ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოს სჭირდება ნორმალური ოპოზიცია, რომლის ამოცანა უნდა იყოს ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლა, ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვან თემებზე საუბარი, – ამის შესახებ „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზურაბ მახარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავარი პრობლემა მასობრივი მიგრაცია და დემოკრატიული პრობლემებია.
„ჩვენი ღრმა რწმენით, ეს არის მთავარი პრობლემა საქართველოში – მასობრივი მიგრაცია და უკიდურესი დემოგრაფიული პრობლემები. უკვე ათწლეულებია, საქართველოში ყოველ წელს უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება; უფრო მეტი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე მიდის უცხოეთში, ვიდრე ბრუნდება და პარალელურად, 300 000-მდე უცხოტომელი არის ახლა საქართველოში, რომლის აქ დამკვიდრებაზეც ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს. ჩვენი ხედვა არის ასეთი, უნდა მოვახერხოთ და შევცვალოთ ეს სიტუაცია; უნდა შევძლოთ, რომ აქ ქართველები იყვნენ, თორემ მერე „ნაცებიც“ და „ქოცებიც“ უკან დაგვრჩება”, – განაცხადა მახარაძემ.