უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამ დროისთვის რუსეთის ტერიტორიაზე 10 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი იმყოფება.
მისივე თქმით, კორეელი ჯარისკაცები დიდ ცოდნას და გამოცდილებას იღებენ, რაც საფრთხის შემცველია.
„10 000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება. უკიდურესად სახიფათოა, რომ ისინი თანამედროვე ჰიბრიდული ომის შესახებ ცოდნას იძენენ. მათ იციან, როგორ დაიცვან თავი რაკეტებისგან, სხვადასხვა ტიპის დრონებისგან, მათ შორის ბოჭკოვანი ოპტიკური დრონებიდან დაწყებული, შორ მანძილზე მოქმედი დრონებით დამთავრებული. ისინი ახლა რუსეთის ტერიტორიაზე სწავლობენ, რადგან ჩვენ რუსეთის თავდასხმებს ვპასუხობთ. ასე რომ, მათ აქვთ ეს შესაძლებლობა. რას იზამენ ამ ცოდნით? სულ მცირე, ისინი ამ ცოდნასა და გამოცდილებას ჩრდილოეთ კორეაში წაიღებენ“, – წერს ზელენსკი.

