ფსიქოლოგი ზურა მხეიძე ორი ადამიანის დაშორების ტკივილზე საუბრობს და იმაზე, თუ როგორ უნდა შეხედოს ამ ფაქტს ადამიანმა, რომ რაც შეიძლება ნაკლებ მტკივნეული იყოს ეს დაშორება. რაც მთავარია, არ უნდა ვთქვათ “მიმატოვა”, “დავშორდით”, უმჯობესია ვთქვათ “თავისუფალი ვარ” და ასეთივე განწყობას მოიტანს შემდეგ ეს სიტყვა.
„ერთი და იგივე ფაქტზე სამი სხვადასხვა კომბინაცია წინადადების, სხვადასხვა ემოციას გვაძლევს… თქვენთან უნდა იყოს ის ადამიანი, ვისაც თვითონ უნდა თქვენთან ყოფნა. გინდათ ადამიანი თქვენ გვერდზე, რომელსაც თქვენთან არ უნდა? ის ადამიანი, ვისაც არ უნდოდა შენთან ყოფნა, წავიდა. შეეძლო წასულიყო ორი წლის მერე, ანუ ორი წელი ტყუილად დაგაკარგინებდა დროს. წამსვლელი მაინც წამსვლელია და რაც ადრე წავიდა, მით მეტი დრო გრჩება შენი თავისთვის და რაღაცების გადასახედად. ამიტომ ყველა ვარიანტში უნდა აიღო შამპანური, გახსნა და იყვირო “თავისუფალი ვარ!”- ამბობს ზურა მხეიძე.