ყველაფრის მერე, რას წკმუტუნებენ პარტიების გაუქმებაზე? თავად ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა სხვა გზა არ აქვთ და რა ჯანდაბად უნდათ ფურცელზე რეგისტრირებული პარტია? თუ აქვთ ერთი ადგილი, მოაწყონ რევოლუცია… მაგრამ 300 კაცით ნამეტანი გაუჭირდებათ.” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შეერთებული შტატების ე.წ. შათდაუნი გრძელდება – სენატმა დაფინანსების კანონპროექტის მიღება ისევ ვერ შეძლო

შეერთებული შტატების ე.წ. შათდაუნი გრძელდება. სენატმა დაფინანსების კანონპროექტის მიღება ისევ ვერ შეძლო. რესპუბლიკელების მიერ წარმოდგენილმა კანონპროექტმა საჭირო 60 ხმიდან 54 მიიღო, 45-მა სენატორმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.დემოკრატები უარს ამბობენ რესპუბლიკელების წინადადების მხარდაჭერაზე, რადგან, მათი თქმით, ეს ზღუდავს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას დაბალშემოსავლიანი ამერიკელებისთვის.რესპუბლიკელები კი ე.წ. შათდაუნში დემოკრატებს ადანაშაულებენ. მთავრობის მუშაობა შეერთებულ შტატებში უკვე 28 დღეა შეჩერებულია.

ქართველი ემიგრანტი ამერიკაში ტრაგიკულად დაიღუპა

ქართველი ემიგრანტი ავთო კაკაბაძე ამერიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. დაღუპულ ახალგაზრდას ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.„დღეს მწუხარედ შეგვატყობინეს, რომ ჩვენი მეგობარი ― ავთო (ალექსანდრე კაკაბაძე) ― ავარიის შედეგად ამერიკაში გარდაიცვალა. გულწრფელად ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვისაც ავთო უყვარდა. ნათელი იყოს მისი გზა და ღმერთმა აჩუქოს სიმშვიდე“. „ავთანდილ, ბიჭო, შენთან სიკვდილს რა უნდოდა, ჩვენო გულიანო, უსაყვარლესო ადამიანო. გული დამეთუთქა, 9 ოქტომბერს დაბადების დღე მოგილოცე, როგორ გაგიხარდა, მადლობა გადამიხადე, მადლობას მე გიხდი ყველაფრისთვის, რამხელა ბედნიერება მომანიჭე, როდესაც დამეხმარე და 10 წლის უნახავი შვილი საბერძნეთში ჩამომაყვანინე და გულში ჩამიხუტე, ჩემთან ერთად აეროპორტში იყავი, ძალას მაძლევდი, ავთო“.„საოცარი ადამიანი, აცხონოს უფალმა ავთოს სული“.  „როგორი მოულოდნელი იყო შენი ამბის გაგება ჩემო ავთო, ნათელში გამყოფოს უფალმა, მენანები ჩემო ტკბილო და კეთილო ბიძაშვილო".„ვაიმე, როგორ მეტკინა გული, ვერ ვიჯერებ რომ შენ აღარ ხარ ავთო, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ჯეი დი ვენსი – დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ისტორიულ მშვიდობას მიაღწია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, ეს არ ნიშნავს, რომ მცირე შეტაკებები არ იქნება

დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ისტორიულ მშვიდობას მიაღწია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.ვენსმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, შეიძლება თუ არა ისრაელის მიერ ღაზაზე იერიშის ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულებას ნიშნავდეს.„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება. ეს არ ნიშნავს, რომ მცირე შეტაკებები არ იქნება“, – აღნიშნა ვენსმა.ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორზე“, ისრაელმა ქალაქ ღაზაზე შეტევა განახორციელა. როგორც ისრაელის მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს.

„ლელო“ – არ ვაპირებთ, გამოვაცხადოთ თვითლიკვიდაცია, სწორად გეშინიათ „ძლიერი საქართველოსი“, მაინც გაგისტუმრებთ, მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, იმოქმედონ მტკიცედ

ბიძინა ივანიშვილი აუქმებს დემოკრატიას და აუქმებს საქართველოს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ НКВД-ს სადამსჯელო რეპრესიული მანქანა სრული ძალით აამოქმედა და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ გაუქმება გადაწყვიტა. პარტიის, რომელიც დაფუძნების დღიდან არღვევდა მანკიერ პოლიტიკურ ორპოლუსიანობას და ქმნიდა რეალურ ალტერნატივას რამდენიმე ასეული ათასი ქართველი ამომრჩევლისთვის, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.მათივე განცხადებით, „ლელო“ იბრძოლებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, რათა საქართველო არასოდეს დაბრუნდეს საბჭოთა წარსულში.„ბიძინა ივანიშვილი ადამიანებს, რომლებსაც 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ არ აურჩევია და რომელთა ხმებიც მოიპარა, ეუბნება, რომ მათ აღარ დარჩებათ სხვა არჩევანი. ეუბნება, რომ ისინი უნდა იყვნენ საბჭოთა საქართველოს, დღევანდელი რუსეთისა და ბელარუსიის მოდელის ქვეყნის მოქალაქეები. მას უნდა საქართველოსგან შექმნას ჩრდილოეთ კორეა.„ძლიერი საქართველო – ლელო“ დღიდან დაფუძნებისა, იბრძოდა და იბრძვის ოლიგარქიული რეჟიმისგან ქვეყნის გადასარჩენად, მისი ევროპული მომავლისთვის.ჩვენ უკვე მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა გამოვიყენოთ ქვეყნის შიგნით არსებული ყველა კონსტიტუციური მექანიზმი. ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არის მექანიმზი, რომელსაც შეუძლია, გადაარჩინოს საქართველოში დარჩენილი დემოკრატიის ნაშთები. ჩვენ არ ვაპირებთ, გამოვაცხადოთ თვითლიკვიდაცია და დავუთმოთ ჩვენი ამორჩევლების, ქართველი ხალხის ინტერესები ბიძინა ივანიშვილსა და მის რუსულ, კორუმპირებულ დაჯგუფებას.ჩვენ ვიბრძოლებთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რათა საქართველო არასოდეს დაბრუნდეს საბჭოთა წარსულში. ამ ბრძოლაში ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერას და მადლიერები ვართ ამ თავდადებისთვის.მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, იმოქმედონ მტკიცედ და არ დაუშვან საქართველოში დემოკრატიის საბოლოო დასამარება.„ძლიერი საქართველო – ლელო“ არის პარტია, რომელმაც რეალური ალტერნატივა მისცა ქართველ ამომრჩეველს და წლების განმავლობაში იცავს მის ინტერესებს. გავაგრძელებთ ამ გზაზე სვლას და გავაგრძელებთ წინააღმდეგობის ეფექტიანი სტრატეგიების შეთავაზებას ქართული საზოგადოებისთვის.ბრძოლა გრძელდება, ის არ დასრულდება მანამ, სანამ ქვეყანაში არ აღდგება დემოკრატია და არ აღდგება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა.სწორად გეშინიათ „ძლიერი საქართველოსი“, მაინც გაგისტუმრებთ“, – აღნიშნულია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადებაში.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

ისრაელმა ქალაქ ღაზაზე საჰაერო იერიში მიიტანა – „გარდიანი“

ისრაელმა ქალაქ ღაზაზე იერიში მიიტანა, – ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.როგორც მედია იუწყება, ისრაელმა, სულ მცირე, სამი საჰაერო დარტყმა განახორციელა. დარტყმები მიმართული იყო ღაზას ჩრდილოეთით, ყველაზე დიდი, ჯერ კიდევ მოქმედი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიისკენ.ისრაელის თავდაცვის ძალებს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ.ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორში“. როგორც ისრაელის მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს. ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასი“ აჭიანურებს გარდაცვლილი მძევლების ცხედრების გადაცემას.

ბოლო სიახლეები