შაბათი, ოქტომბერი 10, 2026

„ზესტაფონის“ ასაკობრივი გუნდი ეროვნული ჩემპიონატის ლიგაში ითამაშებს

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ასაკობრივი გუნდი ეროვნული ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში ითამაშებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

აღმასკომის წევრებმა ასევე დაამტკიცეს ეროვნული ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის წლევანდელი გათამაშების ახალი ფორმატი და კლუბების ლიცენზირებასთან დაკავშირებით დებულებაში ცვლილებები შეიტანეს. რეგიონულ ლიგაში „ზესტაფონის“ 19-წლამდე კლუბი „ლოკომოტივი 2“-ის ადგილს დაიკავებს, რომელმაც თამაშზე უარი განაცხადა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში, რომელიც 12-18 ოქტომბერს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართება.ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.შედგება კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან. ლაშა ხუციშვილი, მონაწილეობას მიიღებს სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში, ასევე, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის (Constituency) შეხვედრაში.დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დონორი ორგანიზაციების, სარეიტინგო და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დელეგაციაშია ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. ორმხრივი შეხვედრების გარდა, იგი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრისა (CCAMTAC) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) შეხვედრებში.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დავით სონღულაშვილი – გურჯაანის ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რომელიც მეღვინეებს საკუთარი პროდუქციის წარმოჩენისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას აძლევს

გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა. წელს, ფესტივალის 10 წლის იუბილე აღინიშნა და ტრადიციულად, გურჯაანში, ახტალის პარკში გაიმართა. საიუბილეო წლის მთავარი გზავნილი „თანამედროვე მემკვიდრეობა“ იყო, რომელიც 8000-წლიან ქართულ მეღვინეობასა და თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უსვამდა ხაზს.„ვულოცავ გურჯაანის ღვინის ფესტივალს 10 წლის იუბილეს. წლების განმავლობაში ფესტივალი მნიშვნელოვან ტრადიციად ჩამოყალიბდა და ქართველი მეღვინეების, მევენახეებისა და მეწარმეებისთვის საკუთარი პროდუქციის წარმოჩენის, მომხმარებელთან შეხვედრისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარების მნიშვნელოვან სივრცედ იქცა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მათი ბიზნესის განვითარებას. წელს, ფესტივალზე 500-ზე მეტი მეწარმეა წარმოდგენილი, რაც ღონისძიების მასშტაბურობასა და მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. ფესტივალი უამრავ ქართველ და უცხოელ სტუმარს მასპინძლობს და კახეთს შემოდგომის პერიოდში განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რეგიონის სტუმართმასპინძლობის ტრადიციას და ხელს უწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას, ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციასა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.გურჯაანის ღვინის ფესტივალი ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მეღვინეობის განვითარებასა და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას ემსახურება. ღონისძიება სხვადასხვა რეგიონის მეღვინეებსა და ღვინის მწარმოებლებს აერთიანებს და სტუმრებს ქართული ღვინის მრავალფეროვნების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქვევრის ღვინის, როგორც UNESCO-ს მიერ აღიარებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის, პოპულარიზაცია, ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის, განვითარების ხელშეწყობა და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ცნობადობის გაზრდა.ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ღვინო და სხვა სასმელები, გაცნობოდნენ ადგილობრივ პროდუქციასა და ტრადიციული რეწვის ნიმუშებს. ღონისძიების პროგრამა ასევე მოიცავდა ეთნოგრაფიულ და მეწარმეობის სივრცეებს, კულინარიულ მასტერკლასებს, თათარაობას, კახური მწვადის კუთხესა და სომელიეთა შოუს.ფესტივალი წლების განმავლობაში ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციის, მეღვინეების მხარდაჭერისა და მცირე მარნების წარმოჩენის მნიშვნელოვან სივრცედ ჩამოყალიბდა. ღონისძიება ხელს უწყობს ადგილობრივი მეწარმეობის გაძლიერებას, ღვინის ტურიზმის განვითარებასა და საქართველოს მდიდარი კულტურული ტრადიციების წარმოჩენას.ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ოქროს ბურთს კვარაცხელია იმსახურებს“ – ფაბიო კანავარო

იტალიის ნაკრების ლეგენდარული მცველი ფაბიო კანავარო, რომელიც ამჟამად უზბეკეთის ნაკრებს წვრთნის, აცხადებს, რომ „ოქროს ბურთს“ წელს ხვიჩა კვარაცელია იმსახურებს.„კარგი მეხსიერება მაქვს და მხოლოდ ბოლოდროინდელი შედეგების მიხედვით არ ვმსჯელობ. ჩემპიონთა ლიგაზე გასულ სეზონში საფეხბურთო თვალსაზრისით ყველაზე დიდი გავლენა კვარაცხელიას ჰქონდა.

ავარია კიკვიძის პარკთან – ვითარება ადგილზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კიკვიძის პარკთან.ერთმანეთს სახანძრო და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოძიების მასალების მიხედვით, „ფლაიდუბაის“ მეორე პილოტი გეგმავდა „თვითმკვლელ თავდასხმას“, თვითმფრინავის ტერმინალთან შეჯახებას, რათა მასობრივი მსხვერპლი გამოეწვია

„ფლაიდუბაის“ ომანელი მეორე პილოტი დუბაი-თელ ავივის რეისზე „თვითმკვლელ თავდასხმას“ გეგმავდა. ამის შესახებ აღნიშნულია არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოძიების მასალებში.არაბეთის გაერთიანებული საამიროების პროკურატურის განცხადებით, მეორე პილოტი თვითმფრინავის შეჯახებას ბენ-გურიონის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალთან გეგმავდა, რათა მასობრივი მსხვერპლი გამოეწვია.გამომძიებლების თქმით, ეჭვმიტანილმა თელ ავივში განხორციელებული ორი წინა ვიზიტი მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ფრენის მარშრუტისა და აეროპორტის გასაცნობად გამოიყენა. მან გამომძიებლებს განუცხადა, რომ რეგულარულად დადიოდა მელბურნში მდებარე მეჩეთში, რომელიც მელბურნის ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტთან (RMIT) არის დაკავშირებული; სწორედ იქ გაიცნო მან იმ ცენტრთან დაკავშირებული პირები, რომელსაც თავად My Centre-ს უწოდებდა. მისი თქმით, ცენტრს ხელმძღვანელობდა ლიბანელი მამაკაცი, მეტსახელად აბუ ჰამზა, ხოლო მას მხარს უჭერდა ორგანიზაცია, რომელსაც კავშირი ჰქონდა „მუსლიმთა საძმოსთან“.არაბეთის გაერთიანებული საამიროების გენერალურმა პროკურორმა, ჰამად საიფ ალ-შამსიმ განაცხადა, რომ გამომძიებლებმა ეჭვმიტანილის რადიკალიზაციის პროცესი 2017 წელს, ავსტრალიაში მისი სწავლის დროს დაადგინეს. პროკურორების განცხადებით, ომანელმა ეჭვმიტანილმა მოგვიანებით ძალადობისა და ტერორიზმის მომხრე იდეები გაიზიარა და შთაგონება 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმებიდან მიიღო.

ბოლო სიახლეები