ზესტაფონში, აღმაშენებლის გამზირზე მკვლელობა მოხდა.
პირველი არხის ინფორმაციით, მკვლელობა ავტოსადგომზე დასაქმებულებს შორის თანხის განაწილებასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს მოყვა.
ერთ-ერთმა პირმა მამაკაცს თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია და საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.