ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025

ზურაბ ქადაგიძე: თუ გინდა ქვეყანაში სტაბილურობა შექმნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურად უნდა გაანადგურო – იმედი მაქვს, საგამოძიებო კომისია ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს

დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნა განაპირობა „ნაცების“ მიერ მათი დანაშაულების „გაპრავების“ მცდელობამ, რასაც 2012 წლიდან ვუყურებთ; მათმა გაგრძელებულმა დანაშაულებმა; მათ მიერ სახელმწიფოს პირდაპირმა, ღია ღალატმა; მათი აგენტურული ქსელის გაძლიერებამ; მათ მიერ ფინანსური თუ სხვა რესურსების აბსოლუტურმა მობილიზებამ სახელმწიფოს წინააღმდეგ და რევოლუციის რამდენიმე მცდელობამ, რომელიც, ბოლოს, ომში ჩართვის ღია მოწოდებებით დაგვირგვინდა, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისია ბოლომდე მიიყვანს საქმეს და იმ კრიტიკულ და სამართლებრივ შეფასებას დადებს, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დატოვებს, რაც სამაგალითო იქნება ყველასთვის, რათა ასეთი ბინძური კონგლომერატი არცერთმა თაობამ აღარ აირჩიოს.

„სწორედ ამ ყველაფერს ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ მათთან არანაირი კოჰაბიტაცია არ შეიძლება და ეს კოჰაბიტაცია მიზანმიმართულად შეაჩეჩეს „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს, რადგან მაშინ ამის ყველანაირი ბერკეტი ჰქონდათ. თუმცა, საბოლოოდ, დადგინდა, რომ ეს ადამიანები, კოლექტიური „ნაცები“, არც სახელმწიფოსთან თანამშრომლობენ, არც დანაშაულს აღიარებენ და უფრო მეტიც – პრეტენზია აქვთ, რომ ხელისუფლების სადავეებს დაუბრუნდნენ, საიდანაც აღვირახსნილ ძალადობას ახორციელებდნენ. სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია საგამოძიებო კომისიის შექმნა.

საერთოდ, თავიდანვე არ მომეწონა, როცა დასაწყისში საგამოძიებო კომისიამ 2003-2012 წლის დანაშაულების განხილვა დაიწყო, რადგან კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. [ამიტომ, კარგია, რომ კომისიის მანდატი გაფართოვდა და 2012 წლის შემდგომ დანაშაულებსაც მოიცავს უკვე.] თუ გინდა ქვეყანაში სტაბილურობა შექმნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურად უნდა გაანადგურო – იმედი მაქვს, საგამოძიებო კომისია ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს და იმ კრიტიკულ და სამართლებრივ შეფასებას დადებს, რომელიც ამ ძალას ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დატოვებას. ეს კი სამაგალითო იქნება ყველასთვის, რათა ასეთი ბინძური კონგლომერატი არცერთმა თაობამ აღარ აირჩიოს“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“დარწმუნებული ვარ, რომ ამ სანქციებს კიდევ არაერთი სახელმწიფო შეუერთდება დასავლურ სამყაროში” – ლევან სანიკიძე დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები და სავიზო შეზღუდვა დაუწესა. ესენი არიან გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე.ოპოზიცია, ბრიტანეთის გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით დადებითად აფასებს"უნდა გვესმოდეს, რომ ეს სანქციები თავისი მნიშვნელობით და შესაძლებლობით არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და მყისიერი შედეგის მომტანი, ამიტომ ამ ადამიანებს საკადრისი პასუხი გაეცათ უკვე საგარეო მიმართულებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სანქციებს კიდევ არაერთი სახელმწიფო შეუერთდება დასავლურ სამყაროში. მაგრამ მთავარი პასუხი ამ ადამიანებს იმ ძალადობასა და დანაშაულებზე, რომელსაც ჩადიან, ქართველმა ხალხმა უნდა გავცეთ ერთად, რაც მგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ.

საპატრიარქო აქვეყნებს კვლევის ნაწილის ქართულ თარგმანს, რომელიც სოციალურ ქსელში თავის დროზე ილონ მასკმა გააზიარა

საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს კვლევის ნაწილის ქართულ თარგმანს, რომელიც თავის დროზე აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა.„ა.წ. 27 თებერვალს აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ჟურნალ „მოსახლეობის ეკონომიკა“-ში გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა.„მშვენიერი ახალი ნაშრომი გვაჩვენებს, როგორ გამოიწვია წახალისებამ და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლებამ დაქორწინებულ ქართველ მართლმადიდებელ წყვილებში შობადობის 42%-ით ზრდა და მესამე მშობიარობის 100%-ით ზრდა. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ, აამაღლონ ერების ნაყოფიერება“, – ნათქვამია პოსტში, რომელსაც ილონ მასკი აზიარებს.გთავაზობთ აღნიშნული კვლევის ნაწილის ქართულ თარგმანს“, – წერია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.ამასთან, საპატრიარქოს ცნობით, დღეისთვის ილია მეორის ნათლულთა რიცხვი 48 000-ზე მეტია.შეგახსენებთ, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა კვლევა მიმდინარე წლის 27 თებერვალს გააზიარა.

ნოდარ მუსერიძე: 3 თვე მხოლოდ გამხმარი პურის ქერქით ვიკვებებოდი, საწოლზე მატრასი არ გვქონდა, ერთი ნაჭერი იყო და ჩვენი ტანისამოსის დაფენის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ თემად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება, 2006 წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელმა ნოდარ მუსერიძემ ისაუბრა.მან მისი და ლევან ჯაფარიძის დაკავების ეპიზოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარი იყო დაკავების მიზეზი."მე და ლევან ჯაფარიძე დაგვაკავეს, მე მოქმედი კომისიის წევრი ვიყავი ცესკოსი და ლევან ჯაფარიძე მაშინ უკვე მემარჯვენეების წევრი იყო. დაკავების მიზეზი ჩვენთვის გაუგებარი იყო. მიზეზი რა გვითხრეს, რომ 2007 წელს ჩატარდა რაღაც პრივატიზაცია, სადაც ჩვენ ვითომ ინტერესი გვქონდა და მერე 2007-ში ის არასწორად ჩატარდა და 2008-ში დაგვიჭირეს, ერთი წლის შემდეგ და რომ მიჭერდნენ, მაგას გეპეისთან ვაკავშირებ და გეტყვით რატომ, მე ვეკითხები 3 საათი იყვნენ შემოსული, 60 კაცი შემოვიდა დასაჭერად და მეუბნება მუხლებს, გავიგე მეთქი ეს და მე რა შუაში ვარ-თქო რაც მომიყევი მეთქი და გამომძიებელი მეუბნება, რომ სად მუშაობდიო? მე ვუთხარი გეპეიში - ახლა სად მუშაობო? ცესკოშითქო. ხომ ხვდები რატომაც გიჭერთო?3 თვე მე მხოლოდ ვიკვებებოდი გამხმარი პურის ქერქით. 85 კილო ვიყავით რომ დამიჭირეს და 63 კილო გამოვედი. საწოლზე მატრასი არ გვქონდა, ერთი ნაჭერი იყო და ჩვენი ტანისამოსის დაფენის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ. ამის მერე ნერვის ქრონიკული ანთება მაქვს, მიჭირს სიარული," - აღნიშნა ნოდარ მუსერიძემ.

დიმიტრი პესკოვი – სტამბოლში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები ორმხრივი ურთიერთობის დარეგულირებასა და ნორმალიზაციას ეხებოდა, უკრაინის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა

სტამბოლში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები დასრულდა, ამერიკელმა დიპლომატებმა რუსეთის გენერალური საკონსულო დატოვეს.ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.რუსეთისა და ამერიკის დელეგაციების მოლაპარაკებები დაახლოებით ექვს საათს გაგრძელდა, სადილზე შესვენების ჩათვლით. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.მოლაპარაკებებზე მოსკოვს აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჩიევი წარმოადგენდა, ვაშინგტონს – სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოულტერი. დელეგაციების შემადგენლობაში იყვნენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებების თანამშრომლები.როგორც კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, სტამბოლში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით გამართული მოლაპარაკებები მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირებასა და ნორმალიზაციას ეხებოდა.დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის საკითხი მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ დაუყენებიათ.მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სტამბოლში მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ არის პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები ან უკრაინის საკითხი. უწყებაში აღნიშნეს, რომ ეს მოლაპარაკებები მხოლოდ აშშ-რუსეთის საელჩოების ფუნქციონირებას ეხება.

სოზარ სუბარი: როდესაც ქართველი ჯარისკაცები ტყვედ იყვნენ, როდესაც მათი ცხედრები დასაფლავებულიც კი არ იყო და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად, ამ დროს, კეზერაშვილი მრავალმილიონიან...

„როდესაც ქართველი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დასაფლავებულიც კი არ იყო და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად, ამ დროს, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი დადიოდა და მრავალმილიონიან ბრილიანტებს ყიდულობდა, მისი მოადგილე კიდევ სავარაუდოდ მიწების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული“- განაცხადა კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.ვიცე-სპიკერის თქმით, ბათუ ქუთელია ის ადამიანია, რომელმაც „ჰუმან რაითს ვოჩს“ მისცა ჩვენება, რომ ქართული ჯარი ისროდა კასეტურ ბომბებს ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობის და მოწინააღმდეგის მიმართულებით.მისივე თქმით, სწორედ ესენი არიან ეს ადამიანები, რომლებმაც ქართულ ჯარს დააბრალეს ომის დანაშაული და დღეს ცდილობენ, ანწუხელიძის და ომში დაღუპული სხვა გმირების სახელს ამოეფარონ.„ოპოზიციამ ამბავი რომ ატეხა, რომ თითქოს ჯარისკაცების გასამართლების მიზნით შეიქმნა ეს კომისია. ბათუ ქუთელიაა თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ომის დღეებში, როდესაც ქართველი ჯარისკაცები ტყვედ იყვნენ ჩაგდებული და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად. როდესაც ქართველი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დასაფლავებულიც კი არ იყო და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად, პატრიარქის და ეკლესიის მზრუნველობა რომ არ ყოფილიყო, ამ დროს, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი დადიოდა და მრავალმილიონიან ბრილიანტებს ყიდულობდა, მისი მოადგილე კიდევ სავარაუდოდ მიწების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული და ბუნებრივია, მათ არ ეცლებოდათ არც ტყვე ჯარისკაცებისთვის და არც ცხედრების დასაფლავებისთვის. ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს ბატონი ბათუ ქუთელია ის ადამიანია, რომელმაც „ჰუმან რაითს ვოჩს“ მისცა ჩვენება, თუ დააბრალა, თუ რაც ჰქვია, რომ ქართული ჯარი ისროდა იმ კასეტურ ბომბებს ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობის და მოწინააღმდეგის მიმართულებით, რომელიც აკრძალული არის ჟენევის საერთაშორისო კონვენციით და რომლის გამოყენებაც წარმოადგენს ომის დანაშაულს. სწორედ ესენი არიან ეს ადამიანები, რომლებმაც ქართულ ჯარს, ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დანაშაული და დღეს ცდილობენ, რომ ანწუხელიძის და ომში დაღუპული სხვა გმირების სახელს ამოეფარონ.“-განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები