უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. ამ თემაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მას მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტის შეჩერების ერთადერთი გზა ინტენსიური სამხედრო და ეკონომიკური წნეხია.
„ვფიქრობ, პუტინმა ის [მესამე მსოფლიო ომი] უკვე დაიწყო. საკითხავი ის არის, თუ რამხელა ტერიტორიის მითვისებას შეძლებს და როგორ შევაჩეროთ ის… რუსეთს სურს მსოფლიოს ცხოვრების განსხვავებული წესი მოახვიოს თავს და შეცვალოს ის ცხოვრება, რომელიც ადამიანებმა თავად აირჩიეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის აზრით, ტერიტორიული დათმობები პუტინს მხოლოდ დროებით დააკმაყოფილებს, ძალების აღდგენის შემდეგ კი კრემლის ლიდერი ომის გაგრძელებას მოისურვებს.

